დავიდ ნალბანდიანი

დავიდ პაბლო ნალბანდიანი (ესპ. David Pablo Nalbandian; დაბ. 1 იანვარი, 1982, უნკილო, არგენტინა) — არგენტინელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მესამე ჩოგანი.

დავიდ ნალბანდიანი
David Nalbandian at the 2008 BNP Paribas Masters.jpg
ნალბანდიანი პარიზის მასტერსზე 2008 წელს
სრული სახელი დავიდ პაბლო ნალბანდიანი
ქვეყანა (სპორტი) არგენტინის დროშა არგენტინა
საცხოვრებელი ადგილი უნკილო, არგენტინა
დაიბადა 1 იანვარი, 1982 (1982-01-01) (41 წლის)
უნკილო, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ.
პროფესიონალი 2000
კარიერა დაასრულა 2013
თამაში მემარჯვენე
ფულადი პრიზი 11,114,755 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი davidnalbandian.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 383–192 (66.61%)
ტიტულები კარიერაში 11
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (20 მარტი, 2006)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (2006)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2004, 2006)
უიმბლდონი ფინალი (2002)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი (2003)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2005)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2008)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 48–53 (47.52%)
ტიტულები კარიერაში 0
უმაღლესი რეიტინგი 105-ე (5 ოქტომბერი, 2009)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2003)
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2003)
უიმბლდონი 2რ (2003)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი ფინალი (2006, 2008, 2011)
ბოლოს განახლდა: 11 იანვარი 2018.

ნალბანდიანს ჯამში ATP-ის 11 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული, აქედან 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი და 2 მასტერსი. 2002 წელს, ნალბანდიანი კარიერაში ერთადერთხელ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში – უიმბლდონის ფინალში იგი ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა სამ სეტში დაამარცხა[1]. ნალბანდიანი ერთადერთი არგენტინელი მამაკაცი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ყველა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია და ერთადერთია, ვინც უიმბლდონის ფინალში ითამაშა. ნალბანდიანმა კარიერა 2013 წელს დაასრულა[2].

პირადი ცხოვრებარედაქტირება

ნალბანდიანი დაიბადა 1981 წლის 1 იანვარს არგენტინის პატარა ქალაქ უნკილოში, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ კორდოვადან 28 კილომეტრში მდებარეობს. დავიდის მშობლები იტალიური წარმომავლობის ალდა და სომხური წარმომავლობის ნორბერტო ნალბანდიანი იყვნენ. ჰყავს ორი ძმა – ხავიერი და დარიო.

ნალბანდიანმა ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მისმა ბაბუამ ეზოში ცემენტის კორტი ააშენა, სადაც დავიდი უფროს ძმებთან თამაშობდა. ნალბანდიანი საფეხბურთო კლუბ „რივერ პლეიტის“ გულშემატკივარია.

სტატისტიკა და მიღწევებირედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 1 (0–1)რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2002 უიმბლდონი ბალახი   ლეიტონ ჰიუიტი 1–6, 3–6, 2–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 1 (1–0)რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2005 ჩოგბურთის მასტერსის თასი, შანხაი (1) ხალიჩა (დ)   როჯერ ფედერერი 6–7(4–7), 6–7(11–13), 6–2, 6–1, 7–6(7–3)

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „Awesome Hewitt wins Wimbledon“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.
  2. „Former Wimbledon finalist David Nalbandian announces retirement“. theguardian.com. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2018.