ესპანეთ-სომხეთის ურთიერთობები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ესპანეთ-სომხეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და ესპანეთს შორის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიის ცენტრალური წერტილი სომხების ესპანეთში მიგრაციაა, სადაც დაახლოებით 40 000 სომეხი გადასახლდა. ესპანეთიც და სომხეთიც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები არიან.[1] სომხეთის საელჩო ესპანეთში მადრიდში მდებარეობს.[2] ესპანეთის საელჩო მოსკოვში (რუსეთი) მდებარეობს და საპატიო საკონსულო ერევანშიც ფუნქციონირებს.[3]

ესპანეთ-სომხეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and Spain

სომხეთი

ესპანეთი

ადრეული ურთიერთობები

რედაქტირება

სომხეთსა და ესპანეთს შორის პირველ კონტაქტებს 1382 წლამდე მივყავართ, როდესაც კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე, ლევონ VI თავშესაფრისა და დახმარების საძიებლად ესპანეთის მეფე ხუან I-ს ეწვია. ესპანეთში ლევონ VI-ს მადრიდის ლორდის წოდება მიანიჭეს. იგი ესპანეთში 1390 წლამდე დარჩა, სანამ მეფე ხუან I გარდაიცვლებოდა. საუკუნეების განმავლობაში სომხები ესპანეთში ომებისა და არეულობებისგან თავის დასაღწევად ჩადიოდნენ. XIV-XV საუკუნეებში არაერთი სომეხი ესპანურ ექსპედიციებს შეუერთდა.[1]

1915 წელს მომხდარი სომხების გენოციდის დროს სომხების დიდი ნაწილი ესპანეთში მოგზაურობის ნაცვლად საფრანგეთში ან ყოფილ ესპანურ კოლონიებში, არგენტინასა და ურუგვაიში გაემგზავრა. 1991 წლის 26 დეკემბერს სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და მალევე, 1992 წლის 27 მაისს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.[4]

თანამედროვე ურთიერთობები

რედაქტირება

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესპანეთში 20 000-ზე მეტი სომეხი გადასახლდა.[5] 2003 წელს ესპანეთმა ერევანში საპატიო საკონსულო გახსნა.[6] 2010 წლის აგვისტოში კი მადრიდში სომხეთის საელჩო გაიხსნა. ბოლო წლებში ესპანეთის ხუთმა პროვინციამ სომხების გენოციდი აღიარა (არაგონი, ბალეარის კუნძულები, ბასკეთი, კატალონია და ნავარა).[7] 2010 წელს ვალენსიის ქალაქ მისლატაში სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა.[8]

უმაღლესი დონის ვიზიტები

რედაქტირება
 
სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი მისლატაში

2007 წლის ივნისში და განმეორებით, 2010 წლის მარტში ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიგელ ანხელ მორატინოსი. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ გარსია-მარგალო 2014 წლის აპრილში ეწვია სომხეთს. ამ უკანასკნელის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარტან ოსკანიანი პირველად 2000 წლის ნოემბერში, ხოლო მეორედ 2007 წლის ნოემბერში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთში. ბაკლანეთის სახელმწიფოში უმაღლესი ვიზიტით სამჯერ იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ ნალბანდიანი (2010 წლის მაისი, დეკემბერი და 2013 წლის ივნისი).[4][6]

ორმხრივი შეთანხმებები

რედაქტირება

ესპანეთსა და სომხეთს შორის არაერთი ორმხრივი შეთანხმებაა დადებულ, მათ შორის: „შეთანხმება ინვესტირების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ (1990), „შეთანხმება სახმელეთო გზებზე საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ“ (2000), „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის სფეროში“ (2013), „შეთანხმება ორმაგი გადასახადებისგან თავის არიდების შესახებ“ (2010), „შეთანხმება კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (2013) და სხვ.[4]

2015 წელს სომხეთსა და ესპანეთს შორის ვაჭრობის მოცულობა 55.8 მილიონ ევროს გაუტოლდა.[4] სომხეთიდან ესპანეთში ძირითადად მადნეული ექსპორტი ხდება, ხოლო ესპანეთიდან სომხეთში ძირითადად კერამიკული ნიმუშები, ხილი და ბოსტნეული, პარფიუმერია და ხორცი შეაქვთ. ესპანური მულტინაციონალური კომპანია Zara სომხეთშიც ოპერირებს.[4]

სომხები ესპანეთში

რედაქტირება

სომეხი ესპანელების რაოდენობა 40 000 ადამიანს ითვლის, რომლებიც ძირითადად ვალენსიის ბარსელონისა და მადრიდის მიდამოებში ცხოვრობენ. 2011 წელს ესპანეთი ემიგრაციის დანიშნულების ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილზე იყო სომხებს შორის. ესპანეთში სომხური ტაძრები 2009 წლის აგვისტომდე არ არსებობდა, სანამ ბარსელონის მახლობლად პატარა ქალაქში არ აშენდა. სომეხი ესპანელების უმრავლესობა სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია. სომხების უმრავლესობა სომხურ და ესპანურ ენებზე საუბრობს.[9][10]

  1. 1.0 1.1 Cien Años del Genocidio Armenio (in Spanish)
  2. Embassy of Armenia in Spain
  3. Embassy of Spain in Russia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-15. ციტირების თარიღი: 2020-10-12.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Bilateral relations between Spain and Armenia (in Spanish)
  5. Karen Mardanyan: “En España estamos dando ahora los pasos que los armenios dieron en Francia en los años veinte” (in Spanish)
  6. 6.0 6.1 Bilateral relations between Armenia and Spain
  7. Spanish lawmakers reportedly fail to recognize Armenian Genocide
  8. Mislata inaugura la primera escultura que simboliza la amistad entre España y Armenia[მკვდარი ბმული]
  9. Armenian Diaspora in Spain. Ministry of Foreign Affairs of the Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2016
  10. Migration Facts: Armenia. Migration Policy Centre (March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 7 April 2016