ბინალი ილდირიმი
ბინალი ილდირიმი (თურქ. Binali Yıldırım; დ. 20 დეკემბერი 1955, რეფაიე, ერზინჯანის პროვინცია, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, 2016-2018 წლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი. 2018 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 19 თებერვლამდე თურქეთის პარლამენტის 28-ე თავმჯდომარე. 2015 წლის 24 ნოემბერიდან 2016 წლის 22 მაისამდე იყო ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრი. მანამდე იკავებდა იგივე პოზიციას 2002-დან 2007 წლამდე, 2007-დან 2011 წლამდე და 2011 წლიდან 2013 წლამდე. მმართველი პარტიის სგპ-ს (AKP) წევრი, იგი იყო პარლამენტის წევრი სტამბოლის პირველი საარჩევნო ოლქიდან 2002-დან 2007 წლამდე, ერზინჯანიდან 2007 წლიდან 2011 წლამდე, იზმირის მეორე საარჩევნო ოლქიდან 2011 წლიდან 2015 წლის ივნისამდე და იზმირის პირველი საარჩევნო ოლქიდან 2015 წლის ნოემბრიდან.
ბინალი ილდირიმი თურქ. Binali Yıldırım | |
თურქეთის პარლამენტის 28-ე თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ივლისი, 2018 – 19 თებერვალი, 2019 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ფიატ ოქტაი |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
წინამორბედი | ისმაილ ქაჰრამანი |
მემკვიდრე | მუსტაფა შენთოფი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი, 2016 – 9 ივლისი, 2018 | |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
წინამორბედი | აჰმეთ დავუთოღლუ |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2002 – 22 მაისი, 2016 | |
პრეზიდენტი | აბდულა გიული რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი აჰმეთ დავუთოღლუ |
წინამორბედი | ნაჯი ქინაჯიოღლუ |
მემკვიდრე | აჰმეთ არსლანი |
დაბადებული | 20 დეკემბერი, 1955 რეფაიე, ერზინჯანი თურქეთი |
საარჩევნი ოლქი | 2015-იზმირი |
პოლიტიკური პარტია | სგპ |
მეუღლე | სემიჰა ილდირიმი |
შვილები | აჰმეთ ილდირიმი ბუშრა ილდირიმი ერქან ილდირიმი |
განათლება | სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
ხელმოწერა | |
საიტი | http://www.binaliyildirim.com.tr/ |
2016 წლის 22 მაისს სგპ-ს თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ტრადიციულად შემდეგში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხდება.[1] ამავე დღეს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაავალა მას ახალი სამთავრობო კაბინეტის ჩამოყალიბება, ხოლო 2016 წლის 24 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1955 წელს ერზინჯანის პროვინციის რეფაიეს ოლქში. დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის გემთმშენებლობის და საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის მაგისტრის წოდება მიიღო. მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე 1978-1993 წლებს შორის თურქეთის სანაოსნო მრეწველობის გენერალური დირექტორატში. 1990-1991 წლებში, სწავლობდა ზღვაში სიცოცხლის და ქონების უსაფრთხოების სპეციალობაზე, შვედეთის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში, რომელიც ეკუთვნის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას. ამ პერიოდში, 6 თვის განმავლობაში, სკანდინავიის და რამდენიმე ევროპის ქვეყნებში, საზღვაო მართვის სპეციალისტებთან ერთად, პორტებში საკონტროლო სამუშაო ჩაატარა.
1994-2000 წლებში იკავებდა სტამბოლის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის ზღვის ავტობუსების დეპარტამენტის (IDO) გენერალური მენეჯერის პოსტს. ამ პოსტზე იგი დიდი წვლილი შეიტანა სტამბოლის საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში. მისი მართვის პერიოდში გაიხსნა სტამბოლი-იალოვას და სტამბოლი-ბანდირმას ახალი საზღვაო ხაზი, ადნან მენდერესის და თურგუთ ოზალის სახელობის სწრაფი საბორნეს ხაზზე გაშვება და აგრეთვე 29 ახალი ტერმინალით, 22 საზღვაო ავტობუსით და 4 ბორნით, სტამბოლის ზღვის ავტობუსების დეპარტამენტი (IDO) გახდა მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდავი კომპანია. 1999 წელს, თავისი წვლილით მას "Skal Kulübü"-ის ხარისხის პრემია მიენიჭა, საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტურიზმის განვითარებისთვის.
ბინალი ილდირიმი დაქორწინებულია პედაგოგ სემიჰა ილდირიმზე და ჰყავთ სამი შვილი. კარგად იცის ინგლისური და ფრანგული ენა.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება58-ე, 59-ე და 60-ე თურქეთის მთავრობის შემადგენლობაში, ტრანსპორტის მინისტრის პოზიციას იკავებდა, ასევე თურქეთის პარლამენტის წევრი სგპ-დან სტამბოლიდან 22 პერიოდის, ერზინჯანის პროვინციიდან 23 პერიოდის და იზმირიდან24 და 26 პერიოდის. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, იზმირის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოზიციისთვის იბრძოლა, სადაც 36%-ით მეორე ადგილზე გავიდა.[2] 2014 წლის 5 ივნისს, დაინიშნა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩევლად.[3] 2015 წლის 24 ნოემბერს, თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს გადაწყვეტილებით, დაინიშნა თურქეთის 64-ე მთავრობის ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრად.[4]
საპატიო დოქტორი
რედაქტირება- 2006 წლის 20 ივლისს მიიღო კირენიის ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
- 2009 წლის 19 ივნისს მიიღო სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[5]
- 2010 წლის 7 მაისს მიიღო რესპუბლიკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[6]
- 2010 წლის 29 სექტემბერს მიიღო იოზგათის ბოზოქის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[7]
- 2011 წლის 28 თებერვალს მიიღო ანადოლუს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[8]
- 2011 წლის 12 სექტემბერს მიიღო ერზინჯანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[9]
- 2011 წლის 20 სექტემბერს მიიღო ქირქლარელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[10]
- 2011 წლის 23 დეკემბერს მიიღო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[11]
- 2012 წლის 6 ივნისს მიიღო ფამუქალეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[12]
- 2012 წლის 2 დეკემბერს მიიღო მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[13]
- 2013 წლის 22 მარტს მიიღო ოქანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[14]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაბინალი ილდირიმი ვიკიციტატებში | |
ბინალი ილდირიმი ვიკისაწყობში |
- ბინალი ილდირიმის ბიოგრაფია დაარქივებული 2016-06-02 საიტზე Wayback Machine. (TBMM)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Binali Yıldırım genel başkan adayı olarak seçilmiştir დაარქივებული 2016-05-22 საიტზე Wayback Machine. , Erişim tarihi: 22 Mayıs 2016
- ↑ |başlık=AKP'nin İzmir adayı Binali Yıldırım'dan ilk açıklama |çalışma=Cumhuriyet |tarih=31 Mart 2014 |erişimtarihi=6 Ocak 2016
- ↑ http://www.radikal.com.tr/politika/binali_yildirima_yeni_gorev-1195675
- ↑ AK Parti İzmir Milletvekili Binali Yıldırım, yeniden Ulaştırma, Denizcilik ve Haberleşme Bakanı oldu. (24 Kasım 2015), A Haber
- ↑ Yıldırım'a fahri doktora ünvanı verildi, Gökyüzü Haberci, 19 Haziran 2009.
- ↑ Binali Yıldırım'a fahri doktora ünvanı verildi დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. , UTİKAD, 7 Mayıs 2010.
- ↑ Yozgat Bozok Üniversitesi'nden Binali Yıldırım'a fahri doktora ünvanı verildi დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine. , Haberler, 29 Eylül 2010.
- ↑ Bakan Yıldırım'a fahri doktora დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. , UTİKAD, 28 Şubat 2011.
- ↑ Erzincan Üniversitesi Bakan Yıldırım'a fahri doktora, Haberler, 12 Eylül 2011.
- ↑ Kırklareli'nde Yıldırım'a fahri doktora, Trakya Gündemi, 20 Eylül 2011.
- ↑ Berlin Teknik Üniversitesi'nden Bakan Yıldırıma fahri doktora დაარქივებული 2012-11-08 საიტზე Wayback Machine. , Deniz Haber, 23 Aralık 2011.
- ↑ Bakan Binali Yıldırım'a fahri doktora verildi[მკვდარი ბმული], PAÜ Haber, 6 Haziran 2012.
- ↑ Dünya Denizcilik Üniversitesi'nden Bakan Yıldırım'a fahri doktora verildi დაარქივებული 2023-10-09 საიტზე Wayback Machine. , Star Gazete, 2 Aralık 2012.
- ↑ Okan Üniversitesi'nden Bakan Binali Yıldırım'a fahri doktora verildi, Haberler, 22 Mart 2013.