ემინე ერდოღანი

თურქეთის პირველი ქალბატონი

ემინე ერდოღანი (თურქ. Emine Erdoğan, დაიბადაგიულბარანი; დ. 16 თებერვალი 1956, იუსქიუდარი, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი საზოგადო მოღვაწე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე.

ემინე ერდოღანი
ემინე ერდოღანი
 თურქეთის პირველი ლედი 
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა28 აგვისტო 2014
წინამორბედიჰაირიუნისა გიული

დაბადებული16 თებერვალი, 1956 (1956-02-16) (68 წლის)
იუსქიუდარი, სტამბოლი, თურქეთი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნებათურქი
რეზიდენციასტამბოლი (კერძო)
თურქეთის პრეზიდენტის სასახლე (ოფიციალურად)
პოლიტიკური პარტიასგპ
მეუღლერეჯეფ თაიფ ერდოღანი
შვილებიაჰმეთ ბურაქი
ნეჯმეთინ ბილალი
ესრა
სიუმეიე
რელიგიასუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ემინე გიულბარანი, 1956 წლის 16 თებერვალს სტამბოლის იუსქიუდარის რაიონში დაიბადა. ეთნიკურად არაბული წარმოშობის ემინეს ოჯახი, თავდაპირველად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, სიირთში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად სტამბოლში გადმოვიდა. იგი ხუთშვილიან ოჯახში უმცროსია.[1] იგი სწავლობდა „მითჰათ ფაშას“ ღამის სამხატვრო სკოლაში, მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია.

ერდოღანი შეუერთდა „იდეალური ქალთა ასოციაცია“-ს, სადაც ერთ-ერთ საქმიან კონფერენციაზე რეჯეფ ერდოღანს შეხვდა. მოგვიანებით, 1978 წლის 4 თებერვალს, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ემინე გიულბარანი დაქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: აჰმეთ ბურაქი ერდოღანი, სუიმეიე, რომელმაც ცოლად გაყვა სამრეწველო თავდაცვის ინჟინერს სელჩუქ ბაირაქტარს 2016 წლის მაისში,[2] ნეჯმეთინ ბილალი და ესრა, რომლის მეუღლე ენერგეტიკის მინისტრი ბერათ ალბაირაქია.[3]

პოლიტიკურ ცხოვრებაში

რედაქტირება
 
ემინე ერდოღანი და მიშელ ობამა, თეთრი სახლი, 2009 წლის 8 დეკემბერი

2010 წლის 7 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა საიდ იუსუფ რაზა გილანმა, ემინე ერდოღანს პაკისტანის ორდენი მიანიჭა, სადაც აღიარეს მისი პირადი ძალისხმევა, წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანელი ხალხის დახმარებისთვის. 2010 წლის ოქტომბერში, ერდოღანმა პირადად ეწვია პაკისტანის იმ ნაწილას, სადაც წყალდიდობა მოხვდა და მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო წყალდიდობის მსხვერპლთათვის სახსრების მოგროვებაში.[4]

2011 წლის 16 თებერვალს, ემინე ერდოღანს გადაეცა „Prix de la Fondation“ ჯილდო, „კრანს მონტანას“ ფორუმის მიერ ბრიუსელში.[5]

პირველი ლედი აქტიურად დაუპირისპირდა თურქეთში ბავშვთა ქორწინების კანონპროექტს, სადაც მან აღნიშნა, რომ „იძულებით ბავშვის ქორწინება აშკარად მიუღებელია ნებისმიერ პირობებში“.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. "Mrs Erdogan's many friends", The Economist, 12 August 2004
  2. http://www.tehrantimes.com/news/402467/Thousands-expected-to-attend-wedding-of-Erdo%C4%9Fan-s-daughter
  3. Emine Erdoğan Turkish. Biyografi (15 October 2008). ციტირების თარიღი: 15 October 2008.
  4. „PM confers Hilal-e-Pakistan award on Emine Erdogan“. Associated Press of Pakistan. 16 თებერვალი 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 July 2011. ციტირების თარიღი: 16 February 2011.
  5. „Turkish PM's wife presented with women's award“. Anatolian Agency. 16 February 2011. ციტირების თარიღი: 16 February 2011.
  6. http://www.tccb.gov.tr/en/news/542/35764/emine-erdogan-cocuk-yasta-zorla-evlilik-hicbir-surette-kabul-edilemez.html