კონსტანტინე ერისთავი
კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი (დ. 3 თებერვალი, [ ძვ. სტ. 22 იანვარი], 1889, სალომინაო — გ. 12 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი ქირურგი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950), სოციალისტური შრომის გმირი, იყო საქართველოს ქირურგიული საზოგადოების, საპატიო თავმჯდომარე და ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
კონსტანტინე ერისთავი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 იანვარი (3 თებერვალი), 1889 |
დაბ. ადგილი | სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 12 მარტი, 1975[1] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი[1] |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | ექიმი |
ალმა-მატერი | ტარტუს უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სოციალისტური შრომის გმირი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანტინე (კოწია) ერისთავი 1889 წლის 22 იანვარს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი), ადრიანად დაობლდა და მისი გაზრდა უფროსმა ძმამ, ცნობილმა სახალხო მთქმელმა, ვანის, ქუთაისის და თბილისის კოლორიტმა სერგია ერისთავმა ითავა, რომელმაც საკუთარ განათლებაზე თქვა უარი და მთლიანად ძმის აღზრდას მიუძღვნა თავი.
1908 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1914 წელს დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1914-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950 წლებში საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960 წლებში ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კონსტანტინე ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად პანთეონში დასაფლავებული არიან:
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- საპატიო ნიშნის ორდენი
- წითელი ვარსკვლავის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- ლენინის ორდენი
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ლიტერატურა
რედაქტირება- ციცქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 194.
- ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 135, თბ., 1994
- საყვარელიძე ს., კონსტანტინე ერისთავი, თბილისი, 1961
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Эристави Константин Давидович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.