იიგევა
იიგევა (ესტ. Jõgeva, გერმ. Laisholm) — ქალაქი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, იიგევამაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 6 ათასზე მეტი. პირველად ნახსენებია 1599 წლის პოლონურ წყაროებში, როგორც იაგივა. გერმანული დასახელება ლაისჰოლმია. 1876 წლამდე, სანამ იიგევას გავლით არ გაიყვანეს სარკინიგზო მონაკვეთი ტალინი - ტარტუ, ის რჩებოდა პატარა დასახლებად, შემდეგ განვითარება დაიწყო და 1938 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. 1950-1991 წლებში იიგევა იყო იიგევის რაიონის ცენტრი.
ადმინისტრაციული ცენტრი | |||||
---|---|---|---|---|---|
იიგევა Jõgeva | |||||
იიგევის სამხარეო მთავრობის შენობა | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
მაზრა | იიგევამაა | ||||
კოორდინატები | 58°44′00″ ჩ. გ. 26°23′00″ ა. გ. / 58.73333° ჩ. გ. 26.38333° ა. გ. | ||||
მერი | ვიაჩესლავ სვიატიშევი | ||||
პირველი ხსენება | 1599 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1938 | ||||
ფართობი | 3,86 კმ² | ||||
მოსახლეობა | 5577[1] კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 1444,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +372 77 | ||||
საფოსტო ინდექსი | 48301–48309 | ||||
საავტომობილო კოდი | J | ||||
ოფიციალური საიტი | jogeva.ee | ||||
ქალაქში დაბადებული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეების პატივსაცემად ტარდება ახალგაზრდული ფესტივალები: ბეტი ალვერისადმი მიძღვნილი პოეზიის შემოდგომის დღეები „ვარსკვლავური დრო“ და ალო მატიზენისადმი მიძღვნილი შემოდგომის მუსიკის დღეები.
ქალაქში დაფიქსირდა ესტონეთში ყველაზე დაბალი ტემპერატურა −43,5 °C.
ცნობილი მოქალაქეები
რედაქტირება- ბეტი ალვერი (მწერალი)
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება№ | ქალაქი | ქვეყანა | წელი |
---|---|---|---|
1 | კეურუუ | ფინეთი | |
2 | კაარიონი | ფინეთი | |
3 | კარლსტადი | შვედეთი |
გალერეა
რედაქტირება-
მაღაზია იიგევას დეპარტამენტში საბჭოთა ეპოქიდან
-
იიგევას რკინიგზის სადგური
-
საცხოვრებელი შენობა საბჭოთა ეპოქიდან