რეგიონული შეთანხმება ლათინური ამერიკისა და კარიბების გარემოსდაცვით საკითხებში ინფორმაციის თავისუფლების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ესკასუს შეთანხმება (ესპ. Acuerdo de Escazú) ― ლათინური ამერიკისა და კარიბების 25 სახელმწიფოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება გარემოს, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოებრივი მონაწილეობის, გარემოსდაცვითი სამართლიანობისა და ჯანსაღი და მდგრადი გარემოს საკითხებისადმი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.[2] შეთანხმება ღიაა ლათინური ამერიკისა და კარიბების 33 სახელმწიფოსთვის. ხელისმომწერებიდან შეთანხმება რატიფიცირებული აქვს 12 სახელმწიფოს: ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ბოლივია, ეკვადორი, გაიანა, მექსიკა, ნიკარაგუა, პანამა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია და ურუგვაი.[1]

ესკასუს შეთანხმება
რეგიონული შეთანხმება ლათინური ამერიკისა და კარიბების გარემოსდაცვით საკითხებში ინფორმაციის თავისუფლების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და სამართლიანობის შესახებ

  რატიფიცირებული
  ხელმომწერები
  სხვები
მომზადდა 5 მაისი, 20154 მარტი, 2018
ხელი მოეწერა 27 სექტემბერი, 2018[1]
ადგილი ესკასუს კანტონი, კოსტა-რიკა
ძალაში შევიდა 22 აპრილი, 2021[1]
ხელი მოაწერეს 25[1]
მხარეები 12[1]
მეანაბრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი
ენები ინგლისური, ფრანგული, პორტუგალიური, კეჩუა, ესპანური

შეთანხმება 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე გაიხსნა და კონფერენციის შედეგად მიღენული ერთადერთი სამართლებრივი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. პროცესის ტექნიკური სამდივნოს ფუნქციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლათინური ამერიკისა და კარიბების ეკონომიკური კომისია ასრულებდა. შეთანხმება 2015-2018 წლებში მომზადდა და 2018 წლის 4 მარტს მიიღეს ესკასუში, კოსტა-რიკაში.[3] შეთანხმებას 2018 წლის 27 სექტემბერს მოეწერა ხელი და 2020 წლის 26 სეტქემბრამდე იყო ღია.[1] შეთანხმების ძალაში შესასვლელად 11 მხარის რატიფიცირება იყო საჭირო. აღნიშნული პირობა 2021 წლის 22 იანვარს შესრულდა, მექსიკისა და არგენტინის მიღების შემდეგ.[4] შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის 22 აპრილს.[5][1]

ესკასუს შეთანხმება ლათინური ამერიკისა და კარიბების მასშტაბით, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მიღებული პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება და მსოფლიოს მასშტაბით მიღებული პირველი ხელშეკრულებაა, რომელიც გარემოს დამცველთა უფლებების შესახებ დებულებებს მოიცავს.[2] მონაწილე სახელმწიფოებისთვის გარემოს დამცველთა უფლებებთან დაკავშირებით მოთხოვნების დაწესებით, შეთანხმება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის უფლებებს შორის კავშირებს აძლიერებს. შეთანხმება ამჟამინდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელ გარემოში ცხოვრებისა და მდგრადი განვითარების უფლებასაც ითვალისწინებს.[6][7]

მხარეები და ხელმომწერები

რედაქტირება
წევრი ხელმოწერის თარიღი რატიფიკაციის თარიღი
  ანტიგუა და ბარბუდა 27 სექტემბერი 2018 4 მარტი 2020
  არგენტინა 27 სექტემბერი 2018 22 იანვარი 2021
  ბელიზი 24 სექტემბერი 2020
  ბოლივია 2 ნოემბერი 2018 26 სექტემბერი 2019
  ბრაზილია 27 სექტემბერი 2018
  ჩილე 18 მარტი 2022
  კოლუმბია 11 დეკემბერი 2019
  კოსტა-რიკა 27 სექტემბერი 2018
  დომინიკა 26 სექტემბერი 2020
  ეკვადორი 27 სექტემბერი 2018 21 მაისი 2020
  გრენადა 26 სექტემბერი 2019
  გვატემალა 27 სექტემბერი 2018
  გაიანა 27 სექტემბერი 2018 18 აპრილი 2019
  ჰაიტი 27 სექტემბერი 2018
  იამაიკა 26 სექტემბერი 2019
  მექსიკა 27 სექტემბერი 2018 22 იანვარი 2021
  ნიკარაგუა 27 სექტემბერი 2019 9 მარტი 2020
  პანამა 27 სექტემბერი 2018 10 მარტი 2020
  პარაგვაი 28 სექტემბერი 2018
  პერუ 27 სექტემბერი 2018
  დომინიკელთა რესპუბლიკა 27 სექტემბერი 2018
  სენტ-ვინსენტი და გრენადინები 12 ივლისი 2019 26 სექტემბერი 2019
  სენტ-კიტსი და ნევისი 26 სექტემბერი 2019 26 სექტემბერი 2019
  სენტ-ლუსია 27 სექტემბერი 2018 1 დეკემბერი 2020
  ურუგვაი 27 სექტემბერი 2018 26 სექტემბერი 2019

რატიფიკაციის დაყოვნება

რედაქტირება

რამდენიმე კომენტატორი ეჭვებს გამოთქვამს ბრაზილიის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, რადგანაც ჟაირ ბოლსონარუს მთავრობა გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებების მექანიზმების მხარდაჭერით არ გამოირჩევა.[8][9] მსგავსად, მოსალოდნელია, რომ ხელშეკრულების რატიფიცირებას არც კოლუმბია მოახდენს, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შორის გარემოს დამცველთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავეა.[9]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Regional Agreement on Access to Information, Public Participation and Justice in Environmental Matters in Latin America and the Caribbean (9 April 2018). ციტირების თარიღი: 20 April 2021
  2. 2.0 2.1 Regional Agreement on Access to Information, Public Participation and Justice in Environmental Matters in Latin America and the Caribbean (4 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 20 April 2021
  3. History of the Regional Agreement. Economic Commission for Latin America and the Caribbean (23 March 2018). ციტირების თარიღი: 28 May 2021
  4. „STATEMENT: Escazú Agreement Moves A Big Step Closer to Making the World Safer for Environmental Defenders“. World Resources Institute. 22 January 2021. ციტირების თარიღი: 20 April 2021.
  5. Secretary-General's message marking the Entry into Force of the Escazú Agreement. United Nations Secretary-General (22 April 2021). ციტირების თარიღი: 28 May 2021
  6. The Escazu Agreement (2018). ციტირების თარიღი: 20 April 2021
  7. World's First Treaty Protecting Environmental Defenders Could Soon Be Enacted (24 August 2020). ციტირების თარიღი: 20 April 2021
  8. Brazil set to ignore Escazú agreement that protects environmental activists en-US (2021-04-19). ციტირების თარიღი: 2021-04-27
  9. 9.0 9.1 Miguel, Teresa de. (2021-04-26) International agreement enters into force to end killings of environmental leaders in Latin America en. ციტირების თარიღი: 2021-04-27