ეკატერინა (ტელესერიალი)

ეკატერინა (რუს. Екатерина) — 2014 წელს გამოსული რუსული ისტორიული სერიალი, რომელიც მოგვითხრობს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II დიდის ისტორიას, სადაც მის როლს მსახიობი მარინა ალექსანდროვა ასრულებს. სერიალში ნაჩვენებია მთელი ის გზა, რომელიც მან გაიარა ანჰალტის პრინცესა სოფია ფრედერიკადან რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე დიდამდე, რასაც მხოლოდ ქმრის, პეტრე III-ის მკვლელობის შემდეგ მიაღწია.

ეკატერინა
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი ანტონ ზლატოპოლსკი
რეჟისორი ალექსანდრე ბარანოვი
რამილ საბიტოვი
დიმიტრი იოსეფოვი
მონაწილეობენ მარინა ალექსანდროვა
იულია აუგი
ალექსანდრა იაცენკი
პავლე ტაბალოვი
ვლადიმირ მენშოვი
კონსტანტინ ლავრონენკო
ალექსანდრე ლაზარევი
ნიკოლოზ კოზაკი
რინალ მუხამეტოვი
სერგეი მარინი
არტიომ ალექსეევი
იგორ სკლიარი
ვლადიმირ იაგლიჩი
სერგეი კოლტაკოვი
მიხეილ გორევოი
სტანისლავ შტრელკოვი
ალინა ტომნიკოვა
არტურ ივანოვი
ანგელინა სტრეჩინა
კომპოზიტორ(ებ)ი ნიკოლოზ როსტოვი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
სეზონი 3
სერია 40
წარმოება
ადგილ(ებ)ი სანქტ-პეტერბურგი
მოსკოვი
ყირიმი
პრაღა
დიდი ნოვგოროდი
ხანგრძლივობა 32-60 წუთი
ეთერში 24 ნოემბერი, 2014 — დღემდე

პირველი სეზონის პრემიერა 2014 წლის 24 ნოემბერს შედგა ტელეარხ რუსეთი-1-ზე[1]. 2017 წლიდან კი მისი გაყიდვა დაიწყო ამაზონზეც, სახელით: „ეკატერინა: ეკატერინე დიდის აღზევება“[2][3]. მეორე სეზონის პრემიერა 2017 წლის 27 თებერვალს შედგა იმავე არხის ეთერში, მისი ამაზონზე გაშვება კი 2018 წლიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო მისი მესამე სეზონის გაშვებაც, რომელიც ეთერში დღემდე გადის.

რეიტინგის მიხედვით იგი მთელს რუსეთის ფედერაციაში ყველაზე პოპულარული სერიალია[4].

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პირველი სეზონი

რედაქტირება

პირველი სეზონის ვითარება 1744 წლის სანქტ-პეტერბურგის სამეფო კარზე იწყება. რუსეთის ტახტზე უშვილო იმპერატრიცა ელისაბედი ზის, მისი ერთადერთი მემკვიდრე კი მისი დისწული, პეტრე ფიოდოროვიჩია, პრუსიაში დაბადებული და აღზრდილი გერმანელი მთავარი, რომლის კუმირიც ფრიდრიხ დიდია.

ელისაბედი გადაწყვეტს, რომ პეტრე რომელიმე ევროპელ პრინცესაზე დააქორწინოს და მათი მემკვიდრის გაჩენით გააგრძელოს რომანოვების დინასტია. ელისაბედი მის საცოლედ გერმანელ პრინცესა სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტ-დონბურგს ირჩევს და იგი დედასთან ერთად ჩაჰყავს პეტერბურგში. სოფია ფრედერიკა იმედოვნებს, რომ ახალ ქვეყანაში ბედნიერებას იპოვის, თუმცა იგი თავისდა უნებურად აღმოჩნდება რუსეთის სამეფო კარის ინტრიგებში ჩათრეული. როგორც ირკვევა დედამისი ფრიდრიხ დიდის ჯაშუში იყო, ამიტომაც ელისაბედი მას ქვეყნიდან აძევებს და პრინცესა უცხო ქვეყანაში მარტო რჩება, სადაც მას არც ქმარი ეკარება და იმპერატრიცასთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, იგი მართლმადიდებლად ინათლება ეკატერინე (ორიგინალში ეკატერინა) ალექსეევნას სახელით და ქორწინდება პეტრე ფიოდოროვიჩზე. თუმცაღა, წლები გადის და პეტრე მასთან სარეცელს არ იყოფს, რადგან ეშინია, რომ თუ მემკვიდრე გაუჩნდება დეიდამისი მას თავიდან მოიშორებს და მის შვილს რუსად აღზრდის. ამის გამო იმპერატრიცა ეკატერინეს ერთ-ერთ დიდებულთან, სალტიკოვთან გაატარებინებს ღამეს, რის შედეგადაც იბადება დიდი მთავარი პავლე პეტროვიჩი, რომელიც პეტრემ იძულებით აღიარა თავის შვილად. მალევე ელისაბედმა პავლე მშობლებს მოსწყვიტა და თავისთან წაიყვანა გასაზრდელად. ამასთან ერთად, ელისაბედი ერთვება შვიდწლიან ომში და იპყრობს თითქმის მთელ პრუსიას.

1762 წელს იმპერატრიცა ელისაბედი გარდაიცვალა და ტახტზე პეტრე III ადის, რითაც ეკატერინე რუსეთის კონსორტ-იმპერატრიცა ხდება. მან დაპყრობილი ტერიტორიები პრუსიელებს დაუბრუნა და აპირებდა დანიასთან უსარგებლო ომის წამოწყებას, ამასთან, გეგმავდა ეკატერინეს მონასტერში გაშვებასა და თავის საყვარელზე დაქორწინებას. ამის შესაჩერებლად ეკატერინემ უკმაყოფილო რუსი სამხედროები პეტრეს აუმხედრა, იგი ტახტიდან ჩამოაგდო და თავად რუსეთის იმპერატრიცა გახდა ეკატერინე II-ის სახელით, პეტრე კი თავის საყვარელ ორლოვს მოაკვლევინა.

მეორე სეზონი

რედაქტირება

მეორე სეზონის მოქმედებები 1768 წელს იწყება. რუსეთის იმპერიას თურქეთისაგან სერიოზული საფრთხე ემუქრება, ამიტომაც ეკატერინე სულთანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამასთან, ეკატერინეს სურს გრიგორი ორლოვზე ჯვარი დაიწეროს, რათა მათი ვაჟი, ალექსეი კანონიერ შვილად გამოცხადდეს, თუმცა სასულიერო პირებისაგან უარს იღებს.

ამავდროულად, ორლოვის ცხოვრების წესმა მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა გამოიწვია. ამის პარალელურად ეკატერინე გადაწყვეტს, რომ დროა თავისი უფროსი ვაჟი, პავლე პეტროვიჩი დააქორწინოს, თუმცა მანამდე მას ამოწმებს მზადაა თუ არა „ქმრის მოვალეობის შესასრულებლად“, ამისათვის კი თავის სეფექალ სოფია სტეფანოვნას მიუგზავნის. მისგან დასტურის მიღების შემდეგ კი ეკატერინე იწყებს ვაჟისთვის გერმანელი საცოლის ძებნას. ამასობაში ეკატერინე ჩამოშორდა ორლოვს და ერთ-ერთი სამხედრო, გრიგორი პოტიემკინი შეუყვარდა. მალევე იგი ვაჟისათვის საცოლესაც პოულობს და პავლეს პრინცესა ვილჰელმინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელზე აქორწინებს.

1774 წელს რუსეთ-თურქეთის ომი რუსეთის გამარჯვებით მთავრდება, თუმცა თურქები კვლავ არღვევენ საზღვრებს და საფრთხეს უქმნიან რუსულ დასახლებებს შავი და აზოვის ზღვისპირეთში. ამავდროულად ეკატერინეს რძალი ბავშვით მუცელში იღუპება, რის გამოც იმპერატრიცა მისთვის მეორე ცოლის შერთვას განიზრახავს. 1776 წელს პაველ პეტროვიჩი მეორედ ქორწინდება პრინცესა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელზე, პარალელურად კი ეკატერინე მალულად იწერს ჯვარს პოტიემკინზე, რომელიც მის პატივსაცემად აარსებს ქალაქ ეკატერინოსლავს.

1780 წელს იმპერატრიცა ბრაუნშვაიგების ოჯახს მრავალწლიანი ტყვეობიდან ათავისუფლებს და მათ რუსეთიდან წასასვლელად გემსაც გამოუყოფს, რის შემდეგაც ისინი თავიანთ მამიდასთან, დანიის დედოფალ იულიანა მარიასთან მიემგზავრებიან. 1782 წელს ეკატერინე პეტრე დიდის ძეგლს ხსნის, რა დროსაც მისი ვაჟი და რძალი ევროპაში არიან წასულები სამოგზაუროდ.

მესამე სეზონი

რედაქტირება

მესამე სეზონში რუსეთ-თურქეთის ომი კვლავ ახლდება. ქვეყანაში არეულობა იწყება, გლეხები ჯანყდებიან, მათ შორის კი გამოჩნდა თვითმარქვია იემელიან პუგაჩევი, რომელიც თავს პეტრე III-დ ასაღებს და ტახტზე აცხადებს პრეტენზიას. არეულობაა თავად სამეფო სასახლეშიც, სადაც დიდებულები გეგმავენ ეკატერინეს ჩამოგდებასა და პავლეს გამეფებას. იმავდროულად, ირევა იმპერატრიცის პირადი ცხოვრებაც. მას პოტიემკინისაგან შვილი არ უჩნდება, ამის გამო კი ახალი სასიყვარულო ინტერესები და ახალი ფავორიტები უჩნდება.

მსახიობები

რედაქტირება
  •  
    მარინა ალექსანდროვა
     
    ალექსეი ვორობიოვი
     
    იულია აუგი
    მარინა ალექსანდროვა — ეკატერინე II, რუსეთის იმპერატიცა;
  • იულია აუგი — ელისაბედ პეტროვნა, რუსეთის იმპერატრიცა;
  • ალექსანდრე იაცენკო — პეტრე ფიოდოროვიჩი/იმპერატორი პეტრე III, ეკატერინეს ქმარი;
  • პავლე ტაბაკოვი — პავლე პეტროვიჩი, ეკატერინე II-ის ვაჟი, ტახტის მემკვიდრე;
  • ვლადიმირ მენშიკოვი — გრაფი ალექსეი ბეცუჟევ-რიუმინი;
  • კონსტანტინე ლავრონენკო — გრაფი იოჰან ლეშტოკი;
  • ალექსანდრე ლაზარევი — გრაფი ალექსეი რაზუმოვსკი;
  • ნიკოლოზ კოზაკი — გრაფი ალექსანდრე შუვალოვი;
  • რინალ მუხამეტოვი — გრაფი სერგეი სალტიკოვი;
  • სერგეი მარინი — კაპიტანი გრიგორი ორლოვი;
  • მიხეილ გავრილოვი (თავიდან) და არტიომ ალექსეევი (შემდეგ) — გრაფი ალექსი ორლოვი;
  • ვლადიმირ იაგლიჩი — გრიგორი პოტიემკინი;
  • სერგეი კოლტაკოვი — ნიკიტა პანინი;
  • ალინა ტომნიკოვი — პრინცესა ვილჰელმინა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი, ეკატერინე II-ის რძალი;
  • ტატიანა ლიალინა — პრინცესა სოფია დოროთეა ვიურტემბერგელი, ეკატერინე II-ის რძალი;
  • იზაბელა შოზინგი — იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი, ეკატერინე II-ის დედა;
  • ალექსეი ვორობიოვი — სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკი, ეკატერინეს საყვარელი და შემდეგში პოლონეთის მეფე;
  • ჰარტმუთ კრუგი — პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდი;
  • პოლინა ლაზარევა — გრაფინია ეკატერინა ვორონცოვა-დაშკოვა, პეტრე III-ის საყვარელი;
  • ლიუბავა გრეშნოვა — სოფია რაზუმოვსკაია, ეკატერინეს სეფექალი;
  • ანტონ დენიშენკო — სიმონ პოროშინი, პავლე პეტროვიჩის მასწავლებელი;
  • ალექსანდრა ურსულიაკი — დარია სალტიკოვა;
  • ანდრეი რუდენსკი — ჰერცოგი ანტონ ულრიხ ბრაუნშვაიგელი;
  • ანასტასია ციბიზოვა — პრინცესა ეკატერინა ანტონოვნა ბრაუნშვაიგელი;
  • კრისტინა ბორეიკო — პრინცესა ელისაბედ ანტონოვნა ბრაუნშვაიგელი;
  • ალექსი ხოდოკევიჩი — პრინცი ალექსი ანტონოვიჩ ბრაუნშვაიგელი;
  • მაქსიმ კუდრიავცევი — პრინცი პეტრე ანტონოვიჩ ბრაუნშვაიგელი;
  • სამუელ მუჟიკიანი — ოსმალეთის სულთანი მუსტაფა III;
  • ელენა ოლკინა — პრინცესა ამალია ჰესენ-დარმშტადტელი, ვილჰელმინა ლუიზას და;
  • ელიზაბეტა არზამასოვა — პრინცესა ლუიზა ჰესენ-დარმშტადტელი, ვილჰელმინა ლუიზას და;
  • კუზმა საპრიკინი — ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I;
  • ოლღა მაკეიევა — მარია კაროლინა ავსტრიელი, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი;