ისმაილ ქაჰრამანი

თურქი პოლიტიკოსი

ისმაილ ქაჰრამანი (თურქ. İsmail Kahraman; დ. 7 დეკემბერი 1940, რიზე, თურქეთი) — თურქი იურისტი და პოლიტიკოსი. თურქეთის პარლამენტის 27-ე თავმჯდომარე. 2015 წლის ნოემბერის არჩევნებში, აირჩიეს პარლამენტის წევრად სტამბოლის პირველი საარჩევნო ოლქიდან. მანამდე 1995-2002 წლებში იყო პარლამენტის, ხოლო 1996-1997 წლებში, ერბაქანის კაბინეთში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ისმაილ ქაჰრამანი
İsmail Kahraman
ისმაილ ქაჰრამანი İsmail Kahraman
თურქეთის პარლამენტის 27-ე თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2015 – 7 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  აჰმეთ დავუთოღლუ
ბინალი ილდირიმი
წინამორბედიისმეთ ილმაზი
მემკვიდრებინალი ილდირიმი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 ივნისი 1996 – 30 ივნისი 1997
პრეზიდენტისულეიმან დემირელი
პრემიერ-მინისტრინეჯმეთინ ერბაქანი
წინამორბედიაგაი ოქტაი გიუნერი
მემკვიდრემუსტაფა ისტემიჰან თალაი

დაბადებული7 დეკემბერი, 1940 (1940-12-07) (84 წლის)
რიზე, თურქეთი
საარჩევნი ოლქი1995 - სტამბოლი
1999 - სტამბოლი
2015 - სტამბოლი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
პოლიტიკური პარტიასგპ (2001-დან)
განათლებასტამბოლის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, პოლიტიკოსი
რელიგიასუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისმაჰილ ქაჰრამანი 1940 წლის 7 დეკემბერს, ქალაქ რიზეში დაიბადა. დაწყებითი და საშუალო განათლება ყარაბუქში დაასრულა. ჰაიდარფაშას ლიცეუმის დასრულების შემდეგ, სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლის დროს, სტუდენტთა გაერთიანების წევრი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე იყო.

1985 წლის 29 მაისს, „ერთობის ფონდის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1994 წლის 21 დეკემბერს, გახდა „თურქეთის მოხალისეთა ფონდის“ დამაარსებელი წევრი. იყო სტამბოლის ვაჭრობის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი. მუშაობდა სამრეწველო და სავაჭრო კომპანიებში. 2001 წელს, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, სგპ-ს დამფუძნებელი წევრი გახდა.[1]

ქაჰრამანი დაოჯახებული და 4 შვილი ჰყავს. ფლობს ინგლისურ ენას.[2]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

კულტურის მინისტრი

რედაქტირება

ისმაილ ქაჰრამანი, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „კეთილდღეობის პარტიის“ წევრად შევიდა პარლამენტში, სტამბოლის პირველი საარჩევნო ოლქიდან. 1996 წლის 28 ივნისს, „კეთილდღეობის პარტიისა“ და „მართალი გზის პარტიის“ კოალიციურ მთავრობაში, კულტურის მინისტრის პოსტი ჩაიბარა. 1997 წლის სამხედრო გადატრიალების შედეგად, დატოვა მინისტრის თანამდებობა. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თავიდან გახდა პარლამენტარი. 2002 წელს დატოვა აქტიური პოლიტიკა და 2015 წლის არჩევნებზე, დაბრუნდა პოლიტიკასა და პარლამენტში.[3]

პარლამენტის თავმჯდომარე

რედაქტირება

2015 წლის 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე,[4] სგპ-დან სტამბოლის პირველი საარჩევნო ოლქში გამარჯვების შემდეგ,[5] 2015 წლის 22 ნოემბერს პარლამენტართა 316 ხმით, პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.[6]

პოლიტიკური ხედვა

რედაქტირება

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ქაჰრამანმა განაცხადა, რომ „ახალი კონსტიტუცია სეკულარული არ უნდა იყოს, არამედ უნდა რელიგიური იყოს“. მისი ეს განცხადება ბევრმა გააკრიტიკა.[7][8]

2016 წლის 28 აგვისტოს, ქაჰრამანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ არგენტინელი მარქსისტი რევოლუციონერი ჩე გევარა, მკვლელად და ბანდიტად შერაცხა.[9][10][11] საპასუხოდ, კუბის საელჩომ გამოთქვა შეშფოთება და სინანული სიტყვების გამო.[12]