ელეფთერ ანდრონიკაშვილი

ქართველი ფიზიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანდრონიკაშვილი.

ელეფთერ ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 25 დეკემბერი [ძვ. სტ. 12 დეკემბერი], 1910, პეტერბურგი — გ. 8 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.[2][3]

ელეფთერ ანდრონიკაშვილი
დაბ. თარიღი 12 (25) დეკემბერი, 1910, 25 დეკემბერი, 1910(1910-12-25) ან 1910[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 8 სექტემბერი, 1989(1989-09-08) ან 1983[1]
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი[1]
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ლუარსაბ ანდრონიკაშვილი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გამოჩენილი ქართველი იურისტის და საზოგადო მოღვაწის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1932 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ცაგი). 1934-1945 წლებში ასწავლიდა თსუ-ში, 1948 წლიდან პროფესორია. ამავე წლიდან ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრას.

1951 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია.

ანდრონიკაშვილი მუშაობს უმთავრესად კვანტური ჰიდროდინამიკის დარგში. მან ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ზედაბალ ტემპერატურაზე თხევად ჰელიუმში ადგილი აქვს ორი სახის მოძრაობას: ნორმელურს (ბლანტს) და ზედენადს. გაზომა He II ნორმალური კომპონენტის ფარდობითი სიმკვრივისა და სიბლანტის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დაადგინა, რომ ზედენად ჰელიუმს შეუძლია ბრუნვა. უკანასკნელ წლებში თავის მოწაფეებთან ერთად შეისწავლა ამ ბრუნვის გამომწვევი დაკვანტული გრიგალები. მძიმე არასტაბილური ნაწილაკების გენერაცია და კოსმოსური სხივების ფართო ატმოსფერული ღვარების მახასიათებლები. დისლოკაციების გაჩენა ნეიტრონებით კრისტალების დასხივებისას. ანდრონიკაშვილმა დაადგინა, რომ ცხოველთა სიმსივნურ ქსოვილებში წყალი უფრო მოწესრიგებულ მდგომარეობაშია, ვიდრე ნორმალურ ქსოვილებში. გაზომა ბიოპოლიმერების შიგამოლეკულური დნობის სითბო. 1952 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, ხოლო 1978 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია 3 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 449.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 47, თბ., 1994

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ანდრონიკაშვილი, ელეფთერ., ნილს ბორი საქართველოში, თბ.: „ინტელექტი“, 2005.
  • გველესიანი, სოფიო; მამალაძე, იური., ელეფთერ ანდრონიკაშვილი : ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ.: „ნაკადული“, 1971.
  • Андроникашвили Э. Л. Воспоминания о жидком гелии. — Тбилиси: Ганатлеба, 1980. — 338 с.
  • Андроникашвили, Элевтер Луарсабович // Большая русская биографическая энциклопедия (электронное издание). — Версия 3.0. — М.: Бизнессофт, ИДДК, 2007.
  • Храмов, Ю. А. Андроникашвили Элевтер Луарсабович // Физики : Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и доп. — М. : Наука, 1983. — С. 17. — 400 с.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია დაარქივებული 2020-11-13 საიტზე Wayback Machine. · Treccani
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
Find a Grave