ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტითბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო ინსტიტუტი. ამჟამად მისი დირექტორია გელა გელაშვილი.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი
დაფუძნდა 1950
ტიპი საჯარო
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი — საქართველო
ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი

ფიზიკის ინსტიტუტი 1950 წლის დეკემბერში დაარსდა. ინსტიტუტის დაარსების იდეა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილს ეკუთვნოდა. 1999 წელს ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა.

სხვადასხვა დროს ფიზიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ აკადემიკოსები: ელეფთერ ანდრონიკაშვილი, გიორგი ხარაძე.

2006 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა გელაშვილი.

ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები ხუთი მიმართულებით მიმდინარეობს: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კონდენსირებული გარემოს ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა, ბიოლოგიური სისტემების ფიზიკა და ბირთვული ფიზიკა.

1992 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტს მიღებული აქვს 90-ზე მეტი საერთაშორისო, 100-ზე მეტი ადგილობრივი და 50-ზე მეტი ინდივიდუალური გრანტი.

პირველი საერთაშორიო კონფერენცია ინსტიტუტში 1955 წელს ჩატარდა, მას შემდეგ ფიზიკის ინსტიტუტი სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ფიზიკის ინსტიტუტი ყოველწლიურად საშუალოდ 125-მდე ნაშრომს აქვეყნებს. ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან (ბრაზილია, ჩეხეთი, ლატვია, იაპონია, უკრაინა).

ინსტიტუტის მეცნიერები ჩართული არიან მაგალითად, ისეთ საერთაშორისო პროექტებში, როგორიცაა: ბირთვული გამოკვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN — ცერნი, შვეიცარია, ქ. ჟენევა) დიდ ადრონულ ამაჩქარებელზე (LHC) მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტი.

ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტების საფუძველზე, ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ გამოყენებითი კვლევების მიმართულებითაც. მაგალითად, ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ავტოტრანსპორტის მავნე, ტოქსიკური გამონაბოლქვის შემცირება ნანოტექნოლოგიის კომბინირებული მეთოდების გამოყენებით, რადიაციულად მდგრადი კონსტრუქციული კერამიკის დამუშავება ექსტრემალურ პირობებში მომუშავე ფრიქციული კვანძებისათვის (საცდელი ნიმუშის შექმნა და გამოცდა) და სხვა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება