ედვარდ ვადი საიდი (ინგლ. Edward Wadie Said, არაბ. إدوارد وديع سعيد დ. 1 ნოემბერი 1935, იერუსალიმი — გ. 24 ან 25 სექტემბერი 2003, ნიუ-იორკი) — პალესტინური წარმოშობის ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე,ლიტერატურის ისტორიკოსი, ლიტერატურის და მუსიკის კრიტიკოსი, კულტურის თეორეტიკოსი, პიანისტი და ინტელექტუალი.

ედვარდ საიდი

ედვარდ საიდი, სევილია, 2002
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი 1935
იერუსალიმი, პალესტინის სამანდატო ტერიტორია
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი 2003
ნიუ-იორკი, აშშ
დაკრძალულია ლიბანის პროტესტანტული სასაფლაო
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება

პრინსტონის უნივერსიტეტი

ჰარვარდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ჟურნალისტი, ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, მთარგმნელი, მკვლევარი
მეუღლე(ები) მარიამ კორტასი
შვილ(ებ)ი 2

ავტორია ცნობილი წიგნისა ორიენტალიზმი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს დასავლურ შეხედულებებს აღმოსავლეთის შესახებ და დასავლურ მეცნიერებას ადანაშაულებს კოლონიალიზმის სულიერ მხარდაჭერასა და გამართლებაში.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების, ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი (2000), ამერიკის ლინგვისტური აკადემიის პრეზიდენტი.

პალესტინის მოძრაობის აქტივისტი. იყო პალესტინის ეროვნული საბჭოს წევრი. პოპულარული ჟურნალისტი, ისრაელის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკოსი პალესტინის საკითხზე.

მისმა ტექსტური ანალიზის მოდელმა გარდაქმნა მკვლევართა აკადემიური დისკურსი ლიტერატურის თეორიის, ლიტერატურის კრიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის კვლევების საკითხებში.

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ედვარდი და მისი და როზმარი (მომავალი მწერალი).

დაიბადა 1935 წლის 1 ნოემბერს იერუსალიმში მდიდარი პროტესტანტი არაბების ოჯახში.

1943 წლიდან ოჯახი უმეტესად ცხოვრობდა კაიროში, მაგრამ მათ ასევე ჰქონდათ სახლი იერუსალიმში, ტალიბიეს კვარტალის ჩრდილოეთში.

საიდმა კარგი განათლება მიიღო სახლში. ბავშვობიდან საუბრობდა ინგლისურ და არაბულ ენებზე.

ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, 1948 წელს არაბული მოსახლეობის გაქცევისა და განდევნის შემდეგ, საიდის ოჯახმა დაკარგა სახლი იერუსალიმში და სამუდამოდ დარჩა კაიროში . იგი სწავლობდა ვიქტორიას კოლეჯში და 1951 წელს წავიდა სასწავლებლად აშშ-ში. ბაკალავრიატი დაამთავრა პრინსტონში, დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდში . 1963 წელს ჩაირიცხა კოლუმბიის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1966 წელს გამოსცა წიგნი ჯოზეფ კონრადი და ავტობიოგრაფიული ფანტასტიკა.

1967 წლიდან, ექვსდღიანი ომის და ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციის შემდეგ გახდა პალესტინელი აქტივისტი.

1969 წელს გამოსცა წიგნი პალესტინის გამოცდილება".

1975 წელს გამოიცა წიგნი საწყისები (რისთვისაც 1976 წელს მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯილდო).

1977 წელს მიიღო ინგლისური ლიტერატურისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის წოდება.

იმავე წელს აირჩიეს პალესტინის ეროვნული საბჭოს (PNC) ხელმძღვანელად.

1978 წელს გამოაქვეყნა ყველაზე ცნობილი ნაშრომი — ტრაქტატი ორიენტალიზმი.

1979 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი პოლიტიკური ნაშრომი პალესტინის საკითხი.

1980 წელს გამოაქვეყნა წიგნი ისლამის დამალვისას, სადაც აკრიტიკებდა დასავლურ მიდგომას ამ რელიგიის მიმართ.

ედვარდ საიდმა მონაწილეობა მიიღო პალესტინის ეროვნული საბჭოს დეკლარაციის დოკუმენტების მომზადებაში 1988 წელს ალჟირის სესიაზე. მოითხოვდა პალესტინის ქარტიის ზედმეტად მკაცრი ფორმულირების შერბილებას სამშვიდობო პროცესის დაწყების შესაძლებლობის მიზნით.

1991 წელს დატოვა პალესტინის ეროვნული საბჭო იასარ არაფატის პოზიციასთან მკვეთრი უთანხმოების გამო, ვინაიდან არაფატი მხარს უჭერდა სადამ ჰუსეინს პირველი ყურის ომის დროს.

მან მკვეთრად გააკრიტიკა ოსლოს შეთანხმებები და უწოდა მათ პალესტინელების ჩაბარების ინსტრუმენტი, პალესტინის ვერსალი.

გამოაქვეყნა ორი წიგნი არაბეთ-ისრაელის ურთიერთობებზე სამშვიდობო პროცესის ფონზე: მოცილების პოლიტიკა (1994) და სამშვიდობო პროცესის დასასრული (2000). მონაწილეობდა პალესტინის ეროვნული ინიციატივის პარტიის შექმნაში.

დაწორწინებული იყო მარიამ კორტასზე. წყვილს შეეძინა ვაჟი ვადი და ქალიშვილი ნაჯლა.

დაუსვეს სისხლის კიბოს დიაგნოზი, რის გამოც გარდაცვალებამდე 12 წლის განმავლობაში იტარებდა ინტენსიურ ქიმიოთერაპიას, რადიოთერაპიას და მკურნალობდა მედიკამენტებით აქტიური ცხოვრების წესის შეწყვეტის გარეშე.

გარდაიცვალა 2003 წლის 24 სექტემბერს ნიუ-იორკში . დაკრძალეს პროტესტანტულ სასაფლაოზე ბრუმანში, ჯაბალ-ლუბნანი, ლიბანი. მისი საფლავის ქვაზე გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2003 წლის 25 სექტემბერი. [1]

სახლი იერუსალიმში

რედაქტირება

1999 წელს იუსტუს ვაინერმა (Justus Weiner), რომელიც ცხოვრობდა იერუსალიმის ტალიბიეს კვარტალში, დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ საიდის მიერ არაერთხელ ნახსენები სახლი კვარტალში რეალურად არ ეკუთვნოდა ვადის ოჯახს. ვაინერი ამტკიცებდა, რომ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სახლი ედვარდის დეიდას ეკუთვნოდა. საიდის მამა, სავარაუდოდ, მხოლოდ ოთახებს ქირაობდა მეორე სართულზე - და იშვიათად ჩნდებოდა იქ, ხოლო თავად საიდის ოჯახი იერუსალიმს მხოლოდ ხანმოკლე ვიზიტებით სტუმრობდა. ამრიგად, სტატია ამტკიცებს, რომ ედვარდ საიდის სენტიმენტალური არგუმენტები დაკარგული ქონების შესახებ უსაფუძვლოა. [2] საიდმა ბრალდებებს მწვავე სტატიით უპასუხა და ვაინერის სტატიას სიონისტური ცილისწამება უწოდა.

ქვასთან დაკავშირებული ინციდენტი

რედაქტირება

2000 წელს საიდი ეწვია თავისი მეუღლის სამშობლოს სამხრეთ ლიბანში, საიდანაც ისრაელის ჯარები ახალი გასულები იყვნენ. ის ოჯახთან ერთად მივიდა საზღვართან ინგლ. Edward Wadie Said, არაბ. إدوارد وديع سعيد დ. 1 ნოემბერი 1935, იერუსალიმი — გ. 24 ან 25 სექტემბერი 2003, ნიუ-იორკი) — ლიბანისა და ისრაელის გამყოფ კედელთან. The New Republic-ის კორესპონდენტმა გადაიღო ედვარდ საიდის ფოტო, რომელიც აპირებდა ქვის სროლას იერუსალიმისკენ . ფოტოს, რომელსაც ამშვენებდა წარწერა «Representation of the Intellectual» (მინიშნება საიდის წიგნზე), გამოქვეყნდა მსოფლიო პრესაში და ფართო რეზონანსი გამოიწვია. არაერთმა ებრაელმა ინტელექტუალმა მოსთხოვა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას საიდის ადმინისტრაციული დასჯა. ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საიდმა ახსნა თავისი ჟესტი, როგორც სამხრეთ ლიბანის ოკუპაციის დასასრულისგან გამოწვეული სიხარულის სიმბოლური გამოხატვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Джозеф Конрад и автобиографический вымысел (Joseph Conrad and the Fiction of Autobiography). 1966
  • Начала: идея и метод (Beginnings: Intention and Method). 1975
  • Ориентализм (Orientalism). 1978
  • Палестинский вопрос (The Question of Palestine). 1979
  • Литература и общество (Literature and Society). 1980
  • Освещение ислама: как медиа и эксперты определяют наше видение остальной части мира (Covering Islam: How the Media and the Experts Determine How We See the Rest of the World). 1981
  • Мир, текст и критика (The World, the Text and the Critic). 1983
  • After the Last Sky. 1986
  • Обвинение жертв (Blaming the Victims). Соавтор и соредактор Кристофер Хитченс. 1988
  • Музыкальные изыскания (Musical Elaborations). 1991
  • Культура и империализм (Culture and Imperialism). 1993
  • Перо и меч (The Pen and the Sword). 1994
  • Политика выселения (The Politics of Dispossession). 1994
  • Представления интеллектуала (Representations of the Intellectual). 1994
  • Еврейская религия, еврейская история (Jewish Religion, Jewish History). 1996
  • Без места (Out of Place), мемуары. 1999.
  • Конец мирного процесса (The End Of The Peace Process). 2000
  • Размышления об изгнании (Reflections on Exile). 2000
  • От Осло до Иракской войны и «дорожной карты» (From Oslo to Iraq and the Road Map), сборник статей. 2003
  • Гуманизм и демократическая критика (Humanism and Democratic Criticism). 2005
  1. Edward Wadie Said (1935-2003) - Find a Grave.... ციტირების თარიღი: 2022-11-26
  2. Justus Reid Weiner. «My Beautiful Old House» and Other Fabrications by Edward Said. ციტირების თარიღი: 2006-01-16