ყარაბუქი
ყარაბუქი (თურქ. Karabük) — ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, ყარაბუქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს 280 მეტრზე ზღვის დონიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ ყარაბუქში მაცხოვრებელთა რაოდენობა 113,277 ადამიანს აღწევს. ყარაბუქს აქვს მერია და მისი მერი არის რაფეთ ვერგილი. ყარაბუქის პროვინცია არ მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და შეაბამიად, არც ქალაქი ყარაბუქი.
ქალაქი | |
---|---|
ყარაბუქი თურქ. Karabük | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | ყარაბუქის პროვინცია |
კოორდინატები | 41°11′55″ ჩ. გ. 32°37′35″ ა. გ. / 41.19861° ჩ. გ. 32.62639° ა. გ. |
მერი | რაფეთ ვერგილი |
ფართობი | 759.63 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 113,277 კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0370 |
საავტომობილო კოდი | 78 |
ოფიციალური საიტი | karabuk.bel.tr |
ყარაბუქი 1941 წელს გახდა მუნიციპალიტეტი, ხოლო 1995 წლიდან მოყოლებული არის ყარაბუქის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქ ყარაბუქს ოთხივე მხრიდან ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქები. აღმოსავლეთით ესაზღვრება ოვაჯიქი, დასავლეთით — იენიჯე, სამხრეთით — ესკიპაზარი, ხოლო ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი საფრანბოლუ.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: