ეგვიპტის მეცამეტე დინასტია
ძველი ეგვიპტის დინასტიები |
---|
ეგვიპტის მეცამეტე დინასტია — ძველი ეგვიპტის მმართველი ერთ-ერთი დინასტია. მეცამეტე დინასტია ხშირად მოიხსენიება XI, XII და XIV დინასტიებთან ერთად, ასევე შედის ეგვიპტის შუა სამეფოს ჯგუფში. ზოგიერთი მწერალი კი მეცამეტე დინასტიას XIV, XV, XVI, XVII და აბიდოსის დინასტიებთან ერთად ეგვიპტის მეორე გარდამავალი პერიოდის ჯგუფში აერთიანებს. დინასტიის მმართველობამ 154 წელს გასტანა, დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 1803 წელს და დასრულდა დაახლოებით ძვ.წ. 1649 წელს.[1]
მეცამეტე დინასტია იყო მეთორმეტე დინასტიის პირდაპირი გაგრძელება, მიჩნეულია, რომ მეცამეტე დინასტიის დამაარსებელი და პირველი მმართველი სებეხოტეპ I მეთორმეტე დინასტიის ფარაონის ამენემჰეტ IV-ის ვაჟი იყო.[1] კიმ რაიჰოლტმა განაცხადა, რომ ორ დინასტიას შორის გამიჯვნამ გამოიწვია აღმოსავლეთის დელტაზე ახალი დამოუკიდებელი XIV დინასტიის დაარსება. რაც მისი თქმით ფარაონ ჰეფრუსებეკის მეფობის დროს მოხდა.[1] როგორც მეთორმეტე დინასტიის პირდაპირი მემკვიდრეები მეცამეტე დინასტიის ფარაონები მეფობდნენ მემფისიდან და მართავდნენ ზემო და ქვემო ეგვიპტეებს. მეცამეტე დინასტიის წარმომადგენლები დაახლოებით 154 წლის მანძილზე მეფობდნენ, მათი მმართველობა ძვ.წ. 1650 წელს დასრულდა, როდესაც მეთხუთმეტე დინასტიის წარმომადგენლებმა ჰიქსოსებმა მემფისი დაიპყრეს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება