ვირტსიარვი (ესტ. Võrtsjärv) — მტკნარი ტბა ესტონეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 33,7 მ სიმაღლეზე. ფართობი 266 კმ². ამრიგად წარმოადგენს ფართობით ესტონეთის ტბებს შორის უდიდესს ჩუდ-ფსკოვის ტბის შემდეგ. ესტონეთის უდიდესი შიდა წყალსატევია. საშუალო სიღრმე 2,8, მაქსიმალური სიღრმე 6 მ. ნაპირები მეტწილად დაბალია. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და მთავრდება ვიწრო ყურით, რომელსაც ერთვის მდინარე ვიაიკე-ემაიიგი. ვირტსიარვის ჩრდილოეთ ნაწილში სათავე აქვს მდინარე ემაიიგის, რომელიც ჩუდის ტბას ერთვის. ჰაერის ტემპერატურა უდრის 4,9°C. დიდი ხნის განმავლობაში დაფარულია ყინულით.

ვირტსიარვი
ვირტსიარვი
ვირტსიარვი
კოორდინატები: 58°17′00″ ჩ. გ. 26°02′00″ ა. გ. / 58.28333° ჩ. გ. 26.03333° ა. გ. / 58.28333; 26.03333
მდებარეობა ესტონეთის დროშა ესტონეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 33,7 
სიგრძე 35 კმ
სიგანე 15 კმ
ფართობი 266 კმ²
მოცულობა 0,8 კმ³
საშუალო სიღრმე 2,8 
მაქსიმალური სიღრმე
ვირტსიარვი — ესტონეთი
ვირტსიარვი

ვირტსიარვი და მდინარე ემაიიგი სანაოსნოა. განვითარებულია სარეწაო თევზჭერა. ტბის სანაპიროზეა ლიმნოლოგიური სადგური. 1961 წელს ტბასთან შეიქმნა ზოოლოგიური და ბოტანიკური ინსტიტუტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.