მსტისლავ კელდიში

საბჭოთა მეცნიერი მათემატიკისა და მექანიკის დარგში

მსტისლავ ვსევოლოდის ძე კელდიში (რუს. Мстислав Всеволодович Келдыш; დ. ძველი სტილით [28 იანვარი], ახალი სტილით [10 თებერვალი] 1911, რიგა — გ. 24 ივნისი, 1978, მოსკოვი) — საბჭოთა მეცნიერი მათემატიკისა და მექანიკის დარგში. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), 1953 წლიდან აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, 1960-1961 წლებში ვიცე-პრეზიდენტი, 1961-1975 წლებში პრეზიდენტი. სოციალისტური შრომის გმირი (1956, 1961, 1971). სკკპ წევრი 1949 წლიდან.

მსტისლავ კელდიში
რუს. Мстислав Всеволодович Келдыш
დაბ. თარიღი 28 იანვარი (10 თებერვალი) 1911
დაბ. ადგილი რიგა, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 24 ივნისი, 1978(1978-06-24)[2] [3] [4] [5] (67 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ[2]
დასაფლავებულია კრემლის კედლის ნეკროპოლისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა მათემატიკოსი, ინჟინერი, უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკოსი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ცაგი[3] , კელდიშის სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი[6] , კელდიშის კვლევითი ცენტრი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] , სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია[7] და მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[3] და სტეკლოვის მათემატიკის ინსტიტუტი[3]
განთქმული მოსწავლეები Jalal Allakhverdiyev
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და მეცნიერების დოქტორი
მამა ვსევოლოდ კელდიში
ნათესავ(ებ)ი Leonid Keldysh
ჯილდოები სტალინური პრემია
ლენინური პრემია
ლენინის ორდენი
ხელმოწერა

მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების (1931) შემდეგ მუშაობდა ცაგ-ში (ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვლადიმერ სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორად (1953 წლიდან). კელდიშს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტური გამოკვლევა მათემატიკაში, გამოთვლით მათემატიკაში, აეროჰიდროდინამიკაში, რხევის თეორიაში. დიდი წვლილი შეიტანა ავიაციის, ატომური და კოსმოსური ტექნიკის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. კელდიშის შრომების დიდი ციკლი მიეძღვნა საავიაციო კონსტუქციების რხევებსა და ავტორხევებს. ამ შრომებში დამუშავებულია თვითმფრინავის ფლატერის თეორემა. მას ეკუთვნის ამწევი ძალის შესახებ ჟუკოვსკის თეორემის განზოგადება. კელდიშს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა მიღებული სითხის ზედაპირის ქვეშ მოძრავი სხეულის ჰიდროდინამიკაში, დარტყმის თეორიაში, მერხევი ფრთის თეორიასა და ხრახნის თეორიაში. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ნამდვილი ცვლადისა და კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიაში, კერძოწარმოებულიან განტოლებებში, ფუნქციონალურ ანალიზში.

კელდიში იყო უცხოეთის მრავალი აკადემიის წევრი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1974). სახელმწიფო პრემიისა (1942, 1946) და ლენინური პრემიის (1957) ლაურეატი. დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით და 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებითა და 4 უცხოური ორდენით.

გარდაიცვალა 1978 წლის 24 ივნისს აბრამცევოში, აკადემიკოსების აგარაკზე. დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან

მსტისლავ კელდიშის სახელი აქვს მინიჭებული რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქუჩებს, მოედნებს, კვლევით ინსტიტუტებს; დადგმულია მისი ძეგლები, ბიუსტები და მემორიალური დაფები; გახსნილია მემორიალური კაბინეტი. მეცნიერის სახელს ატარებს სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი, ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ლაინერი „Airbus A320“, კრატერი მთვარეზე, ასტეროიდი „კელდიში“[8], მინერალები კელდიშიტი და პარაკელდიშიტი[9] [10]. გამოსულია მისდამი მიძღვნილი საფოსტო მარკები (1981 და 2011 წწ.)

სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წინადადებით სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 ივლისის №691 ბრძანებულებით დაწესდა მედალი „აკადემიკოს მ. ვ. კელდიშის ხსოვნის უკვდავსაყოფად და მისი ოჯახის უზრუნველსაყოფად“.[11]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Келдыш Мстислав Всеволодович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #124999689 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. SNAC — 2010.
  5. Munzinger Personen
  6. Птушенко В. В., Ляпунова Е. А. История отечественной науки в переписке семьи Ляпуновых (1955–1962 гг.), The history of Russian science through the correspondence of the Lyapunov family (1955–1962) // Историко-биологические исследования — 2021. — Т. 13, вып. 4. — С. 150–168. — ISSN 2076-8176; 2500-1221doi:10.24412/2076-8176-2021-4-150-168
  7. Колчинский Э. И. Реорганизационные пертурбации: историки биологии в БИНе в 1970-х гг., Challenges of Restructuring: Historians of Biology in the Komarov Botanical Institute in the 1970s // Историко-биологические исследования — 2014. — Т. 6, вып. 3. — С. 95–107. — ISSN 2076-8176; 2500-1221
  8. მზის სისტემის მცირე ცდომილთა ბაზა (2186)
  9. келдышит
  10. Паракелдышит
  11. Распоряжение Президиума АН СССР от 1 сентября 1978 г. №10123-1459