ვალერიან ვაშაკიძე
ვალერიან ვაშაკიძე (დ. 1 მარტი, 1957, ქალაქი, ქუთაისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
ვალერიან ვაშაკიძე | |
საქართველოს რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 დეკემბერი, 1995 – 23 დეკემბერი, 2003 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი არსენიშვილი ავთანდილ ჯორბენაძე ზურაბ ჟვანია |
მემკვიდრე | ეთერ ასტემიროვა |
დაბადებული | 1 მარტი, 1957 ქუთაისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი |
პროფესია | ისტორიკოსი |
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და 1983 წელს ასპირანტურა.
1973-1974 წლებში მუშაობდა მაუდ-კამვოლის კომბინატში მუშა-მეკუჭნავედ. 1979 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის თავმჯდომარე. 1995 წლის 21 დეკემბრიდან — 2003 წლის 23 დეკემბრამდე იყო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. 40 სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირებაილია ჭავჭავაძის საზოგადოება, წევრი (1987) ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი, თავმჯდომარე (1992-1995)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებავახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – გვ. 126, თბ., 1998-1999