ხუან კარლოს ფერერო
ხუან კარლოს ფერერო დონატი (ესპ. Juan Carlos Ferrero Donat; დ. 12 თებერვალი, 1980, ონტენიენტე, ესპანეთი) — ესპანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
ფერერო 2011 წელს | |
სრული სახელი | ხუან კარლოს ფერერო დონატი |
---|---|
მშობლიური სახელი | Juan Carlos Ferrero Donat |
ქვეყანა (სპორტი) | ესპანეთი |
საცხოვრებელი ადგილი | ვილიენა, ესპანეთი |
დაიბადა |
12 თებერვალი, 1980 ონტენიენტე, ესპანეთი |
სიმაღლე | 183 სმ. |
პროფესიონალი | 1998 |
კარიერა დაასრულა | 2012 |
თამაში | მემარჯვენე |
ფულადი პრიზი | 13,992,895 აშშ დოლარი |
ოფიციალური საიტი | juancarlosferrero.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 479–262 (64.64%) |
ტიტულები კარიერაში | 16 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (8 სექტემბერი, 2003) |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2004) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2003) |
უიმბლდონი | მეოთხედფინალი (2007, 2009) |
აშშ-ის ღია პირველობა | ფინალი (2003) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ფინალი (2002) |
ოლიმპიური თამაშები | მეოთხედფინალი (2000) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 6–24 (20%) |
ტიტულები კარიერაში | 0 |
უმაღლესი რეიტინგი | 198-ე (3 თებერვალი, 2003) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (2004, 2005) |
უიმბლდონი | 1რ (2002, 2003) |
აშშ-ის ღია პირველობა | 1რ (2006) |
გუნდური შეჯიბრები | |
დეივისის თასი | გამარჯვება (2000, 2004, 2009) |
ბოლოს განახლდა: 26 ნოემბერი 2017. |
ფერეროს 1 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2003 წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ნიდერლანდელი მარტინ ვერკერკი 3 სეტში დაამარცხა[1]. ესპანელს ასევე 4 მასტერსის ტურნირი აქვს მოგებული. ჯამში ფერერომ კარიერაში ATP-ის 16 ტურნირი მოიგო ერთეულებში. იგი 8 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. სანაკრებო დონეზე, მან სამჯერ მოიგო დეივისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად.
ფერერომ კარიერა 2012 წელს დაასრულა[2].
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაფერერომ 7 წლის ასაკში დაიწყო ჩოგბურთის თამაში, მამასთან ედუარდოსთან ერთად. ჰყავს ორი და – ანა და ლაურა. ხუან კარლოსის დედა როზარიო, რომელიც ჩოგბურთისადმი სულისჩამდგმელი იყო ხუანისთვის, კიბოსგან გარდაიცვალა, როდესაც ხუანი 17 წლის იყო. ფერეროს ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც წყვილს 2014 წლის სექტემბერში შეეძინა[3].
ბავშვობაში მისი ფავორიტი ჩოგბურთელი ამერიკელი ჯიმ კურიე იყო, რომელმაც კარიერაში 4 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ფეხბურთში „რეალ მადრიდს“ გულშემატკივრობს. უყვარს მანქანებისა და მოტოციკლების შეგროვება. ფერერო ფლობს საკუთარ საჩოგბურთო აკადემიას, სადაც 14-დან 21-წლამდე ახალგაზრდები ვარჯიშობენ. ასევე ესპანელი რამდენიმე სასტუმროს და რესტორნის მფლობელია[4].
სტატისტიკა და მიღწევები
რედაქტირებადიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (1–2)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2002 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ალბერტ კოსტა | 1–6, 0–6, 6–4, 3–6 |
გამარჯვება | 2003 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | მარტინ ვერკერკი | 6–1, 6–3, 6–2 |
მარცხი | 2003 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | ენდი როდიკი | 3–6, 6–7(2–7), 3–6 |
ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი: 1 (0–1)
რედაქტირებაშედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2002 | ჩოგბურთის მასტერსის თასი, შანხაი | ჰარდი (დ) | ლეიტონ ჰიუიტი | 5–7, 5–7, 6–2, 6–2, 4–6 |
(დ) – დახურული კორტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Destiny fulfilled for Ferrero“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
- ↑ „Juan Carlos Ferrero to retire from tennis after Valencia Open“. bbc.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
- ↑ „Former World No. 1 Juan Carlos Ferrero Becomes A Father“. tennisworldusa.org. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.
- ↑ „Juan Carlos Ferrero bio“. atpworldtour.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.