ჰააფსალუ
ჰააფსალუ ყოფ. ჰაფსალი (ესტ. Haapsalu) — ქალაქი ესტონეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ჰააფსალუს კონცხზე, რომელიც ზღვაში ღრმად იჭრება. ლიაენემაას მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ჰააფსალუ მოსახლეობის რადენობის მიხედვით (10 165 კაცი; 2012 წ.) სიდიდით მეხუთე ქალაქია ტალინის, ტარტუს, ნარვას და პიარნუს შემდეგ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰააფსალუ ესტ. Haapsalu | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
რეგიონი | ლიაენემაა | ||||
კოორდინატები | 58°57′00″ ჩ. გ. 23°32′00″ ა. გ. / 58.95000° ჩ. გ. 23.53333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1279 | ||||
ადრეული სახელები | ჰაფსალი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1279 | ||||
ფართობი | 10,59 კმ² | ||||
მოსახლეობა | 10 165 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 1121,4 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
ესტონელები — 79,53 % რუსები — 15,27 % | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 90403, 90480, 90501-90510 | ||||
საავტომობილო კოდი | S | ||||
ოფიციალური საიტი | haapsalu.ee | ||||
ისტორია
რედაქტირებადაარსდა XIII საუკუნეში, როგორც საეპისკოპოსოს ცენტრი. კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია ეპისკოპოსის სასახლე, რომლის თანამედროვე სახე XVI საუკუნით თარიღდება. აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქის შუა საუკუნეების კედლების ფრაგმენტები, ქალაქის თავის საგუშაგო კოშკი და მთელ ბალტიისპირეთში ერთადერთი ნავიანი ეკლესია მისი მრგვალი საკურთხევლით (XIV საუკუნე).
1775 წელს აგებულ ხის ერთსართულიან შენობაში, რომელიც ადრე ქალაქის რატუშას წარმოადგენდა, დღეს განლაგებულია ქალაქის მუზეუმი. ქალაქი მდიდარია ხის ძველი სახლებით, რომელნიც უპირატესად ძველ უბნებშია კონცენტრირებული. ჰააფსალუს ხედები ფართოდაა ცნობილი მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული შვედრი მხატვრის ილონ ვიკლანდის მიერ, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო წიგნების ილუსტრატორი იყო.
ცნობილია რკინიგზის სადგურის ისტორიული შენობა. (1904. არქ. კ. ვერჰეიმი). მისი ნაწილია ე. წ. „იმპერიული პავილიონი“, სადაც თანამედროვე რკინიგზის მუზეუმია გახსნილი. სამგზავრო ბაქანთან ერთად მისი სიგრძე 216 მ-მდე იზრდება და ამდენად, სწორედ აქ მდებარეობს ევროპაში ყველაზე გრძელი სარკინიგზო ბაქანი.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირება№ | ქალაქი | ქვეყანა | წელი |
---|---|---|---|
1 | ალმერე | ნიდერლანდები | |
2 | ბეთლემი | პალესტინა | 2010 |
3 | ბოროვიჩი | რუსეთი | |
4 | რენდსბურგი | გერმანია | 1989 |
5 | უმანი | უკრაინა | 2003 |
6 | ჰანინგე | შვედეთი | 1998 |
7 | ჰანკო | ფინეთი | 1992 |
გალერეა
რედაქტირება-
ჰააფსალუს სასახლე
-
ჰააფსალუს სასახლის ეკლესია
-
ჰააფსალუს სასახლე
-
ჰააფსალუს რკინიგზის სადგური, ამჟამად აღარ ფუნქციონირებს
-
მართლმადიდებლური ეკლესია
-
ჰააფსალუს რატუშა (მერია)
-
ჰააფსალუს კურზალი[1]
-
რკინიგზის სადგური
-
წყლის კოშკი
-
ჰააფსალუს რკინიგზის სადგურის სამჭედლო
-
რკინიგზის სადგურის პოლიკლინიკა