კიარდლა
კიარდლა (ესტ. Kärdla) — ქალაქი ესტონეთში, კუნძულ ჰიიუმაას უდიდესი ქალაქი და ჰიიუმაას მაზრის დედაქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კიარდლა Kärdla | |||||
![]() ცენტრალური მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
მაზრა | ჰიიუმაას მაზრა | ||||
კოორდინატები | 59°00′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. / 59.00000° ჩ. გ. 22.75000° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | 1564 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1938 | ||||
ფართობი | 4.5 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 736 კაცი (2004) | ||||
სიმჭიდროვე | 830 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 92401 – 92420 | ||||
ოფიციალური საიტი | kardla.ee | ||||
მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე; მის სამხრეთით მდებარეობს კიარდლის მეტეორიტის კრატერი, რომლის ასაკიც 455 მილიონი წელია.
წერილობით წყაროებში კიარდლა პირველად 1564 წელს იხსენიება, როგორც შვედებით დასახლებული სოფელი. მისი ზრდა დიდად განაპირობა 1830 წელს გახსნილმა ტანსაცმლის ფაბრიკამ. 1849 წელს აიგო ნავსადგური. ფაბრიკაცა და პორტიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა. კიარდლას 1920 წელს ოფიციალურად მიენიჭა პატარა ქალაქის, 1938 წელს კი ქალაქის სტატუსი.
გალერეა
რედაქტირება-
კიარდლის ეკლესია
-
რესტორანი
-
ტურისტული საინფორმაციო ცენტრი
-
ერთ-ერთი ქუჩა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი (ესტონური)
- Live webcam showing the central square of Kärdla დაარქივებული 2008-09-17 საიტზე Wayback Machine.