შავნაბადა (თელეთის ქედი)
მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში
შავნაბადა — მთა და ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოება თელეთის ქედზე. სიმაღლე — ზღვის დონიდან 770 მ. შავნაბადა თბილისიდან 30 კმ-ში მდებარეობს. დენუდაციით პრეპარირებული ვულკანური კონუსია. აგებულია ეოცენური ვულკანოგენური დანალექებით. მთის წვერი შემოსილია ნატყეური მდელოს ბალახეულით, კალთები — ჯაგეკლიანებით. შავნაბადის მთაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი.
შავნაბადა | |
---|---|
შავნაბადას მონასტერი | |
კოორდინატები: 41°39′06″ ჩ. გ. 44°50′24″ ა. გ. / 41.65167° ჩ. გ. 44.84000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 770 მ |
ქედი | თელეთის ქედი |
ასაკი | ეოცენური |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 675.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლეგენდა შავნაბადის მთის მონასტერზე დაარქივებული 2017-04-04 საიტზე Wayback Machine.