ეშტორილი
ეშტორილი (პორტუგ. Estoril) — ფრეგეზია (იგივე პორტი, სანავსადგურო რაიონი) და დასახლებული პუნტი პორტუგალიაში. შედის მუნიციპალურ ოლქში ცენტრით კაშკაიში.
მოსახლეობა — 23 769 ადამიანი (2001), ფართობი — 8,79 კმ².
მდებარეობს კაშკაის ყურეში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლისაბონიდან 15 კმ-ის მანძილზე. დედაქალაქთან დაკავშირებულია ელექტრომატარებლით.
ეშტორილი არის ერთ-ერთი მთავარი საკურორტო ქალაქი პორტუგალიაში. ფართოდ არის ცნობილი ეშტორილის კაზინო, რომელიც არეკლამირებს საკუთარ თავს, როგორც ევროპის ყველაზე დიდ კაზინოს. ეშტორილი ცნობილია, ასევე მისი პარკით. ნოემ,ბრის დასაწყისში აქ ყოველთვის ტარდება კინოფესტივალები.
ისტორია
რედაქტირებათანამედროვე ეშტორილის ადგილას პირველი დასახლებები გაჩნდა დაახლოებით 2 ათასი წლის წინ. დიდხანს ის წარმოადგენდა მხოლოდ მეთევზეთა პატარა დასახლებას. XIX - XX ს. ს. მიჯნაზე გარადიქმნა ეშტორილის მთელი მზიანი სანაპირო მსხვილ ტურისტულ ცენტრად.
1975 წელს პორტუგალიის იეჰოვას მოწმეებმა მრავალწლიანი აკრძალვების შემდეგ აქ შეიძინეს 20-ოთაიანი შენობა, რომელიც წარმოადგენს იეჰოველთა მსოფლიო ორგანიზაციის ფილიალს. ეს ცენტრი პასუისმგებელია იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობაზე მადეირაზე, აზორის კუნძულებზე, ანგოლასა და სან-ტომეში.
აქაური კლიმატი სუბტროპიკულია და წააგავს ლისაბონის კლიმატს.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებასაინტერესო ადგილთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წმ. ანტონიას ეკლესია (პორტ. Igreja Santo António do Estoril). იგი აგებულია XVI ს. დასაწყისში (აღდგენილია ორჯერ 1755 წ. მიწისძვირით განადგურების და 1927 წლის ხანძრის შემდეგ).
აღმოჩენილია რომაული ვილების ნანგრევები, რომელიც თარიღდება ძვ. წ. 1-ლი ათასწლეულით.
სპორტი
რედაქტირებაეშტორილს აქვს ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბები.
1990 წლიდან აქ ტარდება ჩოგბურთის ტურნირი „Estoril Open“ (1998 წლიდან აქ ტარდება ქალთა ტურნირებიც). მამაკაცთა ტურნირის გამარჯვებული მრავალი ცნობილი სპორტსმენია. მაგ: სერხი ბრუგერა (1991), ანდრეი მედვედევი (1993), ტომას მუსტერი (1995, 1996), ალექს კორეტჰა (1997), კარლოს მოია (2000), ხუან კარლოს ფერერო (2001), დავიდ ნალბანდიანი (2002, 2006) და სხვ.
ქალაქის მახლობლად მთიან პლატოზე ააგეს ავტოდრომი 1972 წ, რომელმაც 1984—1996 წ.წ. მან მიიღო პორტუგალიის გრან-პრი.
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეშტორილში მრავალი ცნობილი ემიგრანტი ცხოვრობდა:
- ალექსანდრე ალიოხინი - მე-4 მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში (გარდაიცვალა ეშტორილში 1946 წელს);
- კაროლ II — რუმინეთის მეფე 1930-1940 წწ. (გარდაიცვალა ეშტორილში 1953წ.);
- მიკლოშ ჰორტი — უნგრეთის რეგენტი 1920—1944 (გარდაიცვალა 1957წ.);
- ხუანი, ბარსელონას გრაფი — ესპანეთის პრინცი, სამეფო ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეშტორილის საიტი დაარქივებული 2007-01-10 საიტზე Wayback Machine.
- ეშტორილი დაარქივებული 2015-03-22 საიტზე Wayback Machine.
- ეშტორილი რუკაზე დაარქივებული 2011-09-22 საიტზე Wayback Machine.
- ეშტორილი დაარქივებული 2015-03-21 საიტზე Wayback Machine.
- ეშტორილი დაარქივებული 2015-04-29 საიტზე Wayback Machine.
- ეშტორილ-კაზინო
- ეშტორილ-ფესტივალები