ვალგა (ესტ. Valga) — ქალაქი ესტონეთის სამხრეთ ნაწილში, ვალგას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. მჭიდროდ ეკვრის ლატვიურ ქალაქ ვალკას და მასთან ერთად ქმნის ერთიან ქალაქს.

ქალაქი
ვალგა
Valga
დროშა გერბი

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
მაზრა ვალგამაა
კოორდინატები 57°47′00″ ჩ. გ. 26°02′00″ ა. გ. / 57.78333° ჩ. გ. 26.03333° ა. გ. / 57.78333; 26.03333
მერი კალევ ხიარკი
დაარსდა 1286
პირველი ხსენება 1286
ფართობი 16,54 კმ²
მოსახლეობა 12539 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 842,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +372-76
საფოსტო ინდექსი 68201
საავტომობილო კოდი G
ოფიციალური საიტი valgalv.ee

2009 წლის დასაწყისში მოსახლეობა წარმოადგენდა 12998 ადამიანს, 2012 წლის დასაწყისში კი — 12539-ს.

განლაგებულია მდინარე პედელზე (ტბა ვირტსიარვის აუზი). ქალაქის ფართობია 16.5 კმ ².

ქალაქის პირველი ხსენება თარიღდება 1286 წლით (სახელით ვალკი).

რუსეთის იმპერიის დროს ქალაქი შედიოდა ლივონიის გუბერნიაში და ვალკის ოლქის ცენტრს წარმოადგენდა.

1920 წელს ქალაქი გაიყო ორ ნაწილად — ვალკად და ვალგად — ჩრდილო-აღმოსავლეთის დიდი ნაწილი ესტონეთს მიეკუთვნა ლატვიის სამოქალაქო ომში გაღებული დახმარებისთვის 1918-1920 წლებში.

1950—1991 წლებში ქალაქი ვალგა ვალგის რაიონის ცენტრი იყო.

ვალგის კლიმატი ზომიერი-კონტინენტურია ზღვის კლიმატის ნაკვთებით. ვალგაში, როგორც წესი, გრძელი რბილი ზამთარი და თბილი, მაგრამ მოკლე ზაფხული იცის.

  • ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურა — 5,5 °C
  • ქარის საშუალო სიჩქარე — 2,4 მ/ წ
  • ჰაერის შედარებითი ტენიანობა — 82 %

ეკონომიკა

რედაქტირება

ქალაქში არის მსუბუქი და ხის დამამუშავებელი მრეწველობების დაწესებულებები, ხორცის კომბინატი, საქსოვი და ფეხსაცმლების ქარხანა.

კულტურა, ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქში გამოიცემა (კვირაში სამჯერ) გაზეთი „Valgamaalane“ (ესტონურ ენაზე) და გაზეთი „Валкъ“ (Walk) (რუსულ ენაზე).

ქალაქს აქვს მუზეუმი. ქანდაკების როლში ქალაქში დგას ორთქლმავალი ს 251-98

მოსახლეობა

რედაქტირება
წელი  მოსახლეობა
1881 4,200
1897 10,922
1922 9,500
1934 10,800
1939 10,419
წელი  მოსახლეობა
1940 10,402
1959 13,300
1970 17,000
1979 18,500
1989 17,700
წელი  მოსახლეობა
1990 13,390
2000 14,352
2006 13,364
2009 12,998
2012 12,539

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება