ტაგნაგეთი — ისტორიული სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლში (ალგეთის ხეობაში), ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამჟამად ნასოფლარია, შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობს დღევანდელ სოფ. ერტისსა და ღოუბანს შორის, მათ ჩრდილოეთით, კოჯრის მთის კალთაზე.

ნასოფლარი
ტაგნაგეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37′21″ ჩ. გ. 44°42′44″ ა. გ. / 41.62250° ჩ. გ. 44.712278° ა. გ. / 41.62250; 44.712278
ტაგნაგეთი — საქართველო
ტაგნაგეთი
ტაგნაგეთი — ქვემო ქართლი
ტაგნაგეთი
ტაგნაგეთი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ტაგნაგეთი

ტაგნაგეთი იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“) და იოანე ბატონიშვილის („ქართლ-კახეთის აღწერა“) ნაშრომებში, XVI-XVIII საუკუნეების ისტორიული საბუთებში. 1721 წლის აღწერით სოფელში ითვლებოდა 2 მებატონე — სოლოღაშვილები, 1 მემამულე — აზნაური ტუსაშვილი, 2 უყმო აზნაური, 12 გამომღები და 10 ბოგანო ყმა.

ტაგნაგეთის კომპლექსი

რედაქტირება

ტაგნაგეთის კომპლექსი მოიცავს თავდაცვით კოშკს, კარის ეკლესიას, საცხოვრებელ ნაგებობებს. საცხოვრებელი ნაგებობებიდან მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი.

ტაგნაგეთი კოშკი რვასართულიანი ოთხკუთა ნაგებობაა. ნაგებია ადგილობრივი რუხი ფერის ფლეთილი ქვით კირ-დუღაბზე, შიგადაშიგ გამოყენებულია აგური. სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდება. კარი გაჭრილია პირველი სართულის სამხრეთ-დასავლეთ კედელში, შესასვლელი თაღოვანია. ამავე კედლის სამხრეთ-დასავლეთ კედელში ჩატანებულია კერამიკული მილი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი, მთლიანად მხოლოდ VII სართულის იატაკია შემორჩენილი. მეორე სართულზე ბუხარი იყო მოწყობილი, მეოთხეზე კი აივანზე გასასვლელი. სათოფურების კონსტრუქცია სხვადასხვაგვარია.

კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს დარბაზული ეკლესია (9,80 X 5,90 მ.). ისიც ადგილობრივი რუხი ფერის ფლეთილი ქვითა და აგურითაა ნაგები. აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძრის გადახურვა წყვილ პილასტრს ეყრდნობოდა, თუმცა კამარა ამჟამად სრულად ჩამონგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ კონქის მცირე ნაწილი. ნაგებობას სამხრეთიდან აქვს ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14174