ედილი

(გადამისამართდა გვერდიდან ედილუსი)
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

ედილი (ლათ. Aedilis, aedis — „ტაძარი“) — თანამდებობა რომში. ედილები იყვნენ საზოგადოებრივ შენობების მოვლაპატრონობაზე პასუხისმგებელნი. ასევე მათ ევალებოდათ რელიგიური დღესასწაულების და თამაშობების ჩატარება.

ედილების ინსტიტუტი ძვ. წ. 494 წელს დაარსდა, თავდაპირველად ეს პლებეური მაგისტრატურა იყო, ედილები ტრიბუნების თანაშემწეები იყვნენ. მოგვიანებით პატრიციებიც გახდნენ ედილები (aediles curules). ედილუსი 36 წელზე უფროსი უნდა ყოფილიყო.

პატრიციუს ედილებს საკუთარი ხარჯებით უნდა მოეწყოთ თამაშობები. ამ თანამდებობას ბევრი დამწყები პოლიკიტოსი იყენებდა პოპულარობისთვის. პლებეი ედილები აწყობდნენ პლებეურ თამაშობებს. ციცერონი აღნიშნავს რომ ედილების მოვალეობებში ზემოთხსენებულის გარდა შედიოდა ქალაქში სისუფთავის დაცვა, აკვედუკების და საკანალიზაციო სისტემების მომსახურება, ქალაქში მოძრაობის რეგულაცია და ავარიული შენობების შეკეთება/დანგრევა, ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება, აბანოებისა და ტავერნების შენახვა, აფერისტების და თაღლითების დასჯა, და საერთოდ, მოსახლეობის მორალზე ზრუნვა. ისინი ასევე თვაყურს ადევნებდნენ პროდუქტის ხარისხს.

იულიუს კეისარმა ორი პატრიციუსი ედილი დაამატა, რომლებიც ხორბლის იმპორტს ზედამხედველობდნენ. ავგუსტუსის დროს ედილთა ფუნქციები გადანაწილდა პრეტორებდა და პრეფექტებს შორის, ხოლო III საუკუნეში ედილთა ინსტიტუტი გაქრა.