ხუან I (კასტილია)
ხუან I (ესპ. Juan I; დ. 24 აგვისტო, 1358, ეპილა — გ. 8 ოქტომბერი, 1390, ალკალა-დე-ენარესი) — კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე 1379-1390 წლებში. ენრიკე II-ისა და ხუანა მანუელის შვილი.
ხუან I | |
---|---|
Juan I | |
XIX საუკუნის პორტრეტი | |
კასტილიისა და ლეონის სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1379 |
მმართ. დასასრული: | 1390 |
წინამორბედი: | ენრიკე II |
მემკვიდრე: | ენრიკე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 24 აგვისტო, 1358 |
დაბ. ადგილი: | ეპილა |
გარდ. თარიღი: | 8 ოქტომბერი, 1390 |
გარდ. ადგილი: | ალკალა-დე-ენარესი |
მეუღლე: |
ელეონორა არაგონელი, ბეატრისა პორტუგალიელი |
შვილები: |
ენრიკე III, ფერდინანდ I მიგელი, ელეონორა |
დინასტია: | ტრასტამარა |
მამა: | ენრიკე II |
დედა: | ხუანა მანუელი |
მეფობის დასაწყისში მის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა ლანკასტერის ჰერცოგი ჯონ გოტი, რომელსაც ცოლად ჰყავდა პედრო I-ის შვილი კონსტანცა. საბოლოოდ მათ შორის ზავი დაიდო. ჰერცოგის შვილი ქეთრინი, ცოლად გააყოლეს ხუან I-ის შვილს, მომავალ მეფეს ენრიკე III-ს.
ხუან I ორჯერ შეებრძოლა პორტუგალიას. პირველი ომი დასრულდა 1382 წელს ბადახოსის ზავით, რომლის შემდეგაც ხუანმა ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფის ფერნანდუ I-ის შვილი ბეატრისა. 1383 წელს ფერნანდუ I ისე გარდაიცვალა რომ ტახტის მემკვიდრე არ დარჩენია. ხუან I-მა სამეფო ტახტზე თავისი ცოლი დასვა, მაგრამ კორტესებმა მეფედ ფერნანდუს უკანონოდ შობილი ძმა ჟუან I აირჩიეს. ხუანმა ორჯერ ილაშქრა პორტუგალიაში. პირველი შეჭრა დასრულდა ატოლეირუშის ბრძოლაში ხუანის დამარცხებით. ასევე მარცხით დასრულდა ხუანის მეორე ლაშქრობა პორტუგალიაში, ალჟუბაროტის ბრძოლაშიც პორტუგალიელებმა იმძლავრეს.
წარუმატებელი იყო მისი საშინაო პოლიტიკაც. ვერ ალაგმა ბასკი და გალისიელი ფეოდალების თვითნებობა.
გარდაიცვალა 1390 წელს სეირნობისას ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Edgar Prestage, Il Portogallo nel medioevo, in Cambridge University Press — Storia del mondo medievale, vol. VII, pp. 576–610, Garzanti, 1999
- Rafael Altamira, Spagna, 1412—1516, in Cambridge University Press — Storia del mondo medievale, vol. VII, pp. 546–575, Garzanti, 1999
- Guillaume Mollat, I papi di Avignone e il grande scisma, in Cambridge University Press — Storia del mondo medievale, vol. VI, pp. 531–568, Garzanti, 1999
- Cecil Roth, Gli ordini monastici, in Cambridge University Press — Storia del mondo medievale, vol. V, pp. 245–294, Garzanti, 1999