რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქი პოლიტიკოსი და თურქეთის პრეზიდენტი 2014 წლიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ერდოღანი)

რეჯეფ თაიფ ერდოღანი (თურქ. Recep Tayyip Erdoğan; დ. 26 თებერვალი, 1954, სტამბოლი, თურქეთი) — თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. თურქეთის პრემიერ-მინისტრი 2003-2014 წლებში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერი. 1994-1998 წლებში იყო სტამბოლის მერი. თურქეთის პრეზიდენტი, 2014 წლის 28 აგვისტოდან. ერდოღანი არის თურქეთის ევროინტეგრაციის მომხრე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Recep Tayyip Erdoğan
რეჯეფ თაიფ ერდოღანი Recep Tayyip Erdoğan
 თურქეთის პრეზიდენტი 
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა28 აგვისტო, 2014
ვიცე-პრეზიდენტი  ფუატ ოქტაი
პრემიერ-მინისტრი  აჰმედ დავუთოღლუ (2014-2016)
ბინალი ილდირიმი (2016-2018)
წინამორბედიაბდულა გიული

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მარტი, 2003 – 28 აგვისტო, 2014
წინამორბედიაბდულა გიული
მემკვიდრეაჰმედ დავუთოღლუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მარტი, 1994 – 6 ნოემბერი, 1998
წინამორბედინურეთინ სეზენი
მემკვიდრეალი მიუფით ღურტუნა

დაბადებული26 თებერვალი, 1954 (1954-02-26) (70 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
პოლიტიკური პარტიასამართლიანობისა და განვითარების პარტიის
მეუღლეემინე ერდოღანი
შვილებიაჰმედ ბურაქი, ნეჯმედდინ ბილალი, ესმა და სიუმეიე
განათლებასტამბოლის ეკონომიკისა და კომერციულ მეცნიერებათა აკადემია
რელიგიაისლამი (სუნიტი)
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერდოღანი დაიბადა სტამბოლში, რეჯეფ თაიპ ერდოღანის მამა, აჰმეთ ერდოღანი, „თაიპ ბაქათალად“ წოდებული თაიფ ეფენდის შვილია.[1] 2004 წლის 11 აგვისტოს, საქართველოში ვიზიტის დროს რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „მეც ქართველი ვარ, ჩვენი ოჯახი ბათუმიდან რიზეში გადავიდა საცხოვრებლად“. მაგრამ, ამის განცხადების შემდეგ,[2] თურქული არხის NTV-ს ეთერში 2007 წელს, მან უარყო ეს და განაცხადა, რომ ქართული და სომხური წარმოშობა არ აქვს და თურქია[3]. 2009 წელს, Odatv-ს ეთერში გაისმა ვერსია, რომ მისი პაპა „ბაქათალა“-ს მეტსახელს ატარებს გამომდინარე იქიდან, რომ ის არის შიდა ქართლის სოფელ „ბაქათადან“.[4] აჰმეთ ერდოღანის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, საფლავის ქვაზე 1905-1906 ჩანაწერის მიუხედად, პირადობაში წერია 1905 წელი.[5]

ერთ-ერთ ინტერვიუში ერდოღანმა განაცხადა, რომ ბავშვობაში ის ყიდდა ბუბლებს და წყალს[6], ასევე მასზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში „ოსტატის ამბავი“ (თურქ. Ustanın Hikayesi), მოყვანილია ბავშვობის ის პერიოდი, სადაც მან ზაფხულში აგროვებდა ჩაის და თხილს რიზეში.[7] დაწყებითი განათლება მიიღო ქასიმფაშას „ფიჰალეფაშას დაწყებით სკოლაში“, რომელიც დაამთავრა 1965 წელს, ხოლო ამის შემდეგ სწავლა განაგრძო სტამბოლის ფატიჰის რაიონის „იმამ ჰათიპის უმაღლესი განათლების სკოლაში“, რომელიც 1973 წელს დაამთავრა.[8][9] სტამბოლის „იმამ ჰათიპის უმაღლესი განათლების სკოლაში“ სწავლის დროს სამოყვარულოდ თამაშობდა ფეხბურთს.[10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yalçın, Soner; ss. 11
  2. başlık = Başbakan Erdoğan 'Gürcü' Asılı Mı!| yayımcı= Milliyet |erişimtarihi = 12 Kasım 2009
  3. http://www.youtube.com/watch?v=8RcH-t3O2OA
  4. |başlık=Başbakan Erdoğan dedesinin nereli olduğunu Odatv'den öğrenecek |yayımcı=Odatv |tarih=17 Ağustos 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-16. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
  5. Yalçın, Soner; ss. 19
  6. |başlık=Erdoğan: Simit ve su satar, kitap alırdım |yayımcı=NTV.com.tr |tarih=23 Temmuz 2012 |yer=Ankara |çalışma=Anadolu Ajansı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-13. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
  7. |başlık=Erdoğan, kendi hikayesini anlattı |yayımcı=Zaman |çalışma=Cihan Haber Ajansı |tarih=4 Eylül 2013 |yer=Ankara. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2016-02-26.
  8. name="Bakanlar Kurulu'nun özgeçmişi"
  9. Yalçın, Soner; ss. 33
  10. Yalçın, Soner; ss. 43