ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტია
ძველი ეგვიპტის დინასტიები |
---|
ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტია — ეგვიპტის დინასტია, რომელიც ფარაონმა ნეფერიტ I-მა დააარსა მას შემდეგ რაც ფარაონი ამირტისი ღია ბრძოლაში დაამარცხა, შემდეგ კი მემფისში სიკვდილით დასაჯა. ნეფერიტმა დედაქალაქად მენდესი გამოაცხადა. ნეფერიტ I-ის დინასტიას ხშირად ეგვიპტის გვიან პერიოდს მიაკუთხვნებენ. დინასტია ეგვიპტეს ძვ.წ. 398 წლიდან ძვ.წ. 380 წლამდე მართავდა.
ისტორია
რედაქტირებანეფერიტ I-ის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბრძოლა ტახტისათვის, ერთ მხარეს ნეფერიტის ვაჟი მუთისი იბრძოდა ფარაონის ტიტულისთვის მეორე მხარეს კი პსამუტი. მიუხედავად პსამუტის წამატებულობისა, მან მხოლოდ ერთი წელი იმეფა.
პსამუტი ტახტიდან აჰორისმა ჩამოაგდო, რომელიც აცხადებდა რომ ნეფერიტ I-ის შვილიშვილი იყო. მან წარმატებით მოიგერია სპარსელთა შემოტევა, რომელთაც ეგვიპტის ხელახლა დაპყრობა ეწადათ, ამ ბრძოლაში აჰორისს მხარს ათენი და კვიპროსის მეამბოხე მეფე ევაგორ I უჭერდა მხარს. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ნეფერიტ II ავიდა, ახალგაზრდა მეფემ ვერ შეძლო მემკვიდრეობით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნება. იგი ძვ.წ. 380 წელს ნექტანებ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო, ამით ეგვიპტეში ოცდამეცხრე დინასტიის მმართველობა დასრულდა და დაიწყო ოცდამეათე დინასტიის მმართველობა.
ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტიის ფარაონები
რედაქტირებაფარაონის სახელი | სამეფო სახელი | მმართველობა | კომენტარი |
---|---|---|---|
ნეფერიტ I | ბაენრა მერინეჩერუ | ძვ.წ. 398 - 393 | |
მუთისი | ჰორნებხა (სავარაუდოდ) | ძვ.წ. 393 | |
პსამუტი | უსერ-რა-სეტეპ-ენ-პტახი | ძვ.წ. 392/1 | |
აჰორისი | ხენემ-მაატ-რა | ძვ.წ. 393 - 380 | |
ნეფერიტ II | ძვ.წ. 380 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- 29-ე დინასტია
- ოცდამეცხრე დინასტია დაარქივებული 2014-05-06 საიტზე Wayback Machine.
- ეგვიპტის ოცდამეცხრე დინასტია
- ეგვიპტის ისტორია: XXIX დინასტია
- ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია: 29-ე დინასტია[მკვდარი ბმული]
წინამორბედი: XXVIII დინასტია |
ეგვიპტის ფარაონთა დინასტია ძვ.წ. 398 - ძვ.წ. 380 |
შემდეგი: XXX დინასტია |