ედუარდ ნალბანდიანი

ედუარდ ნალბანდიანი (სომხ. Էդվարդ Նալբանդյան; დ. 16 ივლისი, 1956) — სომეხი დიპლომატი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2008—2018 წლებში.

ედუარდ ნალბანდიანი
ედუარდ ნალბანდიანი
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 2008 – დღემდე
წინამორბედივართან ოსკანიანი

დაბადებული16 ივლისი, 1956
ვანაძორი, საბჭოთა კავშირი

კარიერა რედაქტირება

1992–1998 წლებში, ედუარდ ნალბანდიანი ეგვიპტეში მოღვაწეობდა სომხეთის ელჩად. 1999 წელს, იგი საფრანგეთის ელჩად დანიშნეს. ამ თანამდებობასთან ერთად, იგი ვატიკანის, ისრაელის და ანდორას ელჩიც იყო[1]. სერჟ სარქისიანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2008 წლის 14 აპრილს, ნალბანდიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა[1][2] .

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 "New President Appoints Two Key Ministers" დაარქივებული 2008-04-16 საიტზე Wayback Machine. , ArmeniaNow.com, April 15, 2008.
  2. "Sarkisian Appoints Key Ministers in Emerging Cabinet", Armenialiberty.org, April 15, 2008.