ვალგამაა
ვალგამაა (ესტ. Valgamaa ან Valga maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ვალგა, რომელიც მდებარეობს ესტონეთ-ლატვიის საზღვარზე და წარმოიქმნა ქალაქ ვალკის (ლატვია) გაყოფის შედეგად 1920 წელს. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 2 ქალაქი (ვალგა და ტირვა) და 11 თემი.
ვალგამაა Valgamaa | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ვალგა | ||||
კოორდინატები | 57°52′00″ ჩ. გ. 26°10′00″ ა. გ. / 57.86667° ჩ. გ. 26.16667° ა. გ. | ||||
ფართობი | 2 044 კმ² | ||||
მოსახლეობა | 31 233 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 17 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.valgamaa.ee | ||||
| |||||
რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი ტბა. განვითარებულია ტურისტული ინდუსტრია.
მოსახლეობა
რედაქტირებამაზრის მოსახლეობა, ისევე როგორც მთელი ესტონეთისა, მცირდება. მაზრის შობადობის კოეფიციენტი 2006 წელს იყო 9,1 %, ხოლო სიკვდილიანობისა - 15,1 %. მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
- ესტონელები - 82,7 %
- რუსები - 12,5 %
- უკრაინელები - 1,5 %
ცხოვრობენ ასევე ფინელები, გერმანელები, ბელარუსები, თათრები, სომხები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვალგამაა“ ვიკისაწყობში.
- მაზრის ოფიციალური საიტი