ღოუბანი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბორბალოს თემში.[2] მდებარეობს თელეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 850 მ. თეთრიწყაროდან 29 კმ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მერძევეობის მეურნეობა, ბიბლიოთეკა. სოფლის ახლოს დგას არქიტექტურული ძეგლი XVI საუკუნის აგურით ნაშენი გუმბათოვანი ეკლესია ორმოცნი, ანუ 40 მოწამის ეკლესია.

სოფელი
ღოუბანი

ღოუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ბორბალო
კოორდინატები 41°36′44″ ჩ. გ. 44°42′56″ ა. გ. / 41.61222° ჩ. გ. 44.71556° ა. გ. / 41.61222; 44.71556
მოსახლეობა 516[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღოუბანი — საქართველო
ღოუბანი
ღოუბანი — ქვემო ქართლი
ღოუბანი
ღოუბანი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ღოუბანი

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 516 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 626 291 335
2014[1]   516 254 262

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II