მთავარი მენიუს გახსნა

პილვამაა (ესტ. Põlvamaa ან Põlva maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ესაზღვრება რუსეთი. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი პილვა. მაზრის შემადგენლობაში შედის 15 მუნიციპალიტეტი: 2 ქალაქი (პილვა და რიაპინა) და 13 თემი. მაზრის დასავლეთით მდებარეობს მაღლობი ოტეპია. მაზრა გამოირჩევა ტბების სიმრავლით (130 ტბა). ცენტრალური ნაწილი უჭირავს მდინარეების აჰიას, პიუზას და ვიჰანდუს ხეობებს. აღმოსავლეთი ნაწილი კი - დაჭაობებულია.

პილვმაა
Põlvamaa
Taevaskoja - panoramio (1).jpg
დროშა გერბი
Põlvamaa lipp.svg Põlvamaa vapp.svg

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ადმ. ცენტრი პილვა
კოორდინატები 58°05′00″ ჩ. გ. 27°05′00″ ა. გ. / 58.08333° ჩ. გ. 27.08333° ა. გ. / 58.08333; 27.08333
დაარსდა 1961
ფართობი 2,165 კმ²
მოსახლეობა 30 692 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 14,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ISO 3166 კოდი EE-65[1]
ოფიციალური საიტი polvamaa.ee
Polva in Estonia.svg

მაზრის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული რეგიონი სეტუმაა, სადაც ცხოვრობს სეტუს ხალხი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  1. MusicBrainz — 2000.