თელეთის ქედი
ქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში და თბილისში
თელეთის ქედი — ქედი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში და თბილისში. წარმოადგენს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტოქედს. აღმოსავლეთით მტკვრის ხეობამდე ეშვება, სამხრეთიდან საზღვრავს თბილისის ქვაბულს. ქედს განედური მიმართულება აქვს და გადაჭიმულია 13-14 კმ-ზე.[1] დაბალმთიანია (1100 მ-მდე[1]). თელეთის ქედზეა მწვერვალი შავნაბადა და აზეულა. აქვს მოსწორებული თხემი და მშრალი ხევებით დანაწევრებული კალთები. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია უმეტესად ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. კალთების ქვემო ნაწილში ხელოვნურადაა გაშენებული ტყეები, მ. შ. ფიჭვნარი. ქედის დასავლეთ თხემურ ნაწილში მდებარეობს სოფ. ტაბახმელა, სამხრეთ კალთაზე — სოფლები ახალწყარო, ზემო თელეთი, მუხრან-თელეთი, ქვემო თელეთი და წალასყური.[1]
თელეთის ქედი | |
---|---|
ქედის ხედი ჩრდილოეთიდან | |
კოორდინატები: 41°39′06″ ჩ. გ. 44°50′24″ ა. გ. / 41.65167° ჩ. გ. 44.84000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გარდაბნის მუნიციპალიტეტი თბილისი |
სიგრძე | 14 კმ |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ქანი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ხარატიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 35.