გლდანისხევი (მდინარე)

მდინარე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში და თბილისში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლდანისხევი (მრავალმნიშვნელოვანი).

გლდანისხევი, გლდანულამდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში.

გლდანისხევი

გლდანისხევი სოფ. მამკოდაში
სხვა სახელი ლელუბნისხევი, გლდანულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები მცხეთა-მთიანეთის მხარე, თბილისი
ქალაქები თბილისი
სათავე საგურამოს ქედი
41°51′25″ ჩ. გ. 44°57′35″ ა. გ. / 41.8570056° ჩ. გ. 44.9597222° ა. გ. / 41.8570056; 44.9597222
სათავის სიმაღლე 1162 მ
შესართავი მტკვარი
41°48′16″ ჩ. გ. 44°47′17″ ა. გ. / 41.804472° ჩ. გ. 44.788278° ა. გ. / 41.804472; 44.788278
შესართავის მდებარეობა თბილისი
სიგრძე 17 კმ
აუზის ფართობი 63 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0,21 მ³/წმ
გლდანისხევი (მდინარე) — საქართველო
გლდანისხევი (მდინარე)
გლდანისხევი (მდინარე)
გლდანისხევი (მდინარე) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გლდანისხევი (მდინარე)
გლდანისხევი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი

სათავე აქვს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1162 მეტრ სიმაღლეზე. მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. მდინარე მტკვარს ერთვის ავჭალასთან.

მდინარე გლდანისხევი, რომელიც იწყება ლელუბნისხევიდან, იერთებს რა მშრალიხევის წყლებს მიედინება სოფელ მამკოდისაკენ და შემდეგ სოფელ გლდანის გავლით ჩაედინება მტკვარში. აღნიშნულ მონაკვეთში, ანუ გლდანისხევის ზემოთში, ვიდრე მშრალიხევთან შერთვამდე მდინარე ცნობილია როგორც „ლელუბნისხევი“ (ამ მონაკვეთში იგი ვიწროა და ტყითაა შემოსილი), ქვემო მონაკვეთში კი „გლდანულა“ ეწოდება. ადგილობრივები მას „რიყეს“ ეძახიან. სხვადასხვა ლიტერატურაში ის მოხსენიებულია, როგორც „ლელუბნისწყლის“ ასევე „გლდანისწყლის“ სახელით.

მდინარე გლდანისხევის საერთო სიგრძეა 17 კილომეტრი, აუზის ფართობი 63 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნაზაფხულში და შემოდგომაზე. ახასიათებს წყლის მცირე ხარჯი, რაც აიხსნება მისი წყლის გამოყენებითა და ცოტა შენაკადებით. გლდანისხევის ხეობა შუა და ქვემო დინებაში ვრცელია, აქვს დაბალნაპირებიანი კალაპოტი.

გლდანისხევს ერთვის 9 მცირე შენაკადი. წყლის საშუალო წლიური ხარჯია 0,21 მ³/წმ. მდინარის მარჯვენა მხარეზე გაშენებულია თბილისის უბანი ავჭალა, მარცხენა მხარეზე კი უბანი გლდანულა.

გამოჩენილი ქართველი გეოგრაფის ვახუშტის მთავარ შრომაში მდინარე მოიხსენიება როგორც „გრდანის მდინარე“.

გლდანისხევს რამდენიმე შენაკადი აქვს. აღნიშნული მდინარეები მცირეწყლიანობით ხასიათდება, ზაფხულის თვეებში კი თითქმის შრებიან.

ტოპონიმია

რედაქტირება

მდინარე გლდანისხევის აუზში მოფენილია შემდეგი ტოპონიმები:

  • აბუაშვილების უბანი — უბანი სოფელ გლდანში (შუაუბანი);
  • ავთანდილოვის მამული — მიწის ნაკვეთი სოფელ გლდანის ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  • ახალი გლდანი — იგივე რიყიანი, აქ ჩამოსახლდნენ მამკოდიდან, ლელუბნიდან, მშრალიხევიდან, ნორიადან;
  • ახალი რიყიანი — უბანი, ახალი სკოლა-ინტერნატის ქვემოთ მდებარე ტერიტორია;
  • ბანკის ტყე — ტყის მასივი ნასოფლარ ვეჯინთან. სოფელ გლდანის ტერიტორიაზე მებატონეებისაგან ტყის მასივი უყიდია ხაზინას (ე. ი. ბანკს);
  • ბერთახევი — მდინარე გლდანისხევის მარჯვენა შენაკადი;
  • ბზითაგორა — ადგილი სოფელ გლდანის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
  • ბოგირები — ადგილი ჯოხტანისხევის მარჯვენა მხარეზე, სოფელ გლდანის დაშორებით 4 კმ-ზე;
  • ბოსტნები — ეწოდებოდა გლდანულას დასახლების ფერდობებს;
  • ბურძგლავის წყარო — წყარო ნასოფლარ მშრალხევში;
  • გამოღმა გლდანი, გამოღმა უბანი — უბანი მდინარე გლდანისხევის მარცხენა ნაპირზე;
  • გაღმა გლდანი, გაღმა უბანი — უბანი მდინარე გლდანისხევის მარჯვენა ნაპირზე;
  • გვერდიბაღები — ბაღების სახელწოდება სოფელ გლდანთან;
  • გვერდიბაღი — ჯოხტანისხევზე;
  • გიორგობიანების უბანი — უბანი სოფელ გლდანში;
  • გლდანის დიდი ტბა — მარილიანი ტბა სოფელ გლდანთან;
  • გლდანის პატარა ტბა — მარილიანი ტბა სოფელ გლდანთან;
  • დიდვაკე — ადგილი და ნამოსახლარი ხევძმარას მარჯვენა ნაპირზე, დიდი ტბის აღმოსავლეთით;
  • დიდმანიანი, დიდმანიანთკარი, დიდი მანიანთკარი, მანიანთკარი — ნასოფლარი ჯოხტანისხევის მარცხენა ნაპირზე;
  • ვეჯინი
  • ვეჯინისუბანი
  • ვეჯნისწყარო
  • ზედავაკე
  • ლეკის ქვა
  • ლურჯისერი, ლურჯიქედი
  • მაისურაძეების უბანი
  • მამკოდა
  • მაყვლიანი ველი
  • მაყვლიანის მთები
  • მაჩქათელა
  • მოსაცური
  • მშრალხევი
  • მშრალხევი
  • ნადიკვრები
  • ნავიწყალი
  • ნარუსელა
  • ნარსელა გორა
  • ნატბეურები
  • ნატუსები
  • ნაფისტარი
  • ნაჩხატები
  • ორქვები
  • ოსიანთუბანი
  • პავლიანთწყარო
  • პატარა გლდანი
  • პატარა ვაკე
  • პატარა მანიანი, პატარა მანიანთკარი
  • რიყიანი
  • რიყის ბაღი
  • საფარისხევი
  • საბატონო მინდვრები
  • საგანელიძეების უბანი
  1. ლელუბნისხევი — მდინარე გლდანისხევის სათავე, სოფელ ლელუბანთან;
  2. მშრალიხევი — მარჯვენა შენაკადი სოფელ მშრალხევთან;
  3. ვეჯინის ხევი — მარჯვენა შენაკადი ვეჯინის დასახლებასთან;
  4. ჯოხტანის ხევი — მარჯვენა შენაკადი სოფელ გლდანთან;
  5. ტურისხევი — მარცხენა შენაკადი მამკოდასთან.

მოვლენები

რედაქტირება

2010 წლის 24 ივნისს საღამოს 6 საათზე ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა გლდანისხევის მდინარემ დააზიანა გლდანი-ცხვარიჭამიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხიდი, ხოლო თბილისის შემოვლით გზაზე ესტაკადას ბურჯი მოურღვია და შუა ნაწილი ჩამოანგრია. სტიქიურ უბედურებას ორი ადამიანი ემსხვერპლა[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. თბ. 2002.
  • კ. ხარაძე, „გლდანი — ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი“, თბ., 1997