ერტისი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ბორბალოს ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ერტისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ბორბალო
კოორდინატები 41°37′02″ ჩ. გ. 44°43′57″ ა. გ. / 41.61722° ჩ. გ. 44.73250° ა. გ. / 41.61722; 44.73250
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 820
მოსახლეობა 297[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ერტისი — საქართველო
ერტისი
ერტისი — ქვემო ქართლი
ერტისი
ერტისი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ერტისი

მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ბორბალოსხევის (ალგეთის აუზი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 820 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 35 კილომეტრით.

ერტისი წყაროებში XVI საუკუნიდან მოიხსენიება როგორც საგერმანოზაშვილო და საგოსტაშაბიშვილო სოფელი. XVIII საუკუნის ქართველ სწავლულს ვახუშტი ბატონიშვილს დატანილი აქვს რუკებზე და მოხსენიებული აქვს ქვემო ქართლის სოფლების სიაში. ისტორიული წყაროების მიხედვით დასახლებული იყო ქართვ. მოსახლეობით. შუა საუკუნეებიდან აღარაფერია შემორჩენილი.

ამჟამად სოფლის მახლობლად დგას წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. როგორც მისი დასავლეთ კარიბჭის ზემოთ მოთავსებული მხედრული წარწერიდან (ამჟამად დაკარგულია) ირკვევა, აგებულია 1862 წელს, ძველი ეკლესიის ადგილზე, მისივე მასალის გამოყენებით. შიგნით რამდენიმე ისტორიული პირის საფლავია, რომელთა წარწერებიდან ჩანს, რომ ეკლესია თურქესტანიშვილების საძვალე ყოფილა. სოფლის ჩრდილოეთით, მაღალ ბორცვზე, გვიანდელი შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია, სოფლის დასავლეთით — ნასოფლარი ტაგნაგეთი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 297 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 319 161 158
2014[1]   297 155 142

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, თბ., 1935.
  • ციციშვილი ი., მატერიალური კულტურის ძეგლები ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით, «ძეგლის მეგობარი», 1980, №53. — გვ. 8–14.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II