ედერი
ედერ ალეიშო დე ასისი (პორტ. Eder Aleixo de Assis; დ. 25 მაისი, 1957, ვესპაზიანუ, მინას-ჟერაისი, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ედერი. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ედერ ალეიშო დე ასისი | ||
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1957 | ||
დაბადების ადგილი |
ვესპაზიანუ, მინას-ჟერაისი, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 176 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მარცხენა გარემარბი, თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1975–1976 | ამერიკა მინეირო | 26 | (6) |
1977–1979 | გრემიო [1] | 47 | (14) |
1980–1985 | ატლეტიკო მინეირო | 79 | (27) |
1985 | ინტერნასიონალი | ||
1986 | პალმეირასი | 8 | (1) |
1987 | სანტოსი | ||
1987 | სპორტ რესიფი | ||
1988 | ბოტაფოგო | 6 | (1) |
1988 | ატლეტიკო პარანაენსე | ||
1988 | სერო პორტენიო | ||
1988–1989 | მალათიასპორი | ||
1989 | ფენერბაჰჩე | 1 | (0) |
1989–1990 | ატლეტიკო მინეირო | 19 | (2) |
1991 | ატლეტიკო პარანაენსე | 9 | (3) |
1992 | უნიონ სან-ჟუანი | ||
1993 | კრუზეირო | ||
1994–1995 | ატლეტიკო მინეირო | 21 | (2) |
1995–1996 | უნიონ სან-ჟუანი | 10 | (0) |
1996 | კონკისტა | ||
1996 | გამა | ||
1997 | მონტე კლაროსი | 2 | (0) |
სულ | 926 | (549) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1979–1986 | ბრაზილია | 52 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1979–1986 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს,[3] რომლის შემადგენლობაში 52 შეხვედრას ატარებს და 8 ბურთი გააქვს.
მსოფლიო ჩემპიონატზე
რედაქტირებაედერმა 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 ბურთი გაიტანა.[4]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1982 | ესპანეთი | 11 | ნახევარმცველი | 5 | 2 | 4 | 0 | 1 | მეორე რაუნდი |
იგი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო ბრაზილიელთა იმ ნაკრებში, რომელიც დღემდე არტისტული ფეხბურთის ეტალონად რჩება და რომლის გამოსვლამ 1982 წლის ესპანეთის მუნდიალზე იმდენად შთამბეჭდავი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში, რომ მათი თამაშის შეფასებისას საფეხბურთო ჟურნალისტიკამ სრულად აითვისა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ლიტერატურული ტერმინოლოგიის სრული არსენალი — ეპითეტებიდან და მეტაფორებიდან — ალეგორიამდე თუ ჰიპერბოლამდე.
ტელე სანტანას ამ ნაკრებს დღემდე ყველაზე ელეგანტურ გუნდს უწოდებენ, რომლის თამაშმა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილ ფიესტად აქცია. სწორედ ამ დროს მოდის ედერთან მისი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ნახევარმცველის საყოველთაო აღიარება.
ზიკოს, სოკრატესის, ფალკაოს, დირსეუს და მათი თანაგუნდელების შესრულებით წარმოდგენილი საფეხბურთო სპექტაკლების ერთ-ერთმა მთავარმა მოქმედმა გმირმა, ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში, თამაშის დამთავრებამდე ორიოდე წუთით ადრე, შორეული და უძლიერესი დარტყმით თავისი პირველი გოლი საბჭოთა კავშირის ნაკრებს გაუტანა,[5] როდესაც ბრაზილიელთა მორიგი შეტევის დამამთავრებელ ფაზაში, მეტოქის საჯარიმო ხაზიდან ათიოდე მეტრში მიღებული ბურთი ჯერ ეფექტურად აიგდო, ხოლო შემდეგ მის შესახვედრად წამოსულ მეტოქის ორ მცველს შორის, ისე, რომ ბურთი ძირს არ დაშვებულა — ზუსტი და მოჭრილი დარტყმით შანსი არ დაუტოვა დასაევს, რომელმაც მხოლოდ თვალი გააყოლა თუ როგორ მოხაზა ბურთმა ტრაექტორია და მისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაეხვა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა ნაკრები ანდრეი ბალის გატანილი გოლით 76-ე წუთამდე იგებდა შეხვედრას. თუმცა ჯერ სოკრატესის გამათანაბრებელი გოლის და შემდეგ ჟანრის კლასიკად ქცეული ედერის „ხმელი ფოთლის“ წყალობით „სელესაომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატზე — 2–1. The Guardian-ის სპორტული მიმომხილველის სტივენ ფაის (ინგლ. Steven Pye) შეფასებით ედერის ეს გოლი საუკეთესო იყო იმ 15 გოლს შორის, რომლებიც ბრაზილიელებმა გაიტანეს ამ ჩემპიონატზე.[6]
არანაკლებ სანახაობრივი გამოდგა ედერის მეორე გოლი შოტლანდიელთა წინააღმდეგ გამართულ მომდევნო შეხვედრაში. აღნიშნული მატჩი ბრაზილიელებმა — ზიკოს, ოსკარის, მისი და ფალკაოს გოლებით — 4–1 მოიგეს. ედერის მიერ გატანილი ორივე ბურთი ჩემპიონატის საუკეთესო გოლების სიაში შევიდა.[7]
დასამახსოვრებელი იყო აგრეთვე, არგენტინელებთან გამართულ მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩში მის მიერ შესრულებული უძლიერესი საჯარიმო დარტყმა, როდესაც ბურთი კარის ზედა ძელმა მოიგერია, თუმცა სერჟინიომ და ზიკომ ერთდროულად მიუსწრეს ასხლეტილ ბურთს და ამ უკანასკნელმა არა მხოლოდ ფილოლს, სერჟინიოსაც დაასწრო და მეკარის მიერ თითქმის დაჭერილი ბურთი ფაქტობრივად ხელიდან აართვა — ისე სწრაფად მოახერხა ბურთის კარში შეგდება.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- რეკონკისტა: 1977
- გაუშუს ჩემპიონატი: 1979
- მინეიროს ჩემპიონატი: 1978, 1979
- მინეიროს ჩემპიონატი (6): 1980, 1981, 1982, 1983, 1985, 1995
- ბრაზილიის თასი: 1993
სანაკრებო
რედაქტირება- კოპა ამერიკა ვიცე-ჩემპიონი: 1983
ინდივიდუალური
რედაქტირება- სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ბრინჯაოს ბურთი: 1983 [8]
- ბრაზილიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვერცხლის ბურთი: 1983 [9]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ფანჯიკიძე, გურამ (1982). ფორცა, იტალია!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242
პერიოდიკა
რედაქტირება- Paul, Ian., Brazilian brilliance keep shining through // "The Glasgow Herald", 15 ივნისი, 1982, № 120, გვ. 30.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედერის სანაკრებო სტატისტიკა — Association of Football Statisticians
- ედერის საკლუბო და სანაკრებო სტატისტიკა — National-Football-Teams.com
- ბრაზილიის შემადგენლობა · 1979 · 1980 · 1981 · 1982 · 1983 · 1985 · 1986
- ბრაზილიის შემადგენლობა · 1982 — Torcida.com.ru
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ედერი გრემიოს მაისურით // Placar Magazine N. 360. 18 mar. 1977
- ↑ Pye, Steven (2 ივლისი, 2014). „Ranking all 15 of Brazil's goals at the 1982 World Cup“. The Guardian. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Eder Aleixo de Assis International matches. AFS. წაკითხვის თარიღი: 31 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Player Profile for Eder in the Soccer World Cups. Eder in the World Cups. Information about Eder and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. The Soccer World Cups.com. წაკითხვის თარიღი: 25 ივლისი, 2018.
- ↑ Brazil 2–1 Soviet Union დაარქივებული 2015-06-17 საიტზე Wayback Machine. . 1982 FIFA World Cup Spain | Group matches (Group 6) | Date: 14 June 1982 | Venue / Stadium: Ramon Sanchez Pizjuan, Seville (ESP) | Attendance: 68000 | Goals scored: Andrei Bal (Soviet Union) 34', Socrates (Brazil) 75', Eder (Brazil) 88'. Fédération Internationale de Football Association. FIFA.com. წაკითხვის თარიღი: 25 ივლისი, 2018.
- ↑ Steven Pye (2 ივლისი, 2014). Ranking all 15 of Brazil's goals at the 1982 World Cup. Zico, Eder, Socrates, Junior, Serginho and Falcao star in this highlights reel from one the World Cup's greatest ever teams. №1. Eder v Soviet Union. ციტატა: „Sheer fantasy football. If this goal had been scored with Brazil winning 4–0, you might have put it down to showboating, but Eder's winner was delivered with just two minutes left in a breathtaking tussle“. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2018.
- ↑ Steven Pye (2 ივლისი, 2014). Ranking all 15 of Brazil's goals at the 1982 World Cup. №3. Eder v Scotland. ციტატა: „Poor Alan Rough. There was very little the Scotland goalkeeper could do when beaten for a third time on the evening, apart from look skywards and follow the ball in bewilderment as Eder's delicious chip drifted into the net. The Brazilian was known as "the Cannon", but he displayed his graceful side for this goal. A quite beautiful goal.“. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2018.
- ↑ José Luis Pierrend (4 იანვარი, 2001). South American Player of the Year 1983 — By the Venezuelan newspaper El Mundo; chosen by soccer writers from South America. Any South-American player is eligible no matter where he plays. 1. Sócrates Souza Vieira de Oliveira (Brazil; Corinthians); 2. Ubaldo Fillol (Argentina; Argentinos Juniors); 3. Éder Aleixo de Assis (Brazil; Atletico Mineiro). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2018.
- ↑ Fael Lima (30 მაისი, 2012). Diário do Torcedor – Éder, uma bomba com efeito eterno. Vespasiano, 25 de maio de 1957. Nasce Éder Aleixo de Assis, filho de José Aleixo de Assis e Zilda Batista de Assis, uma criança que desde seus primeiros passos sonhava em ser jogador para defender as cores do Galo, seu time de coração. ციტატა: „Éder é, sem dúvidas, um dos maiores nomes da história do Galo. Jogou 368 jogos e marcou 122 gols, ocupando a 13ª posição no ranking de artilheiros do clube. É também, o 14º jogador com mais atuações com a camisa Alvinegra, superando nomes como Kafunga, Zé do Monte e Sérgio Araújo. Como um importante prêmio individual, Éder foi premiado com Bola de Prata da Revista Placar, no ano de 1983“. Camisa Doze. წაკითხვის თარიღი: 31 ივლისი, 2018.