1383 წელს პორტუგალიის მეფე ფერნანდუ I გარდაიცვალა, ისე რომ კანონიერი მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ერთადერთი ქალიშვილი ბეატრიზა ცოლად ჰყავდა კასტილიის მეფე ხუან I-ს და ცხოვრობდა კასტილიაში. ქვეყანას მართავდა რეგენტი ლეონორა და მისი საყვარელი ანდეირო. თავადების ნაწილმა პედრუ I-ის არაკანონიერი შვილი ჟუან I აირჩიეს მეფობის კანდიდატად, ხოლო ანდეირო მოკლეს. ჟუან I-ის გამეფების მზადებისთანავე ხუან I კასტილიელმა დაიწყო პორტუგალიაში ლაშქრობისათვის მზადება.
1385 წლის 6 აპრილს ჟუან I მეფედ აკურთხეს, ხოლო ივნისში ხუან I ფრანგულ ძალებთან ერთად შეიჭრა პორტუგალიაში. პორტუგალიელების მხარეს იბრძოდა 600 ინგლისელი მშვილდოსანი და არბალეტიდან მსროლელი. ბრძოლა გაიმართა ალჟუბაროტასთან 1385 წლის 14 აგვისტოს, რომელშიც გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს პორტუგალიელებმა.
- ↑ 1.0 1.1 Edward McMurdo, p.234