ნინო დუმბაძე

(გადამისამართდა გვერდიდან დუმბაძე, ნინო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ნინო დუმბაძე (დ. 23 მაისი, 1919, ოდესა — გ. 14 აპრილი, 1983, თბილისი, საქართველოს სსრ)[1]ქართველი და საბჭოთა ბადროს მტყორცნელი. პირველი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი მძლეოსანი ქალი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1972). საპატიო ნიშნის ორდენის (1957)[2] შრომის წითელი დროშის ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (1999).[3]

ნინო დუმბაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ნინო იაკობის ასული დუმბაძე
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1919
დაბ. ადგილი ოდესა, ხერსონის გუბერნია, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
გარდ. თარიღი 14 აპრილი, 1983 (63 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 178 სმ
წონა 82 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
სპორტი მძლეოსნობა
სახეობა ბადროს ტყორცნა
კლუბი „დინამო“ (თბილისი)
მწვრთნელი ბორის დიაჩკოვი
ჯილდოები
საპატიო ნიშნის ორდენი  — 1957 შრომის წითელი დროშის ორდენი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1943
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ბრინჯაო ჰელსინკი 1952 ბადრო
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ოსლო 1946 ბადრო
ოქრო ბრიუსელი 1950 ბადრო

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო დუმბაძე იყო თბილისის „დინამოს“ (1938–52) წევრი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (1955). იყო საბჭოთა კავშირის ათგზის (მ. შ. ორგზის ხელყუმბარის ტყორცნაში), ევროპის ორგზის (1946, 1950) ჩემპიონი ბადროს ტყორცნაში, XV ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ბრინჯაოს პრიზიორი.

12 წელი მსოფლიო რეკორდსმენი იყო ბადროს ტყორცნაში. პირველი ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (53,25 მ ) დაამყარა მოსკოვში (1948), მეორე (53,37 მ) — გორში (1951), მესამე (57,04 მ) — თბილისში (1952).

ნომინაციაში „საუკუნის 3 საუკეთესო სპორტსმენი ქალი“ დუმბაძე დასახელდა ნონა გაფრინდაშვილისა და ნინო სალუქვაძის შემდეგ. ნინო დუმბაძეს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

მიღწევები

რედაქტირება
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1952 (ჰელსინკი; 46.29 მ)
ევროპის ჩემპიონი
  •   1946 (ოსლო, ნორვეგია; 44.52 მ)
  •   1950 (ბრიუსელი, ბელგია; 48.03 მ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
  •   1939 (ხარკივი; 46.83 მ)
  •   1943 (გორკი; 48.77 მ)
  •   1944 (მოსკოვი; 49.88 მ)
  •   1946 (დნეპროპეტროვსკი; 46.63 მ)
  •   1947 (ხარკივი; 44.48 მ)
  •   1948 (ხარკივი; 50.19 მ)
  •   1949 (მოსკოვი; 52.27 მ)
  •   1950 (კიევი; 51.02 მ)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
  •   1952 (ლენინგრადი; 51.36 მ)
  •   1954 (კიევი; 48.19 მ)
  •   1955 (თბილისი; 53.52 მ)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
  •   1951 (მინსკი; 44.82 მ)
  •   1953 (მოსკოვი; 46.70 მ)
სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი
  •   1951 (51.24 მ)

ლიტერატურა

რედაქტირება

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ნინო დუმბაძე. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-18. ციტირების თარიღი: 23 მაისი 2014.
  2. Сборник указов Президиума Верховного Совета СССР о награждении орденами и медалями СССР, Июль 1957, № 27 (120). — С. 22.. Naukaprava.ru. Научно-практическая электронная библиотека «Наука права». ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022
  3. გარდაცვალების შემდეგ