ღოუბნის ორმოცნიXVI–XVII საუკუნეების ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღოუბნიდან 3 კმ-ის მანძილზე, ე.წ. კოჯრის ტყეში, ქოროღლის ციხის ძირში.

ღოუბნის მონასტრის ხედი
ლაშა ხაჩიძის ფოტო

ტაძარი კუპელჰალეს ტიპური ნიშნებით ხასიათდება. ეკლესიას დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონდა, ახლა მათი ნანგრევებიღაა დარჩენილი. ეკლესიის ფასადები დეკორატიულად თითქმის სრულიად არ არის გაფორმებული. დეკორატიული დამუშავების მთელი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი.

რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ და სასულიერო პირებმა ეკლესია შეაკეთეს. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის ინტერიერის მოხატვა. ეკლესიის სამხრეთ ფასადთან სწორკუთხა, მასიური კოშკია. იგი შედარებით მოგვიანო ხანის ნაგებობაა. კოშკის კიბის საფეხურად გამოუყენებიათ 1722 წლის საფლავის ქვა. ტერიტორია შემოღობილია მავთულხლართით და გამართულია ბერების საცხოვრებლები. ასევე შენდება სატრაპეზო.

ღოუბნის ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესია მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და არის მოქმედი მონასტერი (ამჟამად ორი ბერი ცხოვრობს მუდმივად).

ძეგლის სახელწოდების შესახებ ადგილობრივ ასეთი თქმულება დარჩენილა: ორმოცმა ძმამ ააშენა ორმოც დღეშიო.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვ. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ. 1994
  • ნ. გენგიური, კუპელჰალე, თბ. 2005