ენდრიუ სტივენ როდიკი (ინგლ. Andrew Stephen Roddick; დ. 30 აგვისტო, 1982, ომაჰა, ნებრასკა, აშშ) — ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ენდი როდიკი

როდიკი აშშ-ის ღია პირველობაზე 2010 წელს
სრული სახელი ენდრიუ სტივენ როდიკი
მშობლიური სახელი Andrew Stephen Roddick
ქვეყანა (სპორტი) აშშ-ის დროშა აშშ
საცხოვრებელი ადგილი ოსტინი, ტეხასი, აშშ
დაიბადა 30 აგვისტო, 1982 (1982-08-30) (42 წლის)
ომაჰა, ნებრასკა, აშშ
სიმაღლე 188 სმ.
პროფესიონალი 2000
კარიერა დაასრულა 2012
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ტარიქ ბენჰაბილესი (1999–2003)
ბრედ გილბერტი (2003–2004)
დინ გოლდფაინი (2004–2006)
ჯიმი კონორსი (2006–2008)
ჯონ როდიკი
ლარი სტეფანკი (2008–2012)
ფულადი პრიზი 20,640,030 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2017 (წევრის გვერდი)
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 612–213 (74.18%)
ტიტულები კარიერაში 32
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (3 ნოემბერი, 2003)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (2003, 2005, 2007, 2009)
საფრანგეთის ღია პირველობა 4რ (2009)
უიმბლდონი ფინალი (2004, 2005, 2009)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2003)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ნახევარფინალი (2003, 2004, 2007)
ოლიმპიური თამაშები 3რ (2004)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 68–51 (57.14%)
ტიტულები კარიერაში 4
უმაღლესი რეიტინგი 50-ე (11 იანვარი, 2010)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2009)
უიმბლდონი 1რ (2001)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (1999, 2000)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2007)
ბოლოს განახლდა: 29 იანვარი 2018.

როდიკს მოგებული აქვს 1 დიდი სლემის ტურნირი – 2003 წელს, მან აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ესპანელი ხუან კარლოს ფერერო სამ სეტში დაამარცხა[1]. იგი ასევე ოთხჯერ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალებში, თუმცა ყოველ ჯერზე როჯერ ფედერერთან მარცხდებოდა. როდიკმა ასევე 5 მასტერსის ტურნირი მოიგო. ჯამში ამერიკელს ATP-ის 32 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული.

როდიკი ჯამში 13 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს. 2002 წლიდან 2010 წლამდე, როდიკი უწყვეტად შედიოდა რეიტინგის ტოპ-10-ში. იგი დღემდე უკანასკნელი მამაკაცი ჩოგბურთელია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან, ვინც დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ვისაც რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა.

სანაკრებო დონეზე, მან ერთხელ მოიგო დეივისის თასი აშშ-ის ნაკრებთან ერთად. როდიკმა კარიერა 2012 წელს დაასრულა[2]. 2017 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 5 (1–4)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2003 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   ხუან კარლოს ფერერო 6–3, 7–6(7–2), 6–3
მარცხი 2004 უიმბლდონი ბალახი   როჯერ ფედერერი 6–4, 5–7, 6–7(3–7), 4–6
მარცხი 2005 უიმბლდონი ბალახი   როჯერ ფედერერი 2–6, 6–7(2–7), 4–6
მარცხი 2006 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   როჯერ ფედერერი 2–6, 6–4, 5–7, 1–6
მარცხი 2009 უიმბლდონი ბალახი   როჯერ ფედერერი 7–5, 6–7(6–8), 6–7(5–7), 6–3, 14–16

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Roddick claims US Open title“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2018.
  2. „Andy Roddick retires after US Open defeat by Del Potro“. bbc.com. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი 2017.