ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა

ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა); მდინარე გლდანისხევიდან სხვიტორის ქუჩამდე. ადრე ვლადიმერ ლენინის სახელი ერქვა, შემდეგ – ვლადიმერ ულიანოვისა, 1994 წელს — სოლომონ ზალდასტანიშვილის, 1995 წელს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა სააქციო საზოგადოება „სპეცჰიდრომშენი“. აქვს 1 გასასვლელი, 4 შესახვევი, 8 ჩიხი.

ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი გლდანის რაიონი
წინა სახელები ვლადიმერ ლენინის ქუჩა, ვლადიმერ ულიანოვის ქუჩა, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა

ელეფთერ ანდრონიკაშვილის გასასვლელი

რედაქტირება

ელეფთერ ანდრონიკაშვილის გასასვლელი — გასასვლელი თბილისში, გლდანი რაიონი (ავჭალა); ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩიდან ამავე ქუჩის I შესახვევამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება