ექსპრესიონიზმი (მუსიკა)
ექსპრესიონიზმი — XX საუკუნის დასაწყისში განვითარებული მუსიკალური მიმართულება, რომლის მიზანიც, მუსიკალური იმპრესიონიზმისგან განსხვავებით, შემოქმედის შინაგანი იმპულსების გამოხატვაა. იგი ხელოვნების სხვა სფეროებში განვითარებული ფართო ექსპრესიონისტული მოძრაობის ნაწილია. ტერმინი ექსპრესიონიზმი მუსიკასთან მიმართებაში, პირველად, სავარაუდოდ, 1918 წელს გამოიყენეს, უპირველეს ყოვლისა, არნოლდ შონბერგის მუსიკასთან დაკავშირებით, რომელიც, ფერმწერ ვასილი კანდინსკის მსგავსად, თავს არიდებდა „სილამაზის ტრადიციული ფორმების“ გამოყენებას მძაფრი შეგრძნებების გადმოსაცემად.[1] თეოდორ ადორნოს განმარტებით, მუსიკალური ექსპრესიონიზმი მიისწრაფვის „ტრადიციული მუსიკის კონვენციური ელემენტების, ყოველივე მყარად ფორმულირებულის“ გამორიცხვისკენ. მისივე აზრით, ექსპრესიონიზმი ეძიებს „სუბიექტური შეგრძნებების გულწრფელობას ილუზიების, შენიღბვისა და ევფემიზმების გარეშე“. ავტორი, აგრეთვე, მიუთითებს ექსპრესიონიზმის დაინტერესებაზე არაცნობიერით და აღნიშნავს, რომ შიშის გამოხატვა ცენტრალური საკითხია ექსპრესიონისტული მუსიკისა, რომელშიც „დომინირებს დისონანსი და ხელოვნების ჰარმონიული, დამამშვიდებელი ელემენტი უარყოფილია“.[2]
ექსპრესიონისტული მუსიკისთვის დამახასიათებელია დისონანსი, მკვეთრი დინამიური დ ტექსტურული კონტრასტები და ფართო, ნახტომისებური ხასიათის მელოდიები.[3]
უმთავრესი წარმომადგენლები
რედაქტირებაექსპრესიონიზმის სამი ცენტრალური ფიგურაა არნოლდ შონბერგი (1874–1951) და მისი მოსწავლეები, ანტონ ვებერნი (1883–1945) და ალბან ბერგი (1885–1935), ე.წ. ვენის მეორე სკოლა. სხვა კომპოზიტორებიდან, რომლებიც ექსპრესიონისტულ მიმართულებასთან ასოცირდებიან, აღსანიშნავია ერნსტ კრენეკი (1900–1991) (მეორე სიმფონია, 1922), პაულ ჰინდემიტი (1895–1963) („Die junge Magd“, Op. 23b, 1922, გეორგ ტრაკლის ექვსი ლექსის მიხედვით), იგორ სტრავინსკი (1882–1971) („სამი იაპონური ლირიკა“, 1913), ალექსანდრ სკრიაბინი (1872–1915) (გვიანი საფორტეპიანო სონატები) [4] კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპრესიონისტია ბელა ბარტოკი (1881–1945), კერძოდ, მისი ადრეული ნამუშევრებიდან გამომდინარე, რომლებიც XX საუკუნის მეორე ათწლეულში შეიქმნა, მათ შორის, ოპერა „ლურჯწვერას სასახლე“ (1911),[5] „ტყის პრინცი“ (1917)[6] და „გასაოცარი მანდარინი“ (1919).[7] ამერიკელი კომპოზიტორებიდან, რომლებიც შონბერგის „თავისუფალი ატონალობის“ პერიოდში (1908-1921) მოღვაწეობდნენ და რომელთა შემოქმედებაშიც „ექსპრესიის მსგავსი გამძაფრებისკენ მისწრაფება“ შეინიშნება, აღსანიშნავია კარლ რაგლსი, დეინ რუდიარი და გარკვეულწილად, ჩარლზ აივზი, რომლის სიმღერა „უოლტ უიტმენი“ ამის განსაკუთრებით კარგი ნიმუშია.[8] ექსპრესიონიზმის მნიშვნელოვანი წინამორბედებია რიხარდ ვაგნერი (1813–1883), გუსტავ მალერი (1860–1911) და რიხარდ შტრაუსი (1864–1949).[9] უფრო გვიანდელი კომპოზიტორები, როგორიცაა პიტერ მაქსველ დეივისი (1934–2016), „ზოგჯერ მოიაზრებიან შონბერგის, ბერგისა და ვებერნის ექსპრესიონიზმის გამგრძელებლებად“,[10] ხოლო ჰაინც ჰოლიგერის (დ. 1939) „ყველაზე გამორჩეული თვისება შონბერგის, ბერგისა და ვებერნის მსგავსი ლირიკული ექსპრესიონიზმია“.[11]
მუსიკალური ექსპრესიონიზმი მჭიდროდ უკავშირდება არნოლდ შონბერგის 1908-1921 წლებში შექმნილ მუსიკას, ვიდრე იგი თორმეტ-ტონიან ტექნიკას შეიმუშავებდა, რომელსაც „თავისუფალი ატონალობის“ პერიოდიც ეწოდება.[12] ამავე რუბრიკაში ხშირად მოიხსენიება მისი მოსწავლეების, განსაკუთრებით, ანტონ ვებერნისა და ალბან ბერგის შემოქმედებაც. ტერმინს ხშირად იყენებდნენ უარყოფითი მნიშვნელობითაც, როცა კომპოზიტორის მხრიდან პერსონალური ექსპრესიის მცდელობა ხელს უშლიდა მუსიკალური ნაწარმოების მთლიანობის აღქმას.[13]
ექსპრესიონიზმის საწყის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს შონბერგის სიმებიანი კვარტეტი (1907–08), რომელშიც, ყოველი მომდევნო ნაწილი სულ უფრო ნაკლებად ტონალურია.[13] მესამე ნაწილი, შეიძლება, ატონალურად ჩაითვალოს, ხოლო მეოთხე მოქმედების დაწყება ძლიერ ქრომატულია, ტონალური ცენტრი არ გააჩნია და შეიცავს სოპრანოს ხაზს, რომელიც მღერის ტექსტს შტეფან გეორგეს ლექსიდან: გერმ. „Ich fühle Luft von anderem Planeten“ („ვგრძნობ სიოს სხვა პლანეტიდან“). ეს, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც შონბერგის განაცხადი ატონალობის „ახალ სამყაროში“ შესვლაზე.[13]
ანტონ ვებერნნის მუსიკა შონბერგის ექსპრესიონისტულ სტილთან ახლოს იყო დაახლოებით 1909–13 წლებში, მოგვიანებით კი მისი მუსიკა „სულ უფრო კონსტრუქტივისტული გახდა და მისი ექსპრესიული ბირთვი დაიმალა“.[13] ამ პერიოდს მიეკუთვნება მისი „ხუთი პიესა ორკესტრისთვის“, Op. 10 (1911–13).
ალბან ბერგის ექსპრესიონისტულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია მისი საფორტეპიანო სონატა, Op. 1 და ოთხი სიმღერა, Op. 2, ხოლო განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გვიანდელი ნაწარმოებები: ოპერები „ვოცეკი“ (1914–1925) და დაუსრულებელი „ლულუ“.[14]
ფაზები და პერიოდები
რედაქტირებაექსპრესიონიზმი, შეიძლება, სამ ფაზად დაიყოს:[15]
ფაზა | პერიოდი | კომპოზიტორები |
წინამორბედები/ ადრეული ექსპრესიონიზმი (გერმ. Frühexpressionismus) | XX საუკუნის დასაწყისი | ალექსანდრ სკრიაბინი, ჩარლზ აივზი, იგორ სტრავინსკი, პაულ ჰინდემიტი, სერგეი რახმანინოვი, არტურ ონეგერი, ბელა ბარტოკი |
მაღალი ექსპრესიონიზმი (გერმ. Hochexpressionismus) | 1907–1912 (თორმეტ-ტონიანი მუსიკა) | არნოლდ შონბერგი, ანტონ ვებერნი და ალბან ბერგი (ვენის მეორე სკოლა) |
გვიანი ექსპრესიონიზმი (გერმ. Spätexpressionismus) | 1914 წლის შემდეგ, გადაიზარდა მიკროტონალურ მუსიკაში | ფერუჩიო ბუზონი, ალოის აბა |
როგორც, ზოგადად, ექსპრესიონიზმი, მუსიკალური ექსპრესიონიზმიც, უმთავრესად, გერმანულენოვან სამყაროში განვითარდა. ადრეული ექსპრესიონიზმის ბევრმა წარმომადგენელმა, მომდევნო ეტაპზე, ამ სტილში მუშაობა შეწყვიტა, თუმცა, არნოლდ შონბერგი და მისი მოსწავლეები მისი ერთგული დარჩნენ. ამ ჯგუფმა, რომელსაც ვენის მეორე სკოლაც ეწოდება, ყველაზე რადიკალურად განახორციელა დისონანსის ემანსიპაცია, რაც ექსპრესიონიზმში მუსიკალური გამომსახველობის უპირველეს საშუალებას წარმოადგენს.
სტილისტური მახასიათებლები
რედაქტირებაექსპრესიონისტულ მუსიკაში შესაძლებელია შემდეგი სტილისტური მახასიათებლების გამოვლენა:[16]
- სწრაფად ცვალებადი, მოძრავი მელოდიები და მოტივები, კონტრასტული, დისონანტური მელოდიები, ჰომოფონიური და ლინეარული (პოლიფონიური) ტექსტურების ცვალებადობა, მკვეთრი ინტერვალები და ფართო ბგერითი დიაპაზონი, თავისუფალი რიტმები და პოლირიტმია, თავისუფალი და ცვალებადი ზომები.
- ყველა ხმა თანაბარია, ერთდროულად ვითარდება რამდენიმე მუსიკალური მასალა. ჟღერადობა ფოკუსირებულია მთლიანი ნაწარმოების ტემბრულ ხასიათზე.
- რედუქცია – უმთავრესის გამოკვეთა. ყველა ბგერა მნიშვნელოვანია, რითიც მუსიკალური ნაწარმოების შეკრულობა მიიღწევა. ეს ხშირად მიიღწევა ორკესტრის ეკონომიური გამოყენებით, მიმდინარეობს ახალი საორკესტრო შესაძლებლობების და ტემბრების ძიება. მაქსიმალური სიმკვრივის მიღწევის შემდეგ ჟღერადობა იშლება პოლირიტმიის გამოყენებისა და მოტივური მასალის სხვადასხვა ინსტრუმენტებში გადანაწილების საშუალებით.
- აბსტრაქცია – ჰარმონიული განვითარების რაციონალიზაცია, რაც შემდეგში გამოიხატება:
- მუსიკას არ გააჩნია ტონიკა, ე. ი. ნაწარმოები აღარ არის რომელიმე ტონალობაში (იმპრესიონიზმი და ადრეული ექსპრესიონიზმი).
- აკორდებს შორის მარტივად აღქმადი ფუნქციური ურთიერთობები მოშლილია.
- აკორდებს შორის ბმა გაწყვეტილია ალტერაციის საშუალებით (გვიანი რომანტიზმი: ტრისტანის აკორდი).
- ატონალურ მუსიკაში შემავალი ტონები აღარ გადაწყდება, არამედ რჩება „გაყინული“.
- თორმეტტონიანი ტექნიკით ჩნდება ახალი წესები, რომლებიც ატონალური კომპოზიციის საფუძვლად იქცევა.
ტრადიციული ფორმები ექსპრესიონიზმში
რედაქტირებაატონალურ მუსიკაში ტრადიციული ჰარმონიული კავშირები ნაწარმოების შიგნით დაკარგულია, რის გამოც, ექსპრესიონისტი კომპოზიტორები ნაწარმოებების ბალანსირებას ფორმის დონეზე ცდილობდნენ. ამის გამო, ხშირია ტრადიციული მუსიკალური ფორმების გამოყენება, როგორიცაა კანონი, ინვენცია, ფუგა, სიუიტა, მენუეტი, მარში, სერენადა, ვალსი, კლასიკური სონატა და განსაკუთრებით, სასიმღერო ფორმები. ტრადიციული ფორმების გამოყენებით კომპოზიტორები მუსიკის ემოციურ და რაციონალურ საწყისებს შორის კავშირის დამყარებას ცდილობდნენ.
1933 წლის ლექციებში ანტონ ვებერნი 1910 წელს არსებულ ვითარებას შემდეგნაირად აღწერს:
ყველა ნაწარმოები, რომელიც ტონალობის გაქრობიდან თორმეტტონიანი ტექნიკის განვითარებამდე შეიქმნა, უკიდურესად მოკლე იყო. ყველაფერი, რაც მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი იყო, დამოკიდებული იყო თანმხლებ ტექსტზე. ტონალობასთან ერთად დაიკარგა ხანგრძლივი მუსიკალური ნაწარმოებების აგების ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხები, რადგანაც ტონალობა ფორმალური ერთიანობის მიღწევის უმნიშვნელოვანესი საშუალება იყო. თითქოს, სინათლე ჩაქრა! – ყოველ, შემთხვევაში, ასე ჩანდა მაშინ.[17]
უმთავრესი ნაწარმოებები
რედაქტირებაგასათვალისწინებელია, რომ ქვემოთ მოცემული ნაწარმოებების დიდი ნაწილი მათი შექმნიდან დიდი ხნის შემდეგ შესრულდა ან დაიბეჭდა.
წინამორბედები / ადრეული ექსპრესიონიზმი
რედაქტირება- მაქს რეგერი: სიმფონიური ფანტაზია და ფუგა, Op. 57, ორღანისთვის (1901)
- რეგერი: საფორტეპიანო კვინტეტი დო მინორი, Op. 64 (1902)
- შონბერგი: „პელეას და მელისანდე“, op. 5 (1902–1903)
- სკრიაბინი: საფორტეპიანო სონატა №4 ფა♯ მაჟორი, op. 30 (1903)
- გუსტავ მალერი: სიმფონია №6 (1903–1904)
- რიხარდ შტრაუსი: „სალომე“, op. 54 (1905)
- ჩარლზ აივზი: „უპასუხო შეკითხვა“ საყვირის, 4 ლეიტისა და სიმებიანებისათვის (1906)
- აივზი: „ცენტრალური პარკი სიბნელეში“ ორკესტრისათვის (1906, რევიზია 1936)
- შტრაუსი: „ელექტრა“,op. 58 (1906–1908)
მაღალი ექსპრესიონიზმი
რედაქტირება- სკრიაბინი: „ექსტაზის პოემა“, op. 54 ორკესტრისათვის (1905–1908)
- სკრიაბინი: საფორტეპიანო სონატა №5 ფა♯ მაჟორი, op. 53 (1907)
- შონბერგი: სიმებიანი კვარტეტი №2, op. 10 (ფა♯ მინორი) სოპრანოსთან ერთად (1907–1908)
- შონბერგი: „დაკიდებული ბაღების წიგნი“ (გერმ. Das Buch der hängenden Gärten), op. 15, შტეფან გეორგეს მიხედვით, ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1908–1909)
- ვებერნი: ოთხი ნაწილი სიმებიანი კვარტეტისათვის, op. 5 (1909)
- ვებერნი: ექვსი პიესა დიდი ორკესტრისათვის, op. 6 (1909)
- შონბერგი: სამი პიესა ფორტეპიანოსთვის, op. 11 (1909)
- შონბერგი: ხუთი პიესა ორკესტრისათვის, op. 16 (1909, რევიზია 1922)
- შონბერგი: „მოლოდინი “(გერმ. Erwartung), op. 17, მონოდრამა (1909, პირველად შესრულდა 1924 წელს)
- ვებერნი: ოთხი პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, op. 7 (1910)
- შონბერგი: „იღბლიანი ხელი“ (გერმ. Die Glückliche Hand), op. 18 (1910–1913, პირველად შესრულდა 1924 წელს)
- შონბერგი: ექვსი პატარა საფორტეპიანო პიესა, op. 19 (1911)
- შონბერგი: Herzgewächse, op. 20, სოპრანოს, ჩელესტას, ჰარმონიუმის და არფისთვის (1911, პირველად შესრულდა 1928 წელს)
- ვებერნი: ხუთი პიესა ორკესტრისთვის, op. 10 (1911)
- შონბერგი: „მთვარის პიერო“ (ფრანგ. Pierrot Lunaire), op. 21, ანსამბლისა და მთხრობელისათვის (გერმ. Sprechstimme) (1912)
- ბერგი: „ალტენბერგის სიმღერები“ (ხუთი სიმღერა ხმისა და ორკესტრისათვის პეტერ ალტენბერგის ლექსებზე), op. 4 (1912)
- ბერგი: ოთხი პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის, op. 5 (1913)
- შონბერგი: ოთხი სიმღერა, op. 22, ხმისა და ორკესტრისათვის (1913–1916, პირველად შესრულდა 1932 წელს)
- ბერგი: სამი პიესა ორკესტრისათვის, op. 6 (1914)
- შონბერგი: „იაკობის კიბე“ (გერმ. Die Jakobsleiter, ნაწყვეტი ორატორიიდან (1917)
- ვებერნი: სიმღერები ხმისა და ანსამბლისათვის, opp. 14-18 (1917–1925)
- ბერგი: „ვოცეკი“, op. 7 (1917–1922, პირველად შესრულდა 1925 წელს)
გვიანი ექსპრესიონიზმი
რედაქტირება- სკრიაბინი: საფორტეპიანო სონატა №10, op. 70 (1912–1913)
- სკარიაბინი: Vers la flamme, poème, op. 72, ფორტეპიანოსთვის (1914)
- სკრიაბინი: ორი ცეკვა, op. 73, ფორტეპიანოსთვის (1914)
- ბარტოკი: „გასაოცარი მანდარინი“ ორკესტრისათვის (1918–1923, rev. 1924 und 1926–1931)
- შონბერგი: ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის, op. 23 (1920–1923)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sadie 1991, p. 244.
- ↑ Adorno 2009, p. 275–76.
- ↑ "Music: Expressionism". BBC GCSE Bitesize website. 2014
- ↑ Adorno 2009, p. 275.
- ↑ Gagné 2011, p. 92.
- ↑ Clements 2007.
- ↑ Bayley 2001, p. 152.
- ↑ Carter 1965, p. 9.
- ↑ Mitchell 2005, p. 334.
- ↑ Griffiths 2002.
- ↑ Whittall 1999, p. 38.
- ↑ Schoenberg 1975, pp. 207–208.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Fanning 2001.
- ↑ Reich 2013.
- ↑ Eggebrecht 1995, p. 150.
- ↑ Die folgenden Absätze nach: Will Hofmann: Expressionismus. In: Die Musik in Geschichte und Gegenwart. 1, Band 3, Sp. 1658–1671.
- ↑ Anton Webern: Der Weg zur Neuen Musik. Vortrag 16. Februar 1932, S. 57 f.
წყაროები
რედაქტირება- Arnold Schönberg – Wassily Kandinsky, Briefe, Bilder und Dokumente. Hrsg. von J. Hahl-Koch. Salzburg 1980.
- Heinz Tiessen: Der neue Strom. IV. Expressionismus. In: Melos. 1, 1920, S. 102–106, nach einem Vortrag in Königsberg 21. August 1918, Goethebund.
- Arnold Schering: Die expressionistische Bewegung in der Musik. In: M. Deri, M. Dessoir u. a.: Einführung in die Kunst der Gegenwart. Leipzig 1919, 3. Auflage 1922, S. 139–161 (Nachdr. in: A. Schering: Vom Wesen der Musik. Ausgew. Aufsätze, Stuttgart 1974, S. 319–345).
- Arthur Wolfgang Cohn: Rezension zu Schering. In: Zeitschrift für Musikwissenschaft. Band 2, 1920, S. 671–676.
- Anton Webern: Der Weg zur neuen Musik. zwei Vortragszyklen 1932–1933. Hrsg. von Willi Reich. Universal Edition, Wien 1960.
- Theodor W. Adorno: Neunzehn Beiträge über neue Musik: Musikalischer Expressionismus. 1942. Erstdruck in: Gesammelte Schriften Band 18, Frankfurt 1984, S. 60–62.
- Theodor W. Adorno: Philosophie der neuen Musik. J.C.B. Mohr, Tübingen 1949; 2. Auflage. Europäische Verlagsanstalt, Frankfurt 1958; 3. Auflage 1966, Ausgabe letzter Hand.
- Karl H. Wörner, Walter Mannzen, Will Hofmann: Expressionismus. In: Musik in Geschichte und Gegenwart, 1. Ausgabe, Band 3, 1954, Sp. 1655–1673.
- Michael von Troschke: Expressionismus, 15. Auslieferung 1987, 16 S. In: Hans Heinrich Eggebrecht, Albrecht Riethmüller (Hrsg.): Handwörterbuch der musikalischen Terminologie. Loseblatt-Sammlung. Steiner, Wiesbaden 1971–2006,
- Rudolf Stephan: Expressionismus. In: Musik in Geschichte und Gegenwart. 2. Ausgabe, Sachteil Band 3, 1995, Sp. 243–251.
- Peter Williams: Expressionism. In: New Grove Dictionary of Music and Musicians. 2. Ausgabe 2001, Band 8, S. 472–477.
- Adorno, Theodore. 2009. Night Music: Essays on Music 1928–1962, edited by Rolf Tiedemann, translated by Wieland Hoban. London, New York, and Calcutta: Seagull Books. ISBN 9781906497217.
- Expressionism". Microsoft® Encarta® Online Encyclopedia.
- Music: Expressionism". BBC GCSE Bitesize website.
- Bayley, Amanda (ed.). 2001. The Cambridge Companion to Bartók. Cambridge: Cambridge University Press.
- Biersdorfer, J. D. 2009. "Setting the Stage with Shadows". The New York Times (22 May).
- Carpenter, Alexander. 2010. "Schoenberg's Vienna, Freud's Vienna: Re-Examining the Connections between the Monodrama Erwartung and the Early History of Psychoanalysis". Musical Quarterly 93, no. 1:144-181.
- Carter, Elliott. 1965. "Expressionism and American Music". Perspectives of New Music 4, no. 1 (Fall–Winter1965): 1–13.
- Clements, Andrew. 2007. "Classical Preview: The Wooden Prince". The Guardian (5 May).
- Fanning, David. 2001. "Expressionism". The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
- Gagné, Nicole V. 2011. Historical Dictionary of Modern and Contemporary Classical Music. Plymouth, England: Scarecrow Press.
- Gittleman, Sol. 1968. Frank Wedekind. Twayne's World Authors Series TWAS 55. New York: Twayne. ISBN 9780804422338.
- Griffiths, Paul. 2002. "Expressionism." The Oxford Companion to Music, edited by Alison Latham. Oxford Music Online. Oxford University Press (accessed 22 Oct. 2013).
- Holloway, Robin. 1979. "The Complete Lulu". Tempo, no. 129 (June 1979), 36–39.
- Jarman, Douglas. 1991. Alban Berg: Lulu. Cambridge and New York: Cambridge University Press.
- Mitchell, Donald. 2005. Gustav Mahler: The Wunderhorn Years: Chronicles and Commentaries. Rochester, NY: Boydell Press.
- Reich, Willi. 2013. "Alban Berg." Encyclopædia Britannica, online academic edition. Encyclopædia Britannica Inc. (Accessed 22 October 2013).
- Sadie, Stanley (ed.). 1991. The Norton Grove Concise Encyclopedia of Music. New York: W. W. Norton.
- Schoenberg, Arnold. 1975. Style and Idea: Selected Writings of Arnold Schoenberg, edited by Leonard Stein, translated by Leo Black. London: Faber and Faber.
- Whittall, Arnold. 1999. "Holliger at 60: Keeping the Faith". The Musical Times 140, no. 1867 (Summer): 38–48.
- Eggebrecht, Hans Heinrich (1995). Terminologie der Musik im 20. Jahrhundert. Stuttgart: Franz Steiner Verlag. ISBN 3-515-06659-4.
რეკომენდებული ლიტერატურა
რედაქტირება- Albright, Daniel. 2004. Modernism and Music: An Anthology of Sources. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-01267-0.
- Behr, Shulamith, David Fanning, and Douglas Jarman. 1993. Expressionism Reassessed. Manchester [UK] and New York: Manchester University Press ISBN 0-7190-3843-X (cloth); 0719038448 (pbk).
- Celestini, Federico. 2009. "Der Schrei und die Musik: Mahlers Klänge in Weberns Orchesterstück op. 6/2". In Webern21, edited by Dominik Schweiger and Nikolaus Urbanek, 55–71. Wiener Veröffentlichungen zur Musikgeschichte 8. Vienna: Böhlau. ISBN 978-3-205-77165-4.
- Crawford, John C., and Dorothy L Crawford. 1993. Expressionism in Twentieth-Century Music. Bloomington: Indiana University Press. ISBN 0-253-31473-9.
- Fanning, David. 'Expressionism', Grove Music Online ed. L. Macy (Accessed [12-06-2005]).
- Franklin, Peter. 1993. "'Wilde Musik': Composers, Critics and Expressionism". In Expressionism Reassessed, edited by Shulamith Behr, David Fanning, and Douglas Jarman, 112–20. Manchester: Manchester University Press. ISBN 9780719038440.
- Hailey, Christopher. 1993. "Musical Expressionism: The Search for Autonomy". In Expressionism Reassessed, edited by Shulamith Behr, David Fanning, and Douglas Jarman, 103–11. Manchester: Manchester University Press. ISBN 9780719038440.
- Harrison, Daniel. 2004. "Max Reger Introduces Atonal Expressionism". The Musical Quarterly 87, no. 4 (Winter: Special Issue: Max Reger): 660–80.
- Hinton, Stephen. 1993. "Defining Musical Expressionism: Schoenberg and Others". In Expressionism Reassessed, edited by Shulamith Behr, David Fanning, and Douglas Jarman, 121–29. Manchester: Manchester University Press. ISBN 9780719038440.
- Lessem, Alan. 1974. "Schönberg and the Crisis of Expressionism". Music and Letters 55, no. 4 (October): 429–36.
- Neighbour, Oliver W., 'Glückliche Hand, die', Grove Music Online ed. L. Macy (Accessed [12-06-2005]).
- Neighbour, Oliver W., 'Erwartung', Grove Music Online ed. L. Macy (Accessed [12-06-2005]).
- Kandinsky, Wassily. 1914. The Art of Spiritual Harmony, translated by M. T. H. Sadler. London: Constable and Company Limited. Unaltered reprint, as Concerning the Spiritual in Art. New York: Dover Publications Inc. ISBN 0-486-23411-8. Revised edition, as Concerning the Spiritual in Art, translated by Michael Sadleir, with considerable te-translation by Francis Golffing, Michael Harrison, and Ferdinand Ostertag. The Documents of Modern Art 5. New York: George Wittenborn, Inc., 1947. New translation, as On the Spiritual in Art: First Complete English Translation with Four Full Colour Page Reproductions, Woodcuts and Half Tones, translated by Hilla Rebay. New York: Solomon R. Guggenheim Foundation, 1946.
- Poirier, Alain. 1995. L'Expressionnisme et la musique. Paris: Fayard. ISBN 2-213-59243-8.
- Samson, Jim. 1977. Music In Transition. London: J. M. Dent & Sons Ltd.