გაშერბრუმ I
გაშერბრუმ I (ასევე Hidden Peak — „ჰიდენ პიკი“ ანუ „დამლული პიკი“ ან K5) — მწვერვალი ყარაყორუმის მთათა სისტემის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებაზე. მისი სიმაღლეა 8068 მ. ამ მაჩვენებლით ის მე-11 ადგილზეა მსოფლიოში. დამალული პიკი დაერქვა იმის გამო, რომ ბალტოროს მყინვარის ზედა ნაწილიდან, საიდანაც მიდის გზა ცენტრალური ყარაყორუმის ყველა უმაღლესი მწვერვალისაკენ, ის, მიუხედავად თავისი სიმაღლისა, არ ჩანს. გაშერბრუმ I მდებარეობს პაკისტანისა და ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, პაკისტანის გილგიტ-ბალტისტანის პროვინციაში. გაშერბრუმ I-ზე პირველი ასვლა განხორციელდა 1958 წელს.
გაშერბრუმ I | |
---|---|
გაშერბრუმ I | |
კოორდინატები: 35°43′28″ ჩ. გ. 76°41′47″ ა. გ. / 35.72444° ჩ. გ. 76.69639° ა. გ. | |
ქვეყანა | პაკისტანი ჩინეთი |
სიმაღლე | 8068 მ |