რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ერთა თასი)

ევროპის ერთა თასირაგბის ჩემპიონატი, რომელიც იმართება ევროპის ეროვნულ ნაკრებებს შორის.

2014-2016 წწ. ევროპის ერთა თასის დივიზიონები

ირბ-ის კონსერვატული მამებისაგან თავმობეზრებულმა ფრანგებმა 1934 წელს ჩამოაყალიბეს ფირა, რომელიც ფრანგთა აზრით მოწოდებული იყო ეხელმძღვანელა ირბ-საგან გარიყული რაგბის სამყაროსათვის. 1936, 1937 და 1938 წლებში ფირა-მ ჩაატარა თავისი პირველი ჩემპიონატები. მეორე მსოფლიო ომმა რაღა თქმა უნდა ხელი შეუშალა ამ წამოწყებას და მხოლოდ 50-ანი წლების დასაწყისში შეძლო ფირა-მ აღდგინა ეს ტურნირი. 1952 და 1954 წლებში ჩატარდა კიდევ ორი ტურნირი, რომელმაც პოპულარობა ვერ მოიპოვა და ეპიზოდად დარჩა ფირა-ს ისტორიაში. 1965 წლისთვის ფირა-ს წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და ფირა-მ გადაწყვიტა აღედგინა ტურნირი. ამჯერად ტურნირმა გაამართლა და იგი ყოველწლიური გახდა, თუმცა 1973 წლამდე ეს ტურნირები არაოფიციალურად ითვლებოდა. ამ წლიდან ტურნირს ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და ფირა-ს ევროპის ჩემპიონატად იწოდებოდა. ამ დროისთვის საგრძნობლად გაიზარდა მონაწილეთა რიცხვი და ტურნირი უკვე ორ და სამ ჯგუფად ტარდებოდა. გამარჯვებულები ძირითადად ფრანგები ხდებოდნენ, რომლებიც ტურნირში მეორე, ხშირად კი მესამე გუნდებით ასპარეზობდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მატჩი ფრანგ სამხედრო მოსამსახურეთა ნაკრებსაც უთამაშია ხოლმე. ამ ხანებში, ერთადერთი გუნდი, რომელიც ფრანგებს წინააღმდეგობას უწევდა, რუმინეთის ნაკრები იყო, რომელმაც რამდენიმეჯერ შეძლო კიდეც ჩემპიონატის მოგება.

1987 წლიდან ირბ-მ მსოფლიო თასის გათმაშება დაიწყო და თავის რიგებში ყველა მსურველი მიიღო. ირბ-ს მიერ პრივილიგირებული საფრანგეთი, რუმინეთი და იტალია უკვე აღარ მონაწილეობდნენ ფირა-ს ჩემპიონატებში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად იქცა. ამასობაში ევროპაში ახალი სახელმწიფოების გაჩენამ, რომლებიც ფირა-ში და ირბ-ში წევრიანდებოდნენ, მსოფლიოს რაგბის მამები აიძულა ძირეულ რეორგანიზაციაზე წასულიყვნენ. თავად ფირა ფირა-აერ-ად გადაკეთდა, ირბ-ს წევრი გახდა და ევროპული რაგბის ხელმძღვანელობა დაევალა. 1999 წელს ფირა-აერ-მა რეორგანიზაცია ჩაუტარა თავის ჩემპიონატს და 2000 წლიდან დაიწყო ევროპის ერების თასის გათამაშება. ტურნირი ერთწლიანია (მხოლოდ 2003/04, 2005/06 და 2007/08 წლებში ჩატარდა ორწლიანი ციკლით) და რამდენიმე დივიზიონად ტარდება. არის უმაღლესი, პირველი, მეორე და მესამე დივიზიონები, თუმცა მეორე და მესამე დივიზიონები კიდევ იყოფიან A, B, C და D ჯგუფებად, რაც თავისთავად სხვადასხვა დონეებია. დონეებს შორის გუნდების აზევება და დაღმასვლა ხდება ორი წლის ჩემპიონატების შედეგების ჯამის მიხედვით (2009/10, 2011/12 და ა. შ.).

30-იანები: პირველი სამი ტურნირი

რედაქტირება
წელი მასპინძელი ქალაქი გამარჯვებული მეორე ადგილი მეამე ადგილი
1936 ბერლინი  
საფრანგეთი
 
გერმანია
 
იტალია
1937 პარიზი  
საფრანგეთი
 
იტალია
 
გერმანია
1938 ბუქარესტი  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
გერმანია

50-იანები: ევროპის თასი

რედაქტირება
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1952  
საფრანგეთი
 
იტალია
 
დასავლეთი გერმანია
1954  
საფრანგეთი
 
იტალია
 
ესპანეთი

ერთა თასი 1966-1973

რედაქტირება
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1965/1966  
საფრანგეთი
 
იტალია
 
რუმინეთი
1966/1967  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
იტალია
1967/1968  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
ჩეხოსლოვაკია
1968/1969  
რუმინეთი
 
საფრანგეთი
 
ჩეხოსლოვაკია
1969/1970  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
იტალია
1970/1971  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
მაროკო
1971/1972  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
მაროკო
1972/1973  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
ესპანეთი

ფირა-ს ჯილდო 1974-1997

რედაქტირება
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი მესამე ადგილი
1973/1974  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
ესპანეთი
1974/1975  
რუმინეთი
 
საფრანგეთი
 
იტალია
1975/1976  
საფრანგეთი
 
იტალია
 
რუმინეთი
1976/1977  
რუმინეთი
 
საფრანგეთი
 
იტალია
1977/1978  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
ესპანეთი
1978/1979  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
სსრკ
1979/1980  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
იტალია
1980/1981  
რუმინეთი
 
საფრანგეთი
 
სსრკ
1981/1982  
საფრანგეთი
 
იტალია
 
რუმინეთი
1982/1983  
რუმინეთი
 
იტალია
 
სსრკ
1983/1984  
საფრანგეთი
 
რუმინეთი
 
იტალია
1984/1985  
საფრანგეთი
 
სსრკ
 
იტალია
1985/1987  
საფრანგეთი
 
სსრკ
 
რუმინეთი
1987/1989  
საფრანგეთი
 
სსრკ
 
რუმინეთი
1989/1990  
საფრანგეთი
 
სსრკ
 
რუმინეთი
1990/1992  
საფრანგეთი
 
იტალია
 
რუმინეთი
1992/1994  
საფრანგეთი
 
იტალია
 
რუმინეთი
1995/1997  
იტალია
 
საფრანგეთი
 
რუმინეთი

ევროპის ერთა თასი (2000 - დღემდე)

რედაქტირება
წელი პირველი დივიზიონი დაბალი დივიზიონების ჩემპიონები
გამარჯვებული მეორე მესამე დაქვეითებული მე-2 დივიზიონი მე-3 დივიზიონი
2000   რუმინეთი   ესპანეთი   საქართველო   რუსეთი   ჩეხეთი
2001   საქართველო   რუმინეთი   რუსეთი   პოლონეთი არ გამართულა
2002   რუმინეთი   საქართველო   რუსეთი   ნიდერლანდები   ჩეხეთი   სლოვენია
2003-2004   პორტუგალია   რუმინეთი   საქართველო   ესპანეთი   უკრაინა   მოლდოვა
2005-2006   რუმინეთი   საქართველო   პორტუგალია   უკრაინა   ესპანეთი   ლატვია
2007-2008   საქართველო   რუსეთი   რუმინეთი   ჩეხეთი   გერმანია   შვედეთი
2009   საქართველო   რუსეთი   პორტუგალია   გერმანია [1]   უკრაინა   ლიეტუვა
2010   რუმინეთი   საქართველო   რუსეთი
2011   საქართველო   რუმინეთი   პორტუგალია   უკრაინა [1]   შვედეთი   ბოსნია და ჰერცეგოვინა
2012   საქართველო   ესპანეთი   რუმინეთი
2013   საქართველო   რუმინეთი   რუსეთი   ბელგია [1]   ნიდერლანდები   თურქეთი
2014   საქართველო   რუმინეთი   რუსეთი
2015   საქართველო   რუმინეთი   ესპანეთი   პორტუგალია   ბელგია
2016   საქართველო   რუმინეთი   რუსეთი

შედეგები (2000-დან დღემდე)

რედაქტირება

ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშება - 2000

რედაქტირება

პირველი ტურნირის სტარტზე ევროპის 30 ქვეყნის ნაკრები დადგა. ისინი ფირა-აერ-მა წინასწარ დაყო ოთხ ჯგუფად. ეს ჯგუფები ევროპული რაგბის მამებმა წინა წლების შედეგების მიხედვით შეადგინეს. პირველ ჯგუფში, რომელიც უშუალოდ თასისათვის იბრძოდა მოხვდნენ რუმინეთის, ესპანეთის, საქართველოს, პორტუგალიის, ჰოლანდიის და მაროკოს გუნდები. (მაროკოელები, ისევე როგორც ტუნისელები მესამე ჯგუფში, უკანასკნელად თამაშობდნენ ფირა-აერ-ის პირველობაზე და მათი შედეგები საერთო ჩათვლაში არ შედიოდა). ტურნირის დასკვნითი მატჩი თბილისში (საქართველო - რუმინეთი) ცენტრალურიც აღმოჩნდა. გამარჯვებული თასის პირველი მფლობელი გახდებოდა. რუმინელთა გამოცდილებამ თავისი გაიტანა და თასი ბუქარესტს გაემგზავრა.

ვინაიდან მაროკოს ნაკრები მომავალი წლიდან თავისი კონტინენტის ჩემპიონატში გადაერთვებოდა, იმ წელს პირველი დივიზიონი არავის დაუტოვებია. აფრიკელთა მიერ განთავისუფლებული ადგილი კი მეორე დივიზიონის გამარჯვებულმა, რუსეთის ნაკრებმა შეავსო.

2000
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი   25-6* 23-20 39-10 33-3* 10-18 4 0 1 120-39 (130-57) 8 (8)
ესპანეთი 6-25   36-32* 33-8* 19-21 15-19 2 0 3 64-86 (109-105) 4 (4)
საქართველო 20-23* 32-36   41-6* 32-30 20-10 3 0 2 125-65 (145-105) 4 (6)
ჰოლანდია 10-39* 5-33 6-41   13-11* 15-44 1 0 4 37-124 (52-168) 2 (2)
პორტუგალია 3-33 21-19* 30-32* 11-13   9-3* 2 0 3 65-97 (74-100) 2 (4)
მაროკო 18-10* 19-15* 10-20 44-15* 3-9   3 0 2 94-69 6

ევროპის ერთა თასის მეორე გათამაშება - 2001

რედაქტირება

თასის მეორე გათმაშებამ აჩვენა რომ, თასის ძირითდი მაძიებლები რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები არიან. თუმცა ქართველებს რუსების სახით, ძველი და მეტად პრინციპული მეტოქე გამოუჩნდათ. საბჭოთა ხანაში მეზობლები მხოლოდ საკლუბო დონეზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, ახლა კი ნაკრებების ჯერი დადგა. ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა იყო და კრასნოდარში ქართველებმა რევანში აიღეს სოპოტში დამარცხებისათვის. ტურნირის ცენტრალური მატჩი კი შარშანდელივით მისი ბოლო შეხვედრა გამოდგა. მეტოქეებიც კვლავ იგივენი იყვნენ, ოღონდ ამჯერად ბრძოლა ბუქარესტში გაიმართა. ბორჯღალოსნებმა კარპატელებსაც აუღეს რევანში და თასი თბილისში ჩამოიტანეს.

ფირა-აერ-მა მსოფლიოს თასის გათმაშების გამო თავისი ჩემპიონატი ამ თასის ევროპული ზონის შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციოდ გამოიყენა და ამ კლასიფიკაციას ორწლიანი ციკლით ადგენდა. ამიტომაც ამ წელს მეორე დივიზინის გამარჯვებულს (უკრაინა) მომავალ წელს პირველში თამაშის უფლება არ მისცა. თავისთავად არც პირველი დივიზიონი დაუტოვებია მის აუტსაიდერს — ჰოლანდიის ნაკრებს.

2001
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო   31-20 25-23 43-10* 36-12* 32-3 5 0 0 167-68 10
რუმინეთი 20-31*   42-13* 27-12 47-0 52-15* 4 0 1 188-71 8
რუსეთი 23-25* 13-42   30-29 45-27* 41-20 3 0 2 152-143 6
ესპანეთი 10-43 12-27* 29-30*   31-15* 36-13 2 0 3 118-128 4
პორტუგალია 12-36 0-47* 27-45 15-31   23-6* 1 0 4 77-165 2
ჰოლანდია 3-32* 15-52 20-41* 13-36* 6-23   0 0 5 57-184 0

ევროპის ერთა თასის მესამე გათამაშება - 2002

რედაქტირება

ამ ტურნირს მსოფლიოს თასის შესარჩვი ტურნირის საკვალიფიკაციო დატვირთვაც ჰქონდა და გუნდები ცდილობდნენ უფრო მოხერხებული და თავისთვის სასურველი მეტოქე და კალენდარი დაებევებინათ შესარჩევი ტურნირისათვის. კვალიფიკაცია კი წინა, 2001 წლის და ამ ჩემპიონატის ქულათა ჯამით დგებოდა. ქართველები ძირითდად ამ უკანსაკნელზე აკეთებდნენ აქცენტს, თუმცა რაღა თქმა უნდა არც ერთა თასზე ამბობდნენ უარს. გადამწყვეტი მატჩი კვლავ უკვე ტრადიციული მეტოქეებს შორის გაიმართა. თბილისში ამჯერადაც რუმინელებმა იმარჯვეს და თასი კვლავ დაიბრუნეს. ქართველები მეორე ადგილზე დარჩნენ. ამ მატჩში პირველად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც ქართული რაგბის მეოხთა ლიგამ დააწესა რუმინეთ - საქართველოს საცილოდ და რომელიც ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი ჯაფარიძემ შექმნა.

2002
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი   31-23 27-22 44-17* 34-12* 49-3 5 0 0 185-77 28
საქართველო 23-31*   12-12* 27-23 34-18 88-0* 3 1 1 184-84 27
რუსეთი 22-27* 12-12   38-13 35-25* 73-10* 3 1 1 180-87 23
ესპანეთი 12-34 18-34* 25-35   10-13 63-3* 1 0 4 128-119 16
პორტუგალია 17-44 23-27* 13-38* 13-10*   27-11 2 0 3 93-130 16
ჰოლანდია 3-49* 0-88 10-73 11-27* 3-63   0 0 5 27-300 10

ევროპის ერთა თასის მეოთხე გათამაშება - 2003/04

რედაქტირება

ტურნირს ახალი ჩემპიონი გამოუჩნდა. ეს პორტუგალიის ნაკრები იყო. ბოლო წლებში პორტუგალიელებმა საკმაოდ მოუმატეს, თუმცა იყო ისეთი გარემოებებიც, რომელებმაც ხელი შეუწყვეს ლათინთა გაჩემპიონებას. ჯერ იყო და რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებები ამ ტურნირს მსოფლიო თასისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავდნენ. მსოფლიო თასის დამთავრების მერე თაობათა ცვლა დაიწყო საქართველოს ნაკრებში, რომელმაც პირველად ვერ მიიღო მონაწილეობა უშუალოდ თასისათვის ბრძოლაში. რუმინელებმა პირველ წრეში სათანადოდ ვერ შეაფასეს პორტუგალიელები და პირველად დამარცხდნენ ლისაბონში. კარპატელებს კიდევ შეეძლოთ თასის შენარჩუნება, მაგრამ ასევე მოულოდნელად დამარცხდნენ რუსეთთან, რამაც გადაწყვიტა კიდეც თასის ბედი პორტუგალიელთა სასარგებლოდ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტურნირი პირველად ჩატარდა ორწლიანი ციკლით, თუმცა პირველი წრის ბოლო ტურისათვის ამის შესახებ არ იცოდა არავინ: არც გუნდებმა, არც ჟურნალისტებმა და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივრებმა.

2003/04
გუნდები 1 2 3 4 5 6
პორტუგალია   16-15 34-30 43-10 19-18 35-16* 9 0 1 245-180 28
რუმინეთი 36-6   25-18 55-11 23-12 50-10 8 0 2 320-123 26
საქართველო 14-19 6-19   23-7 9-3 34-3 5 1 4 193-148 21
რუსეთი 14-25 33-24 17-23   7-11 36-6 4 0 6 198-175 18
ჩეხეთი 8-13 5-42 15-30 27-13   16-6 3 0 7 139-263 16
ესპანეთი 19-35 6-31 6-6 38-40 19-52   0 1 9 129-335 11

ევროპის ერთა თასის მეხუთე გათამაშება - 2005/06

რედაქტირება

ეს ტურნირიც მსოფლიოს 2007 წლის თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდად განიხილებოდა. ირბ-ს მრავალსაფეხურიანი შესარჩევი ტურნირების სისტემა საკმაო ფორას აძლევდა მაღალ ადგილებზე განლაგებულ გუნდებს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ირბ-ში გამეფებულ ,,უფროსთა და ნათესავთა” ფარული (მსაჯის ხელშეწყობით) დახმარების წესს, ქართველთათვის ეგებ ის მეორე ადგილიც ჯობდა პირველს, თუმცა ბორჯღალოსნებს ცდა არ დაუკლიათ თასის დასაუფლებლად. ცენტრალური მატჩი ამჯერადაც ქართველთა და რუმინელთა შეხვედრა აღმოჩნდა ბუქარესტში. მასპინძლებმა იგი მოიგეს და თასი კვლავ ბუქარესტში დააბრუნეს, ქართველებმა კი მეორე ადგილთან ერთად მსოფლიო თასის შესარჩევი თამაშების კარგი განრიგი მიიღეს და შემდგომში იგი გამოიყენეს კიდეც.

2005/06
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი   35-20 27-3 33-10 50-3 97-0 8 0 2 389-95 26
საქართველო 20-13   40-0 46-19 75-10 65-0 8 0 2 353-125 26
პორტუგალია 10-14 18-14   19-19 19-13 36-6 6 1 3 193-173 23
რუსეთი 25-24 15-27 16-18   52-12 72-0 4 1 5 290-202 19
ჩეხეთი 14-38 3-24 10-18 11-7   42-5 3 0 7 164-296 16
უკრაინა 0-58 12-32 14-52 12-55 8-46   0 0 10 57-555 10

ევროპის ერთა თასის მეექვსე გათამაშება - 2007/08

რედაქტირება

ამ ტურნირმა თასის ახალი მოცილე დაასახელა. ეს რუსეთის ნაკრები იყო. რუსებმა ორივე მატჩი მოუგეს ყველას საქართველოს გარდა. ქართველთა ყოფილმა დამრიგებელმა, კლოდ სორელმა, სულ სხვანაირად აათამაშა რუსები და შედეგიც საკადრისი მიიღო. სუსტად გამოვიდნენ რუმინელები. განსაკუთრებით მეორე წრეში, როცა უარი თქვეს ლეგიონერებზე და ახალი გუნდის შენებას შეუდგნენ. ახალი მწვრთნელით შეხვდა მეორე წრეს საქართველოს ნაკრებიც. ავსტრალიელი თიმ ლეინი ხელხვავიანი გამოდგა. მან სულ ექვს მატჩში უხელმძღვანელა ბორჯღალოსნებს და ორი თასი მოიგო. პირველი, ანთიმოზ ივერიელის თასი, თბილისში რუმინელთა ძლევის, ხოლო მეორე, ევროპის ერთა თასი, კრასნოიარსკში, თოვლიან მოედანზე რუსეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ იქნა მოპოვებული. ამავდროულად ლეინი და მისი თანაშემწეები, ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე გეგმაზომიერად აძლევდნენ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას. ასე რომ, საფრანგეთის მსოფლიო თასზე წარმატებული გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა წარმატებით გააგრძელა და მეორედ დაეუფლა ევროპის ერთა თასს.

2007/2008
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო   31-12 22-7 22-20 31-3 98-3 9 0 1 292-114 18
რუსეთი 12-18   12-8 41-16 41-26 62-6 8 0 2 312-147 16
რუმინეთი 17-20 12-22   50-14 21-15 76-7 6 0 4 277-144 12
ესპანეთი 31-17 14-39 11-17   21-17 46-0 4 0 6 233-240 8
პორტუგალია 6-11 13-21 15-21 21-18   42-6 3 0 7 174-196 6
ჩეხეთი 3-22 3-49 13-46 15-42 18-21   0 0 10 59-506 0

ევროპის ერთა თასის მეშვიდე გათამაშება - 2009

რედაქტირება
 
ქართველი მორაგბეები გამარჯვებას ზეიმობენ
2009
გუნდები 1 2 3 4 5 6
საქართველო   29-21 20-20 28-23 55-11 38-5 4 1 0 170-80 14
რუსეთი 21-29   18-14 28-19 42-15 53-0 4 0 1 162-77 13
პორტუგალია 20-20 14-18   22-21 24-19 44-6 3 1 1 124-84 12
რუმინეთი 23-28 19-28 21-22   19-10 22-0 2 0 3 104-88 9
ესპანეთი 11-55 15-42 19-24 10-19   22-11 1 0 4 77-151 7
გერმანია 5-38 0-53 6-44 0-22 11-22   0 0 5 22-179 5

ევროპის ერთა თასის მერვე გათამაშება - 2010

რედაქტირება
2010
გუნდები 1 2 3 4 5 6
რუმინეთი   22-10 21-21 20-9 48-3 67-5 4 1 0 178-48 14
საქართველო 10-22   36-8 16-10 17-9 77-3 4 0 1 156-52 13
რუსეთი 21-21 8-36   14-10 38-20 48-11 3 1 1 129-98 12
პორტუგალია 9-20 10-16 10-14   33-15 69-0 2 0 3 131-65 9
ესპანეთი 3-48 9-17 20-38 15-33   21-17 1 0 4 68-153 7
გერმანია 5-67 3-77 11-48 0-69 17-21   0 0 5 36-282 5

ევროპის ერთა თასის მეცხრე გათამაშება - 2011

რედაქტირება
2011
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო   18-11 13-12 15-9 60-0 62-3 5 0 0 168-35 2 22
რუმინეთი 11-18   17-24 33-3 64-8 41-16 3 0 2 166-69 4 16
პორტუგალია 12-13 24-17   21-19 10-25 46-24 3 0 2 113-98 1 13
რუსეთი 9-15 3-33 19-21   28-24 41-5 2 0 3 100-98 3 11
ესპანეთი 0-60 8-64 25-10 24-28   35-13 2 0 3 92-175 2 10
უკრაინა 3-62 16-41 24-46 5-41 13-35   0 0 5 61-225 0 0

ევროპის ერთა თასის მეათე გათამაშება - 2012

რედაქტირება
2012
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო   19-13 18-25 46-0 32-7 33-3 4 0 1 148-48 4 20
რუმინეთი 13-19   12-13 25-0 15-7 71-0 3 0 2 136-39 4 16
ესპანეთი 25-18 13-12   37-41 17-23 41-6 3 0 2 133-100 3 15
რუსეთი 0-46 0-25 41-37   33-32 38-19 3 0 2 112-159 1 13
პორტუგალია 7-32 7-15 23-17 32-33   33-35 1 0 4 102-132 3 7
უკრაინა 3-33 0-71 6-41 19-38 35-33   1 0 4 63-216 1 5

ევროპის ერთა თასის მეთერთმეტე გათამაშება - 2013

რედაქტირება
2013
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო   9-9 23-9 25-12 17-13 61-18 4 1 0 135-61 1 19
რუმინეთი 9-9   29-14 19-13 32-14 25-15 4 1 0 114-65 1 19
რუსეთი 9-23 14-29   31-23 43-32 13-9 3 0 2 110-116 2 14
პორტუგალია 12-25 13-19 23-31   18-12 9-9 1 1 3 75-96 1 7
ბელგია 13-17 14-32 32-43 12-18   21-21 0 1 4 92-131 3 5
ესპანეთი 18-61 15-25 9-13 9-9 21-21   0 2 3 72-129 1 5

ევროპის ერთა თასის მეთორმეტე გათამაშება - 2014

რედაქტირება
2014
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო   22-9 36-10 24-17 34-9 35-0 5 0 0 151-45 2 22
რუმინეთი 9-22   34-3 32-6 24-0 29-10 4 0 1 128-41 3 19
რუსეთი 10-36 3-34   28-25 34-18 34-20 3 0 2 109-133 2 14
ესპანეთი 17-24 6-32 25-28   28-24 11-6 2 0 3 87-114 2 10
პორტუგალია 9-34 0-24 18-34 24-28   19-6 1 0 4 70-126 1 5
ბელგია 0-35 10-29 20-34 6-11 6-19   0 0 5 42-128 1 1

ევროპის ერთა თასის მეცამეტე გათამაშება - 2015

რედაქტირება
2015
გუნდები 1 2 3 4 5 6 ბურთ ბონ
საქართველო   15-6 26-13 33-0 20-15 64-8 5 0 0 158-42 1 21
რუმინეთი 6-15   29-8 13-16 37-10 17-12 3 0 2 102-61 3 15
ესპანეთი 13-26 8-29   43-20 19-8 48-16 3 0 2 131-99 2 14
რუსეთი 0-33 16-13 20-43   21-8 46-22 3 0 2 103-119 1 13
პორტუგალია 15-20 10-37 8-19 8-21   11-3 1 0 4 52-100 1 5
გერმანია 8-64 12-17 16-48 22-46 3-11   0 0 5 61-186 1 1


საქართველოს ნაკრები ერთა თასზე

რედაქტირება

საქართველოს ნაკრები მონაწილეობდა ევროპის ერთა თასის ყველა, თოთხმეტივე გათამაშების უმაღლეს დივიზიონში. ბორჯღალოსნების მონაგარი ამ ხნის მანძილზე არის ცხრა - პირველი, ოთხი - მეორე და ერთი მესამე ადგილი. სულ ქართველებმა ევროპის ერთა თასზე ჩაატარეს 80 შეხვედრა, საიდანაც მოიგეს 64, ფრედ დაამთავრეს 4 და წააგეს 12 მატჩი. სათამაშო ქულების შეფარდებაა 2420-1007, ლელოების 302-79.

საქართველოს ნაკრების შედეგები ცალკეულ მეტოქეებთან ასე გამოიყურება:

საქართველო და მეტოქეები
მეტოქე თამაში მოგება ფ რ ე წაგება ბურთები ლელოები
 
რუმინეთი
16 9 1 6 291-283 23-25
 
პორტუგალია
16 12 1 3 395-230 47-13
 
რუსეთი
15 14 1 0 408-203 48-11
 
ესპანეთი
14 10 1 3 449-217 63-23
 
ჩეხეთი
6 6 0 0 272-41 40-2
 
უკრაინა
4 4 0 0 192-18 30-0
 
ნიდერლანდები
3 3 0 0 161-9 25-0
 
გერმანია
3 3 0 0 179-16 16-2
 
ბელგია
2 2 0 0 52-13 8-1
 
მაროკო
1 1 0 0 20-10 2-2

გუნდს ამ წლებში ხელმძღვანელობდნენ: კლოდ სორელი - 2000-2003 წლები, მალხაზი ჭეიშვილი (ასისტენტები - პაატა ნარიმანაშვილი და დავით ჩავლეიშვილი) - 2004-2007, თიმ ლეინი (ასისტენტები - ლევან ცაბაძე და ვიქტორ დიდებულიძე, შემდეგ - ჯონინ გაუამო და დამიენ ქამინსი) - 2008-2010, რიჩი დიქსონი - 2011 და მილტონ ჰეიგი - 2012-დან.

საქართველოს ღირსებას ამ ტურნირებში იცავდა სულ 97 მორაგბე. შვიდივე ტურნირში მიიღეს მონაწილეობა ი. აბუსერიძემ, ა. გიორგაძემ, ი. ზედგინიძემ, გ. ლაბაძემ, მ. ურჯუკაშვილმა და გ. შველიძემ. ყველა ზემოთჩამოთვლილი მორაგბე ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელია. ორ-ორჯერ ფლობდნენ ევროპის თასს ო. ბარკალაია, დ. ბასილაია, დ. ბოლღშვილი, ი. გიორგაძე, მ. გორგოძე, ლ. დათუნაშვილი, ვ. დიდებულიძე, თ. ზიბზიბაძე, დ. ზირაქაშვილი, ს. თოდუა, დ. კაჭარავა, მ. კვირიკაშვილი, ლ. მალაღურაძე, ი. მაჩხანელი, ზ. მჭედლიშვილი, ნ. ნატრიაშვილი, ბ. სამხარაძე, ბ. უდესეიანი, რ. ურუშაძე, კ. უჩავა, ა. ფეიქრიშვილი, დ. ქუბრიაშვილი, გ. შკინინი, გ. ჩხაიძე, ი. ჩხიკვაძე, ზ. ხამაშურიძე, დ. ხინჩგიშვილი, ლ. ჯაველიძე და პ. ჯიმშელაძე.

მორაგბეების ინდივიდუალური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 43 მატჩი - ირაკლი აბუსერიძე, 42 მატჩი - ილია ზედგინიძე, 37 - თედო ზიბზიბაძე, 34 - მალხაზ ურჯუკაშვილი, 33 - გოდერძი შველიძე, 32 - აქვსენტი გიორგაძე, 31 - გია ლაბაძე, 29 - პავლე ჯიმშლიძე, 27 - ბესიკ ხამაშურიძე, 26 - ბიძინა სამხარაძე, 25 - ირაკლი გიორგაძე, ბესო უდესიანი, გიორგი ჩხაიძე, 24 - მერაბ კვირიკაშვილი, 23 - ვიქტორ დიდებულიძე, მამუკა გორგოძე, ირაკლი მაჩხანელი, 22 - რატი ურუშაძე, 21 - ზურაბ მჭედლიშვილი, ოთარ ბარკალაია, ლევან დათუნაშვილი, დავით კაჭარავა, 20 - დავით ბოლღაშვილი, ვასილ კაცაძე, 18 - ბადრი ხეხელაშვილი, ვანო ნადირაძე, 17 - დავით ხინჩაგიშვილი, 16 - მევლუდ მთიულიშვილი, ლაშა მალაღურაძე, 15 - გიორგი შკინინი, დავით დადუნაშვილი, 14 - ლევან ცაბაძე, ირაკლი ნატრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი, 13 - ტარიელ რატიანიძე, 12 - ზვიად მაისურაძე, დავით ქუბრიაშვილი, 11 - კახა ალანია, ავთანდილ კოპალიანი, 10 - მამუკა მაგრაქველიძე, კახა უჩავა, ირაკლი ჩხიკვაძე, 9 - ნონო ანდღულაძე, მიხეილ სუჯაშვილი, დავით ბასილაია, 8 - გიორგი ელიზბარაშვილი, გრეგორ იაშვილი, ილია მაისურაძე, რეზო გიგაური, ვასილ აბაშიძე, გიორგი კუთრაშვილი, გიორგი ნემსაძე, 7 - სოსო ნიკოლაენკო, ლექსო გუგავა, ლევან ჯაველიძე, შოთა მოდებაძე, 6 - შალვა სუთიაშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, დავით გასვიანი, ანტონ ფეიქრიშვილი, 5 - ბუბა კვინიხიძე, თემურ სოხაძე, გიორგი ბუგიანაშვილი, ელგუჯა იოვაძე, სანდრო ესაკია, სანდრო თოდუა, 4 - ირაკლი გუნდიშვილი, შალვა პაპაშვილი, გიორგი კაჭარავა, სანდრო მაისურაძე, ოთარ ელოშვილი, სანდრო თოდუა, ლაშა თავართქილაძე, 3 - რევაზ ბელქანია, დავით ვართანიანი, ნიკა იურინი, დავით კიკნაძე, არჩილ ქავთარაშვილი, 2 - ირაკლი ყიასაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი, დავით ჟღენტი, ნიკოლოზ ჭავჭავაძე, შოთა მელიქიძე, გიორგი ჟღენტი, სანდრო მჭედლიშვილი, დავით აშვეთია, ჯაბა ბრეგვაძე, 1 - ვახტანგ ახვლედიანი, დავით ბარამიძე, დავით გურგენიძე, ზვიად მათიაშვილი, ირაკლი მოდებაძე, გიორგი მჭედლიშვილი, სანდრო ნიჟარაძე, დენის პინჩუკოვი, ლევან ღვაბერიძე, დავით ჩიჩუა, შავლეგ ჯანელიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლუკა ხაჩირიშვილი.

1981 ქულა გუნდს შესძინეს: 227 - ჯიმშელაძე, 155 - ურჯუკაშვული, 124 - კვირიკაშვილი, 90 - გორგოძე, 70 - ზედგინიძე, 65 - მაჩხანელი, 60 - ზიბზიბაძე, 55 - მალაღურაძე, 50 - ა. გიორგაძე, 40 - ხამაშურიძე, 39 - ბარკალაია, 35 - ლაბაძე, 34 - კვინიხიძე, 30 - კაცაძე, უდესიანი, შველიძე, ცაბაძე, დ. კაჭარავა, დადუნაშვილი, აბუსერიძე, 25 - ურუშაძე, ხეხელაშვილი, ჩხაიძე, უდესიანი, 20 - ბოლღაშვილი, ჩხიკვაძე, 16 - კიკნაძე, 15 - ზ. მჭედლიშვილი, ზ. მაისურაძე, ქავთარაშვილი, შკინინი, ზირაქაშვილი, სამხარაძე, ნატრიაშვილი, 13 - ი. გიორგაძე, 10 - აბაშიძე, შ. მოდებაძე, დიდებულიძე, დათუნაშვილი, ელოშვილი, იაშვილი, ნემსაძე, 5 - ბასილაია, გიგაური, გუნდიშვილი, გუგავა, თავართქილაძე, ი. მაისურაძე, ნადირაძე, კოპალიანი, ნიკოლაენკო, ღვაბერიძე, ხინჩაგიშვილი, 4 - იურინი, ყაისაშვილი, 2 - სოხაძე, ელიზბარაშვილი.

გარდა ევროპის ერთა თასისა საქართველოს ნაკრები 90-იან წლებში ოთხჯერ მონაწილეობდა ფირა-ს ჩემპიონატებში. ამ ჩემპიონატებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ დაიკავა I ადგილი (1993/94 - III ჯგუფი და 1994/95 - III ჯგუფი), ერთხელ - II ადგილი (1995/96 - II ჯგუფი) და ერთხელ IV ადგილი (1996/97 - I ჯგუფი). სულ გუნდმა ჩაატარა 11 მატჩი. საქართველოს მეტოქეები იყვნენ: ლუქსემბურგი (10-10), შვეიცარია (22-21), ბულგარეთი (70-8), მოლდოვა (47-5), გერმანია (14-3), ნიდერლანდები (3-55), ჩეხეთი (20-3 და 18-14), რუსეთი (29-20), პორტუგალია (17-21) და პოლონეთი (23-29). ამრიგად გუნდმა მოიგო 7, ფრედ დაამთავრა 1 და წააგო 3 შეხვედრა. სათამაშო ქულების შეფარდება: 273-189 (ლელოები: 33-29).

ამ ტურნირებში გუნდს ხელმძღვანელობდნენ თემურ ბენდიაშვილი (1 მატჩი), დუგლას კავთელაშვილი (3 მატჩი) და გურამ მოდებაძე (7 მატჩი). გუნდის ღირსებას იცავდა 50 მორაგბე: დიმა ობოლაძე (11 მატჩი/10 ქულა), კახა მაჩიტიძე (9/52), ნიკა იურინი (8/29), ლევან ჩიქვინიძე (8/2), ირაკლი ჩიქავა (8/5), არჩილ ქავთრაშვილი (7/30), კახა ალანია (7), შოთა მოდებაძე (6/24), პავლე ჯიმშელაძე (6/25), ლევან ცაბაძე (6), ზვიად ლიპარტელიანი (5), ზაზა ლეჟავა (5), ზაზა ხუციშვილი (5), ალეკო ღიბრაძე (5), მევლუდ მთიულიშვილი (5), აკაკი მაჭუტაძე (5/5), ელგუჯა იოვაძე (5/15), გელა ფირცხალავა (5/5), პაატა ძოწენიძე (4), ვანო ნადირაძე (4/10), ნუგზარ მგელაძე (4), გია ლაბაძე (4), კახა კობახიძე (4), გია გიუნაშვილი (4), ემზარ ძაგნიძე (4/8), ზურაბ რეხვიაშვილი (3), თამაზ ხუადე (3), იოსებ პარწიკანაშვილი (3), ნუგზარ ძაგნიძე (3/18), რეზო ჯაფარაშვილი (3), ვიქტორ დიდებულიძე (3/10), ვახტანგ ცქიტიშვილი (3), გიორგი ბუგიანაშვილი (3), ზურაბ მჭედლიშვილი (2), პაატა ტყაბლაძე (2), თენგიზ ტურძელაძე (2), ბესო ტეფნაძე (2), სპირიდონ ლიპარტელიანი (2/10), შავლეგ ჯანელიძე (2), გია რაფავა (2), გიორგი კახიანი (2), თამაზ ფხაკაძე (2), მერაბ ბესელია (2), გუგა ბაბუნაშვილი (2), დემირ ძნელაძე (1), მალხაზ ჭეიშვილი (1), დავით ვართანიანი (1), რატი ურუშაძე (1), ბადრი შვანგირაძე (1), ემზარ შანიძე (1), სანდრო საკანდელიძე (1), მერაბ მარჯანიშვილი (1), ვასილ კაცაძე (1/5), ირაკლი ლეჟავა (1), სანდრო ჩხენკელი (1), დავით ჩავლეიშვილი (1/5), გიორგი ბერიაშვილი (1), ნონო ანდღულაძე (1/5), აქვსენტი გიორგაძე (1).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 დაქვეითება და ასვლა გამოითვლება ორწლიანი სისტემით