იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი

იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი (გერმ. Johanna Elisabeth von Holstein-Gottorf; დ. 24 ოქტომბერი, 1712 — გ. 30 მაისი, 1760) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოტინის მთავარ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელისა და ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელის ასული. შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკის და. ანჰალტ-ცერბსტის მთავარ კრისტიან ავგუსტის მეუღლე. რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის დედა.

იოჰანა ელიზაბეთ ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
დაიბადა 24 ოქტომბერი, 1712
გარდაიცვალა 30 მაისი, 1760, (47 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) კრისტიან ავგუსტი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
შვილ(ებ)ი ეკატერინე II, რუსეთის იმპერატრიცა
ფრიდრიხ ავგუსტი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
მამა კრისტიან ავგუსტი, ოტინის მთავარი
დედა ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

 
იოჰანა ელიზაბეთი 1752 წელს

იოჰანა ელიზაბეთი დაიბადა 1712 წლის 24 ოქტომბერს. იყო ოტინის მთავარ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელისა და მისი ცოლის, ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელის ერთადერთი გადარჩენილი ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. მისი უფროსი ძმა, ადოლფ ფრედერიკი შვედეთის მეფედ იქნა არჩეული, რამაც მათი მდგომარეობა დიდად გააუმჯობესა.

1727 წლის 8 ნოემბერს, 15 წლის იოჰანა ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ცერბსტის მთავარ კრისტიან ავგუსტს. 1729 წელს ის და მისი ქმარი პრუსიაში გადასახლდნენ, სადაც დაიბადა მათი ხუთი შვილი.

1744 წელს, პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სა და რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედ I-ს შორის მშვიდობის დასამყარებლად, ელისაბედის დისწული და ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი პეტრე ჰოლშტაინ-გოტორპელი დაქორწინდა იოჰანა ელიზაბეთის ასულ სოფია ფრედერიკაზე, რომელიც მართლმადიდებლად მოინათლა და ეკატერინე ეწოდა. მომდევნო ორი წლის მანძილზე, შვილის პოზიციების გასამყარებლად იოჰანა რუსეთის საიმპერატორო კარზე ცხოვრობდა. მოსკოვში იგი უამრავ ინტრიგას ხლართავდა, რაშიც იმპერატრიცა ელისაბედმა გამოააშკარავა და რუსეთიდან გააძევა. ამის შემდეგ იგი თავის ქალიშვილთან კონტაქტს მაინც არ წყვეტდა და უამრავ წერილს წერდა.

რუსეთიდან დაბრუნებიდან მალევე, მისი ქმარი გარდაიცვალა და ტახტზე მისი არასრულწლოვანი ვაჟი, ფრიდრიხ ავგუსტი ავიდა, რომელსაც 1747 წელს რეგენტად იოჰანა დაენიშნა. იგი თავის ნებაზე მართავდა ანჰალტ-ცერბსტს. 1751 წელს მისი ძმა შვედეთის მეფე გახდა, რომელმაც იოჰანას მისივე თხოვნით ანჰალტში გრანდიოზული სასახლის მშენებლობა დაუფინანსა.

შვიდწლიანი ომის განმავლობაში, მეფე ფრიდრიხ II-მ იოჰანა ელიზაბეთი ფრანგების ჯაშუშობაში გამოააშკარავა. როგორც აღმოჩნდა, მას ფრანგ გენერალთან ჰქონდა რომანი, რომელიც ინფორმაციას სტყუებდა. ღალატის გამო მას სიკვდილით დასჯა ელოდა, რის გამოც იგი 1758 წელს თავის საყვარელთან ერთად პარიზში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1760 წელს.

შვილები რედაქტირება

  1. სოფია ფრედერიკა (1729-1796), ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ს, რომელიც მოკლა და სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რის შემდეგაც რუსეთის იმპერატრიცა გახდა ეკატერინე II-ის სახელით;
  2. ვილჰელმ კრისტიანი (1730-1742), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ფრიდრიხ ავგუსტი (1734-1793), ანჰალტ-ცერბსტის მთავარი, იქორწინა ორჯერ, მაგრამ უშვილოდ გარდაიცვალა, რასაც ანჰალტ-ცერბსტის სამთავროს გაუქმება მოჰყვა;
  4. ავგუსტა კრისტინა (1736), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ელიზაბეთ ულრიკა (1742-1745), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carolly Erickson, La grande Caterina, Milano, Mondadori, 2004. ISBN 88-04-47127-1
  • Den här artikeln är helt eller delvis baserad på material från engelskspråkiga Wikipedia, Joanna Elisabeth of Holstein-Gottorp, 22 november 2009.