ედუარდ ალფრედ მარტელი
ედუარდ ალფრედ მარტელი (ფრანგ. Édouard-Alfred Martel; დ. 1 ივლისი 1859, პონტუაზი, ვალ-დ’უაზი — გ. 3 ივნისი 1938,[9] მონბრიზონი) — ფრანგი გეოგრაფი და კარტოგრაფი. მარტელი სპელეოლოგიის როგორც მეცნიერების ფუძემდებელია, აქედან გამომდინარე მას ხშირად „სპელეოლოგიის მამას“ უწოდებენ. მარტელს ათასობით მღვიმე აქვს გამოკვლეული, იყო მღვიმეების კვლევის პიონერი, აწარმოებდა მღვიმეების შესწავლის საქმის პროპაგანდირებას და სხვა. 1895 წელს ედუარდ ალფრედ მარტელმა შექმნა საფრანგეთის სპელეოლოგიური საზოგადოება, რომელიც დაკავებული იყო მღვიმეების შესწავლის საქმით.
ედუარდ ალფრედ მარტელი | |
---|---|
ფრანგ. Édouard-Alfred Martel | |
დაბ. თარიღი | 1 ივლისი, 1859[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | პონტუაზი, Seine-et-Oise[7] |
გარდ. თარიღი | 3 ივნისი, 1938[1] [3] [4] [5] [6] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | მონბრიზონი, ლუარა ან Saint-Thomas-la-Garde |
დასაფლავებულია | მონმარტრის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | სპელეოლოგი, ადვოკატი და გეოლოგი |
ალმა-მატერი | კონდორსეს ლიცეუმი |
სამეცნიერო ხარისხი | licence |
ნათესავ(ებ)ი | Alphonse de Launay და Louis Auguste Alphonse Launay |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[8] , კონკურ ჟენერალ, Club Cévenol's Medal და Médaille d'honneur des épidémies |
ბიოგრაფია
რედაქტირებაედუარდ ალფრედ მარტელი დაიბადა იურისტების ოჯახში. ბავშვობიდანვე გეოგრაფიით და საერთოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით იყო გატაცებული. 1877 წელს გაიმარჯვა Concours général-ის ეროვნულ კონკურსში. დიდი ენთუზიაზმით კითხულობდა ჟიულ ვერნის წიგნებს. მარტელი პირველად მღვიმეში პირენეებში ყოფნისას მოხვდა. შემდეგ იმოგზაურა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1886 წელს იმსახურა არმიაში, რის შემდეგ იურისტის დიპლომი მიიღო. თავისუფალ დროს უთმობდა საფრანგეთის სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობას.
1884 წელს მარტელმა დააფიქსირა დიდი ზომის უფსკრული ბრამაბია; 1888 წელს რამდენიმე თანამგზავრთან ერთად მოახდინა უფსკრულში ჩასვლა. ამ ისტორიული ტრავერსის განხორციელების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა სპელეოლოგიას.[10][11] 1889 წელს დაკვირვებების შედეგად გამოაქვეყნა კრებული „Les Cévennes“. გამოკვლევებს აწარმოებდა პადირაკის უფსკრულში, სადაც გამოავლინა მიწისქვეშა მდინარე.
1890 წლის ივლისში მარტელი დაქორწინდა. მისი რჩეული ალინ დე ლონე გახდა, რომელიც ფრანგი გეოლოგის პროფესორის ლუი დე ლონეს და იყო. ლუი დე ლონესთან გაცნობამ მარტელს დაეხმარა საკუთარი გამოკვლევები ჟურნალ La Nature გამოექვეყნებინა. 1895 წელს მოაწყო ექსპედიციები ირლანდიასა და ინგლისში. იორკშირში მოახერხა და ჩავიდა 110 მ სიღრმის ჭაში. 1896 წელს მოინახულა ბალეარის კუნძულები. კუნძულ მალიორკაზე მარტელმა აღმოაჩინა მიწისქვეშა ტბა, რომელსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. მიწისქვეშა ტბის სიგრძე 1150 მ-ია, სიგანე 30 მ.
1899 წელს მარტელმა საბოლოოდ მიატოვა თავისი იურიდიული საქმიანობა, რათა მთლიანად სპელეოლოგიისთვის დაეთმო დრო. 1905-1909 წლებში იყო ჟურნალ „La Nature“ მთავარი რედაქტორი. 1912 წელს იმყოფებოდა კენტუკის შტატში, მამონტის მღვიმის გამოსაკვლევად.
მარტელმა რამდენიმეჯერ იმოგზაურა კავკასიაში და დაწერა არაერთი საყურადღებო ნაშრომი კავკასიის კარსტის შესახებ. 1903 წელს იგი გაგრას ეწვია. განსაკუთრებით მისი ყურადღება მიიპყრო არაბიკის მაღალმთიანმა პლატომ. აფხაზეთში ყოფნისას მარტელი მაღალ მეცნიერულ დონეზე აწარმოებდა კვლევა-ძიებას. აღწერილი აქვს აფხაზეთის მღვიმეები. ხელმეორედ აფხაზეთს მარტელი 1908 წელს ესტუმრა. აქაურმა გრანდიოზულმა კარსტულმა რელიეფმა და მრავალმა ბუნებრივმა შესასვლელმა განაცვიფრა კარსტის მკვლევარი. აფხაზეთში ყოფნისას მარტელმა არაბიკაზე ასვლა განახორციელა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მღვიმეების კვლევის ისტორია დაარქივებული 2012-08-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 Enciclopèdia de l'esport català — Grup Enciclopèdia, 2012.
- ↑ 4.0 4.1 GeneaStar
- ↑ 5.0 5.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 6.0 6.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ https://www.ville-pontoise.fr/edouard-alfred-martel-pere-de-la-speleologie
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ Certains auteurs placent le lieu du décès à Saint-Thomas-la-Garde où il avait l'habitude de passer ses vacances au château de La Garde, plutôt qu'à Montbrison
- ↑ E.A.Martel (1859 — 1938). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-23. ციტირების თარიღი: 2011-08-23.
- ↑ E.A. Martel, The Traveller, Who Almost Became an Academician დაარქივებული 2006-12-19 საიტზე Wayback Machine. , by Pierre-Olaf Schut