ეკალღიჭი[1] (ლათ. Smilax) — მცენარეთა გვარი ეკალღიჭისებრთა ოჯახისა. ლიანასებრი ფესურიანი ბუჩქებია ეკლიანი ყლორტებით (სიგრძე 30–40 სმ-მდე); ხშირად წარმოქმნიან ძნელად გასავლელ ბარდებს; იშვიათად შედარებით დაბალი ბალახებია. ფოთლებს ყუნწის ძირში, ჩვეულებრივ, მოსაჭიდი ულვაშების წყვილი აქვს. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია იღლიურ ყვავილედებში. ნაყოფი კენკრაა. ცნობილია 300-მდე სახეობა. გავრცელებული არიან სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, იშვიათად ორივე ნახევარსფეროს თბილზომიერ და ჭარბტენიან რაიონებში.[2] საქართველოს ჭალის ტყეებში ფართოდ არის გავრცელებული Smilax excelsa.[3] სამკურნალო (S. officinalis), ჩინური (S. china) და სხვა სახეობის ეკალღიჭის ფესვები შეიცავს სტეროიდული ხასიათის საპონინებს, სახამებელს, ფისს და ძველი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.[2]

ეკალღიჭი

Smilax aspera
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  შროშანისნაირნი
ოჯახი:  ეკალღიჭისებრნი
გვარი:  ეკალღიჭი
ლათინური სახელი
Smilax L., 1753
  1. Smilax — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Левичев И. Г. Смилакс // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 479.
  3. ეკალღიჭი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 62.