ესტონეთის მაზრები
ესტონეთის ტერიტორია დაყოფილია 15 მაზრად (ესტ. maakond), რომლებიც თავის მხრივ იყოფა მუნიციპლიტეტების, ორ სახეობად ქალაქებად და თემებად. ამჟამად ესტონეთში 227 მუნიციპალიტეტია, რომელსაც მეთაურობს თემის უხუცესი (ესტ. vallavanem) ან ქალაქის მერი (ესტ. linnapea). ტალინი იყოფა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებად – „ქალაქის ნაწილებად“, რომელსაც მეთაურობს ქალაქის ნაწილის უხუცესი (ესტ. linnaosavanem).
მაზრების ცხრილი
რედაქტირებამაზრის გერბი |
ქართული სახელწოდება |
ესტონური სახელწოდება |
კოდი ISO 3166-2 |
მოსახლეობა (2012)[1] |
ფართობი, ათასი კმ² |
სიმჭიდროვე, კაცი/კმ² |
მაზრის ცენტრი |
---|---|---|---|---|---|---|---|
ვალგამაა | Valga maakond | EE-82 | 33728 | 2,044 | 17,0 | ვალგა | |
ვილიანდიმაა | Viljandi maakond | EE-84 | 55054 | 3,422 | 16,5 | ვილიანდი | |
ვირუმაა | Võru maakond | EE-86 | 37387 | 2,305 | 16,7 | ვირუ | |
იდა-ვირუმაა | Ida-Viru maakond | EE-44 | 166548 | 3,364 | 51,4 | იიჰვი | |
იიგევამაა | Jõgeva maakond | EE-49 | 36406 | 2,604 | 14,3 | იიგევა | |
ლიაენე-ვირუმაა | Lääne-Viru maakond | EE-59 | 66701 | 3,465 | 19,1 | რაკვერე | |
ლიაენემაა | Lääne maakond | EE-57 | 27187 | 2,383 | 11,7 | ჰააფსალუ | |
პილვამაა | Põlva maakond | EE-65 | 30692 | 2,165 | 14,5 | პილვა | |
პიარნუმაა | Pärnu maakond | EE-67 | 88137 | 4,807 | 18,5 | პიარნუ | |
რაპლამაა | Rapla maakond | EE-70 | 36587 | 2,980 | 12,4 | რაპლა | |
საარემაა | Saare maakond | EE-74 | 34527 | 2,922 | 12,0 | კურესაარე | |
ტარტუმაა | Tartu maakond | EE-78 | 150900 | 2,993 | 49,8 | ტარტუ | |
ჰარიუმაა | Harju maakond | EE-37 | 529898 | 4,333 | 120,3 | ტალინი | |
ჰიიუმაა | Hiiu maakond | EE-39 | 9984 | 1,023 | 10,0 | კიარდლა | |
იარვამაა | Järva maakond | EE-51 | 35926 | 2,623 | 14,5 | პაიდე |
ისტორია
რედაქტირებაXIII საუკუნეში ესტონეთი იყოფოდა 8 მაზრად: ვირუმაა, ლიანემაა, რივალა, საარემაა, საკალა, უგანდი, ჰარიუმაა და იარვამაა. სსრკ-ს შემადგენლობაში შეცვლის შემდეგ ესტონეთი 1947 წელს დაიყო რაიონებად, ხოლო 1952 წელს ოლქებად. სულ არსებობდა სამი ასეთი ოლქი.
თუმცა ასეთი დაყოფა 1953 წელს გაუქმდა. 1987 წელს ესტონეთი იყოფოდა 15 რაიონად და 6 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ადმინისტრაციული დაყოფის ეს სისტემა შენარჩუნდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თუმცა რაიონებს ეწოდათ მაზრები. ზოგიერთ მათგანს შეეცვალა სახელწოდება. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები, მათ შორის ტალინიც გაერთიანდა მაზრების შემადგენლობაში.