აჰორისი (ასევე ჰაკორი, აკორისი, აქორისი) — ძველი ეგვიპტის მეფე (ფარაონი) ოცდამეცხრე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა გვიანი პერიოდის დროს. აჰორისი ძვ.წ. 393 წლიდან ძვ.წ. 380 წლამდე მეფობდა, მან წინამორბედი პსამუტი ტახტიდან ჩამოაგდო და მოტყუებით თავი ოცდამეცხრე დინასტიის დამაარსებლის ფარაონ ნეფერიტ I-ის შვილიშვილად გამოაცხადა, რითაც საკუთარი თავის ლეგიტიმაცია მოახდინა. აჰორისმა 13 წლის მანძილზე იმეფა, მისი მეფობა იმიითა მნიშვნელოვანი, რომ ეგვიპტეში მისი მმართველობის დროს უამრავი შენობა აიგო, ასევე წინამორბედი ფარაონების ძეგლების დიდ ნაწილს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

აჰორისი
ჰაკორი, აკორისი, აქორისი
სამეფო სპინქსი, რომელზე დატანილია აჰორისის სახელი
სამეფო სპინქსი, რომელზე დატანილია აჰორისის სახელი
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 393 - 380 წწ. (XXIX დინასტია)
წინამორბედი პსამუტი
მემკვიდრე ნეფერიტ II
შვილი/ები ნეფერიტ II
გარდ. თარიღი ძვ.წ. 380

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
აჰორისი
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: ძვ.წ. 380
წინამორბედი:
პსამუტი
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. 393 - 380 წწ.
შემდეგი:
ნეფერიტ II