ვირუმაა (ესტ. Võrumaa ან Võru maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება რუსეთი და ლატვია, ასევე მაზრები: ვალგამაა და პილვამაა. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ვირუ. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 1 ქალაქი (ვირუ) და 12 თემი.

ვირუმაა
Võrumaa
Suur Munamägi tower - panoramio.jpg
დროშა გერბი
Võrumaa lipp.svg Võrumaa vapp.svg

ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ადმ. ცენტრი ვირუ
კოორდინატები 57°45′00″ ჩ. გ. 26°55′00″ ა. გ. / 57.75000° ჩ. გ. 26.91667° ა. გ. / 57.75000; 26.91667
ფართობი 2,305 კმ²
მოსახლეობა 37387 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 16,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი vorumaa.ee
Voru in Estonia.svg

რეგიონი სხვადასხვა დროს შედიოდა შვედეთის, პოლონეთისა და რუსეთის შემადგენლობაში. 1783 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბრძანებით დაარსდა მაზრა ამჟამინდელი სახელწოდებით.

მაზრის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ჰანიის მაღლობს. აქვე მდებარეობს ესტონეთისა და მთელი ბალტიისპირეთის უმაღლესი მწვერვალი სურ-მუნამიაგი (318 მ.) და ყველაზე ღრმა ტბა რიუგე-სუურიარვი (39 მ.).

გალერეარედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება